მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613641.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ყოველი ვიზიტი დაახლოებით 2,5 საათს გრძელდება და თითოეულ გაყიდვების წარმომადგენელს წელიწადში დაახლოებით 1250 საათი აქვს ამ ვიზიტებისთვის.
Each sales call lasts approximately 2.5 hours, and each sales rep has approximately 1,250 hours per year to devote to customers.
613642.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ფაიერ-სპოთს სურს გააფართოოს მოღვაწეობის არეალი აშშ-ის დასავლეთ შტატებში და მიზნად ისახავს დაიქირაოს ათი ახალი სავაჭრო წარმომადგენელი, რათა უკეთესად უზრუნველყოს პროდუქციის დისტრიბუცია.
FireSpot wants to expand to the Midwest and western United States and intends to hire ten new sales representatives to secure distribution for its products.
613643.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ყოველი გაყიდვების წარმომადგენელი 50 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს ხელფასის სახით, რასაც საკომისიო გასამრჯელოც ემატება.
Each sales rep earns a salary of $50,000 plus commission.
613644.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თითოეული საცალო მოვაჭრე საშუალოდ 50 000 დოლარის ოდენობის შემოსავალს უზრუნველყოფს ფაიერ-სპოთისთვის.
Each retailer generates an average $50,000 in revenue for FireSpot.
613645.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თუ ფაიერ-სპოთის კონტრიბუციის მარჟა 40%-ია, რა რაოდენობით გაყიდვების ზრდა სჭირდება, რომ ფიქსირებული ხარჯები თანაბრად გაანაწილოს ახალი გაყიდვების წარმომადგენლის დასაქირავებლად?
If FireSpot’s contribution margin is 40 percent, what increase in sales will it need to break even on the increase in fixed costs to hire the new sales reps?
613646.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რა საშუალო რაოდენობის ანგარიშები სჭირდება თითოეულ ახალ წარმომადგენელს?
What average number of accounts must each new rep acquire?
613647.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ეიჩ–პი: დიდი რაოდენობით კორპორაციული გაყიდვების მუშაკების გადამზადება.
HP: Overhauling a Vast Corporate Sales Force.
613648.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებათ ახალი ციფრული ფოტოაპარატი.
Imagine you need a new digital camera.
613649.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი იყიდოთ ან რა მოთხოვნები გაქვთ.
You’re not sure which one to buy or even what features you need.
613650.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ასე, რომ მიდიხართ ახლოს მდებარე ელექტრონული ტექნიკის მაღაზიაში, რათა გაესაუბროთ გაყიდვების მუშაკს.
So you visit your nearest electronics superstore to talk with a salesperson.
613651.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
საბოლოოდ როდესაც გამყიდველი მოვა თქვენთან, იგი მთქნარებით გეუბნებათ, რომ მაღაზიაში თითქმის ყველა დასახელების პროდუქციის გაყიდვა ევალება და, ამდენად, ვერ ფლობს საკმარის ინფორმაციას ფოტოაპარატების შესახებ.
When you finally find a salesperson, he yawns and tells you that he’s responsible for selling all the products in the store, so he doesn’t really know all that much about cameras.
613652.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
შემდეგ კი გთავაზობთ სხვას დაელაპარაკოთ.
He then suggests that you should talk to someone else.
613653.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ასეთი სიტუაცია ალბათ თქვენც შეგხვედრიათ.
That imaginary situation may actually have happened to you.
613654.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
თუ ეს ასეა, მაშინ შესაბამისად გესმით, რა მდგომარეობაში არიან კორპორაციული ანუ ბიზნესმყიდველები, როდესაც პროდუქტს მსხვილი კორპორაციული მომწოდებლებისაგან ყიდულობენ.
If so, then you can understand what many business buyers face when attempting to buy from a large corporate supplier.
613655.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ზუსტად ასეთი რამ მოხდა ტექნოლოგიური გიგანტის ეიჩ-პის ბიზნესკლიენტების შემთხვევაში, სანამ ხელმძღვანელობას მარკ ჰარდი გადაიბარებდა რამდენიმე წლის წინათ.
This was the case with business customers of technology giant Hewlett-Packard before Mark Hurd took over as HP’s CEO a few years ago.
613656.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მიზეზის დასადგენად ჰარდი თავდაპირველად პირისპირ შეხვდა 400 კორპორაციულ კლიენტს.
To find out why, Hurd first talked directly with 400 corporate customers.
613657.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ძალიან ბევრ გაყიდვების მუშაკთან უწევდათ ურთიერთობა და კომპანიის ხელმძღვანელობის გაუგებარი მიმართულებები კიდევ უფრო ართულებდა საქმეს, ვინაიდან მათ არ იცოდნენ, ვის დაჰკავშირებოდნენ.
Customers complained that they had to deal with too many salespeople, and the company's confusing management layers made it hard to figure out whom to call.
613658.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მაშინაც კი, როდესაც მიაგნებდნენ შესაბამის მუშაკს, იგი ინდიფერენტული იყო და ინიციატივას მომხმარებლისგან ელოდა.
And once found, the reps often came across as apathetic, leaving the customer to take the initiative.
613659.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ეიჩ-პის წარმომადგენლებს ევალებოდათ უამრავი სხვადასხვა სახის კომპლექსური პროდუქტის მომსახურება და, შესაბამისად, ვერ ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას მათი ქვეპროდუქტების შესახებ.
HP reps were responsible for a broad range of complex products, so they sometimes lacked the needed depth of knowledge on any subset of them.
613660.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმაზე, რომ სხვადასხვა აგენტისაგან სხვადასხვა ფასის განაკვეთს იღებდნენ და ხშირად დიდი დრო სჭირდებოდა მათი მხრიდან ერთი შეხედვით მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
Customers grumbled that they received varying price quotes from different sales reps, and it often took weeks for reps to respond to seemingly simple requests.