მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613101.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გელაფ კონსალტინგმა , ცნობილი კვლევითი ორგანიზაციის გელაფის ერთ-ერთმა განყოფილებამ, ათასობით გაყიდვების მუშაკი გამოჰკითხა.
Gallup Consulting, a division of the well-known Gallup polling organization, has interviewed hundreds of thousands of salespeople.
613102.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კვლევის თანახმად, საუკეთესო გაყიდვების პერსონალს ოთხი ძირითადი მახასიათებელი სჭირდება: შინაგანი მოტივაცია, დისციპლინირებული მუშაობის სტილი, გაყიდვების საბოლოო ეტაპზე მიყვანის უნარი და, ყველაზე მეტად, კლიენტებთან ურთიერთობების აგების ხელოვნება.
Its research suggests that the best salespeople possess four key talents: intrinsic motivation, a disciplined work style, the ability to close a sale, and, perhaps most importantly, the ability to build relationships with customers.
613103.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
საუკეთესო გაყიდვების მუშაკებს შინაგანი მოტივაცია ამოძრავებთ — მათ წინსვლის დაუოკებელი სურვილი აქვთ.
Super salespeople are motivated from within—they have an unrelenting drive to excel.
613104.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ზოგიერთს ფული, აღიარების სურვილი ან შეჯიბრისა და მოგების კმაყოფილება ხიბლავს, დანარჩენებს – სერვისის უზრუნველყოფისა და ურთიერთობების აგების სურვილი.
Some salespeople are driven by money, a desire for recognition, or the satisfaction of competing and winning.
613105.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ისინი ისახავენ დეტალურ და ორგანიზებულ გეგმებს და შემდეგ თანმიმდევრობით და დროულად ასრულებენ მათ.
They lay out detailed, organized plans and then follow through in a timely way.
613106.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგრამ მოტივაცია და დისციპლინა არაფერს ნიშნავს, თუ ამას არ მოჰყვება გაყიდვების გაუმჯობესება და კლიენტებთან უკეთესი ურთიერთობის აგება.
But motivation and discipline mean little unless they result in closing more sales and building better customer relationships.
613107.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მათ კარგად ესმით კლიენტების საჭიროებები.
They understand their customers’ needs.
613108.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მათ შეუძლიათ მყიდველის პოზიციიდან შეაფასონ მოვლენები და მათი თვალით უყურონ სამყაროს, სურთ კიდევ უფრო მეტი ფასეულობა შემატონ კლიენტებს.
They can put themselves on the buyer’s side of the desk and see the world through their customers’ eyes.
613109.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
თანამშრომლების სამსახურში აყვანის დროს კომპანიამ უნდა გააანალიზოს გაყიდვების მუშაკის სამუშაო და ყველაზე წარმატებული მუშაკის დამახასიათებელი თვისებები, რომ დაადგინოს, რა კომპეტენციებია საჭირო წარმატებული მუშაკისათვის ამ სფეროში.
When recruiting, a company should analyze the sales job itself and the characteristics of its most successful salespeople to identify the traits needed by a successful salesperson in their industry.
613110.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
შემდეგ უნდა დაიქირაოს გაყიდვების შესაბამისი პერსონალი.
Then it must recruit the right salespeople.
613111.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ადამიანების რესურსების მართვის დეპარტამენტი ეძებს ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც რეკომენდაციას გაუწევენ გაყიდვების მუშაკები, აგრეთვე დასაქმების სააგენტოების მეშვეობით ვებგვერდებზე, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული შიდა განცხადებებით და უნივერსიტეტების დასაქმების სამსახურების დახმარებით.
The human resources department looks for applicants by getting names from current salespeople, using employment agencies, searching the Web, placing classified ads, and working through college placement services.
613112.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კიდევ ერთი მეთოდი სხვა კომპანიებიდან საუკეთესო მუშაკების გადმობირებაა.
Another source is to attract top salespeople from other companies.
613113.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
შერჩევის პროცედურა შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ერთ საინფორმაციო შეხვედრას ან ხანგრძლივ შემოწმებასა და გასაუბრებებს.
The selection procedure can vary from a single informal interview to lengthy testing and interviewing.
613114.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მრავალი კომპანია დაინტერესებულ პირს ავსებინებს ოფიციალურ ტესტს.
Many companies give formal tests to sales applicants.
613115.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგრამ ტესტში მიღებული ქულები ინფორმაციის მხოლოდ ერთი ნაწილია საერთო კომპლექსში, რომელიც მოიცავს პიროვნულ თვისებებს, დახასიათებებს, სამუშაო გამოცდილებას და გასაუბრების ჩამტარებლის რეაქციებს.
But test scores provide only one piece of information in a set that includes personal characteristics, references, past employment history, and interviewer reactions.
613116.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების პერსონალის გადამზადება.
Training Salespeople.
613117.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების ახალ პერსონალს გადამზადებისა და უნარ-ჩვევების შესაძენად შესაძლოა რამდენიმე კვირიდან ან თვიდან ერთ წლამდე დასჭირდეს.
New salespeople may spend anywhere from a few weeks or months to a year or more in training.
613118.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ამის შემდეგ კომპანიების უმეტესობა მათ მუდმივი მომზადება-გადამზადების რეჟიმში ამყოფებს სემინარების, გაყიდვების შეხვედრებში მონაწილეობის და ინტერნეტ/ვებმასალების დახმარებით.
Then, most companies provide continuing sales training via seminars, sales meetings, and Web e-learning throughout the salesperson’s career.
613119.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
საერთო ჯამში, აშშ-ში კომპანიები წლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ გაყიდვების მუშაკების გადასამზადებლად, რაც მათი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
In all, U.S. companies spend billions of dollars annually on training salespeople, and sales training typically captures the largest share of the training budget.
613120.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგალითად, აშშ-ის ტექნოლოგიური სახის კომპანიები მთლიანად ტრენინგზე გათვალისწინებული თანხების29%-ს გაყიდვების მუშაკების გადამზადებაში დებენ.
For example, U.S. technology companies invest 29 percent of their training budgets on sales training.