მოიძებნა 668044 ჩანაწერი
613681.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
თავდაპირველად ჰარდმა მომხმარებელთა გაყიდვების განყოფილება გააუქმა და გაყიდვების პერსონალი პირდაპირ მიამაგრა სამ პროდუქტის განყოფილებას.
For starters, Hurd eliminated the CSG division, instead assigning salespeople directly to the three product divisions.
613682.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მან ასევე მოაცილა ხელმძღვანელობის სამი დონე და დაითხოვა ასობით უსარგებლო მუშაკი.
He also did away with three layers of management and cut hundreds of unproductive sales workers.
613683.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ამ ნაბიჯის შედეგად, მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებლებს საშუალება მიეცათ, ეკონტროლებინათ გაყიდვების პროცესი, რასაც უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ბაზრის მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება მოჰყვა.
This move gave divisional marketing and sales executives direct control over a leaner, more efficient sales process, resulting in speedier sales decisions and quicker market response.
613684.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ჰარდმა ასევე შესაბამისი ზომები მიიღო გაყიდვების მუშაკებისა და მომხმარებლების დაძაბულობის მოსახსნელადაც.
Hurd also took steps to reduce salesperson and customer frustrations.
613685.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მომხმარებელთა გაყიდვების განყოფილების გაუქმება ნიშნავდა იმას, რომ თითოეულ გაყიდვების მუშაკს შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქციის გაყიდვა ევალებოდა და შეეძლო კონკრეტული მიმართულებით განევითარებინა ცოდნა.
Eliminating the CSG meant that each salesperson was responsible for selling a smaller number of products and was able to develop expertise in a specific product area.
613686.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ჰარდმა დაარწმუნა გაყიდვების მენეჯერები გაყიდვების მუშაკის ადმინისტრაციული ხარჯები შეემცირებინათ და გაეუმჯობესებინათ გაყიდვების მხარდაჭერა, რათა გაყიდვების მუშაკებს მეტი დრო დაეხარჯათ მომხმარებლებთან.
Hurd urged sales managers to cut back on salesperson administrative requirements and improve sales support so that salespeople could spend more quality time with customers.
613687.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ამის შედეგად, გაყიდვების მუშაკები უკვე თავიანთი დროის 40%-ზე მეტს ატარებენ კლიენტებთან, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მაღალია.
As a result, salespeople now spend more than 40 percent of their time with customers, up from just 30 percent before.
613688.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
გამყიდველმა რიჩარდ დიტუჩიმ ნელ-ნელ შეამჩნია ცვლილებები გასულ წელს.
Salesman Richard Ditucci began noticing some of the changes late last year.
613689.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
იმ დროს დიტუჩი ცდილობდა კომპიუტერის სერვერები მიეყიდა სტეიპლისთვის.
At the time, Ditucci was trying to sell computer servers to Staples.
613690.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
სტეიპლმა მას სთხოვა წარმოედგინა სერვერის მოდელი, რომელსაც კომპანია შეაფასებდა.
Staples had asked him to provide a sample server for the company to evaluate.
613691.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
წარსულში ასეთ მოთხოვნებს, როგორც წესი, ორი-სამი კვირა სჭირდებოდა საბოლოო ეტაპამდე მისაყვანად ეიჩ-პის ბიუროკრატიული წესების გამო.
In the past, such requests typically took two to three weeks to fulfill because of HP’s bureaucracy.
613692.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ამჯერად დიტუჩიმ საჭირო სერვერი სამ დღეში მიიღო.
This time, Ditucci got the server he needed within three days.
613693.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ასეთი სწრაფი შემობრუნების შედეგად მან რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვა.
The quick turnaround helped him win the contract, valued at several million dollars.
613694.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მნიშვნელოვანი კლიენტურა რომ შესაბამისი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფილი ჰყოლოდა, ეიჩ-პიმ თითოეული გაყიდვების მუშაკი მხოლოდ სამ ან ნაკლებ კლიენტს მიამაგრა.
To ensure that important customers are carefully tended, HP assigned each salesperson three or fewer accounts.
613695.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
ყველაზე მნიშვნელოვან პირველ 2000 კლიენტს მხოლოდ თითო მუშაკი გამოუყო „რათა მათ ყოველთვის იცოდნენ, ვის უნდა დაუკავშირდნენ“.
The top 2,000 accounts were assigned just one salesperson—“so they’ll always know whom to contact”.
613696.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
სტეიპელსის ტექნოლოგიების უფროსი აღმასრულებელი ჯეიმს ფარისი აცხადებს, რომ ეიჩ-პიმ გაყიდვების მუშაკებს საშუალება მისცა, თვეში ორჯერ მაინც მისულიყვნენ სტეიპელში, რაც წინა პერიოდში მხოლოდ თვეში ერთი შეხვედრით შემოიფარგლებოდა.
James Farris, a senior technology executive at Staples, says HP has freed up his salesman to drop by Staples at least twice a month instead of about once a month before.
613697.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
დამატებითი პირისპირ ურთიერთობის შედეგად ეიჩ-პის გაყიდვების მუშაკებმა კლიენტებთან უფრო ეფექტური ურთიერთობა ჩამოაყალიბეს, მაგალითად, მოეწყო შეხვედრა, სადაც სტეიპელსმა საცალო მოვაჭრეთა აღმასრულებლებს აუხსნა ეიჩ-პის ტექნოლოგიები.
The extra face time enabled the HP salesman to create more valuable interactions, such as arranging a workshop recently for Staples to explain HP’s technology to the retailer’s executives.
613698.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
შედეგად, ფარისი გეგმავს, რომ უფრო მეტად ასეთი მეთოდით იმუშაოს.
As a result, Farris says he is planning to send more business HP’s way.
613699.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
მსგავსად, კით მოროუ, მაღაზიათა ქსელ 7-ილევენის მთავარი საინფორმაციო უზრუნველყოფის ოფიცერი აცხადებს, რომ გაყიდვების წარმომადგენელი ახლა „მუდამ მასთან ზის“ და კიდევ უფრო მეტადაა გათვითცნობიერებული სათანადო პროდუქტების კლიენტებისათვის შეთავაზებაში.
Similarly, Keith Morrow, chief information officer of convenience store chain 7-Eleven, says his HP sales representative is now “here all the time” and has been more knowledgeable in pitching products tailored to his business.
613700.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. კომპანიის მაგალითი
გასული წლის ოქტომბერში 7-ილევენმა აშშ-ის მაღაზიებში შეიტანა 10 000 ეიჩ-პის სიმბოლიკით სტილიზებული კალმების დასადები მობილურების დასატენი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც 7-ილევენის მუშაკები წარმატებით საქმიანობენ.
As a result, last October, 7-Eleven began deploying in its U.S. stores 10,000 HP pen pads—a mobile device that helps 7-Eleven workers on the sales floor.