მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613141.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
რეპ რეისმა საშუალება მისცა ბაიერს, დაედგინა, როგორი იყო გაყიდვების წარმომადგენელთა ინდივიდუალური და გუნდური მოსწრება.
In addition to its educational and motivational value, Rep Race allowed Bayer to measure sales reps’ individual and collective performance.
613142.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
საბოლოო ჯამში, ბაიერმა დაადგინა, რომ რეპ რეისის სიმულაცია დაეხმარა ბეტასერონის გაყიდვების გუნდს, ეფექტიანობა 20%-ით გაეუმჯობესებინა.
In the end, Bayer calculated that the Rep Race simulation helped improve the Betaseron sales team’s effectiveness by 20 percent.
613143.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების პერსონალის კომპენსაცია.
Compensating Salespeople.
613144.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კარგი გაყიდვების პერსონალის მოსაზიდად კომპანიამ საკმაოდ მიმზიდველი კომპენსაციის გეგმა უნდა მოამზადოს.
To attract good salespeople, a company must have an appealing compensation plan.
613145.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კომპენსაცია შედგება ოთხი ელემენტისაგან: ფიქსირებული თანხა, ცვალებადი თანხა, ხარჯები და გარკვეული შეღავათები.
Compensation consists of four elements: a fixed amount, a variable amount, expenses, and fringe benefits.
613146.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ფიქსირებული თანხა – ხელფასი, როგორც წესი, გამყიდველისათვის სტაბილური შემოსავალია.
The fixed amount, usually a salary, gives the salesperson some stable income.
613147.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ცვალებადი თანხა, რომელიც შესაძლოა გამოიხატებოდეს გაყიდვების მიხედვით საკომისიოებითა და პრემიებით, შესაბამისად აისახება გამყიდველის ინტენსიურ მონდომებასა და წარმატებაზე.
The variable amount, which might be commissions or bonuses based on sales performance, rewards the salesperson for greater effort and success.
613148.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, ზემოთ ჩამოთვლილი კომპენსაციის ელემენტებიდან რომელთა ერთობლიობა იქნება მორგებული გაყიდვების თითოეულ სიტუაციას.
Management must determine what mix of these compensation elements makes the most sense for each sales job.
613149.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ფიქსირებული და ცვალებადი კომპენსაციის სხვადასხვა კომბინაციით მიიღება ოთხი ძირითადი ტიპის საკომპენსაციო გეგმა: მხოლოდ ხელფასი, მხოლოდ საკომისიო, ხელფასს პლუს პრემია და ხელფასს პლუს საკომისიო გასამრჯელო.
Different combinations of fixed and variable compensation give rise to four basic types of compensation plans: straight salary, straight commission, salary plus bonus, and salary plus commission.
613150.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების მუშაკების სახელფასო კომპენსაციის ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ კომპანიების 18% პირდაპირ ხელფასს იძლევა, 19% – პირდაპირ საკომისიოს იხდის, ხოლო 63% — ხელფასს პლუს პრემიები.
According to one study of sales force compensation, 18 percent of companies pay straight salaries, 19 percent pay straight commission, and 63 percent pay a combination of salary plus incentives.
613151.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კვლევით ისიც დადგინდა, რომ საშუალო გაყიდვების მუშაკის სახელფასო განაკვეთის 67% ხელფასისგან შედგება, ხოლო 33% — პრემიისაგან.
A study showed that the average salesperson’s pay consists of about 67 percent salary and 33 percent incentive pay.
613152.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების მუშაკების საკომპენსაციო გეგმას შეუძლია მათი მოტივირებაც და აქტივობებისათვის მიმართულების მიცემაც.
A sales force compensation plan can both motivate salespeople and direct their activities.
613153.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კომპენსაციის მიღების შემდეგ მათ ისეთი საქმიანობა უნდა განახორციელონ, რომელიც სავსებით შეესაბამება კომპანიის მარკეტინგულ მიზნებსა და მის გაყიდვების პერსონალს.
Compensation should direct salespeople toward activities that are consistent with the overall sales force and marketing objectives.
613154.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგალითად, თუ მიზანია ახალი ბიზნესის დაწყება, სწრაფად ზრდა და საბაზრო წილის მოპოვება, საკომპენსაციო გეგმაში უნდა შედიოდეს უფრო დიდი საკომისიო კომპონენტი ახალი ანგარიშის მოძიებასთან დაკავშირებულ პრემიასთან ერთად, რაც გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს და ახალი კლიენტის განვითარებას უზრუნველყოფს.
For example, if the strategy is to acquire new business, grow rapidly, and gain market share, the compensation plan might include a larger commission component, coupled with a new-account bonus to encourage high sales performance and new account development.
613155.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
შედარებისათვის, თუ მიზანს არსებული კლიენტის მიმდინარე ანგარიშის მომგებიანობის გაზრდა წარმოადგენს, საკომპენსაციო გეგმა შესაძლოა შეიცავდეს უფრო დიდ საბაზო ხელფასის კომპონენტს პრემიული დანამატებით, კლიენტის მიმდინარე ანგარიშის, გაყიდვების გაზრდის ან მომხმარებელთა კმაყოფილებისათვის.
In contrast, if the goal is to maximize current account profitability, the compensation plan might contain a larger base salary component with additional incentives for current account sales or customer satisfaction.
613156.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
რეალურად, სულ უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს მაღალ საკომისიო განაკვეთებზე, რამაც შესაძლოა გაყიდვების პერსონალს მოანდომოს ბიზნესში განახორციელონ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები.
In fact, more and more companies are moving away from high-commission plans that may drive salespeople to make short-term grabs for business.
613157.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ისინი ღელავენ, რომ გამყიდველს, რომელიც ძალიან მონდომებულია, გაყიდოს პროდუქტი, შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ურთიერთობა კლიენტებთან.
They worry that a salesperson who is pushing too hard to close a deal may ruin the customer relationship.
613158.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კომპანიები ავითარებენ საკომპენსაციო გეგმებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ურთიერთობების აგება კლიენტებთან და თითოეულ მათგანთან გრძელვადიანი და ღირებული კავშირის დამყარება.
Instead, companies are designing compensation plans that reward salespeople for building customer relationships and growing the long-run value of each customer.
613159.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
როდესაც ეკონომიკაში კრიზისი შეინიშნება, ზოგიერთი კომპანია ამცირებს ხარჯებს იმით, რომ გაყიდვების კომპენსაციას ამცირებს.
When times get tough economically, some companies are tempted to cut costs by reducing sales compensation.
613160.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
როგორც გაყიდვების კომპენსაციის ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების შემცირების გარკვეული სქემა გამოსადეგია ბიზნესისათვის რთულ პერიოდში, გაყიდვების მუშაკების კომპენსაციის მასობრივი შემცირება ხშირად „ყველაზე უკიდურესი ზომაა“.
However, although some cost-cutting measures make sense when business is sluggish, cutting sales force compensation across the board is usually a “don’t-go-there, last-of-the-last-resorts” action, says one sales compensation expert.