მოიძებნა 668044 ჩანაწერი
614721.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
თავდაპირველად, კომპანიებს შეუძლიათ თავი მოუყარონ წინა რამდენიმე წლის მონაცემებს თითოეული კონკურენტის მიზნების, სტრატეგიებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ.
As a first step, companies can gather data on each competitor’s goals, strategies, and performance over the past few years.
614722.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ინფორმაციის მოპოვება არ არის ადვილი.
Admittedly, some of this information will be hard to obtain.
614723.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მაგალითად, ბიზნესი-ბიზნესისთვის მარკეტოლოგებს უჭირთ დაადგინონ კონკურენტების საბაზრო წილი, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ისეთივე სინდიკატური კვლევის ინსტრუმენტები, როგორიც სამომხმარებლო ბაზარზე მოქმედ კომპანიებს.
For example, B-to-B marketers find it hard to estimate competitors’ market shares because they do not have the same syndicated data services that are available to consumer packaged-goods companies.
614724.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
როგორც წესი, კომპანიები თავიანთი კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ მეორადი მონაცემების, პირადი გამოცდილებისა და სიტყვიერი მარკეტინგის მეშვეობით.
Companies normally learn about their competitors’ strengths and weaknesses through secondary data, personal experience, and word of mouth.
614725.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მათ ასევე შეუძლიათ ჩაატარონ პირველადი მარკეტინგული კვლევა მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და დილერებთან.
They can also conduct primary marketing research with customers, suppliers, and dealers.
614726.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ბენჩმარკინგი საკმაოდ მძლავრ იარაღად გადაიქცა კომპანიის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
Benchmarking has become a powerful tool for increasing a company’s competitiveness.
614727.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კონკურენტების რეაქციის შეფასება.
Estimating Competitors’ Reactions.
614728.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კომპანიას სურს იცოდეს, რას გააკეთებენ კონკურენტები.
The company wants to know: What will competitors do?
614729.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კონკურენტის მიზნები, სტრატეგიები, ძლიერი და სუსტი მხარეები განაპირობებენ მის ქმედებებს.
A competitor’s objectives, strategies, and strengths and weaknesses go a long way toward explaining its likely actions.
614730.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ეს იძლევა იმის საშუალებას, განვსაზღვროთ როგორი იქნება კონკურენტის სავარაუდო რეაქცია კომპანიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორიცაა მაგალითად, ფასების შემცირება, რეალიზაციის სტიმულირება ან ახალი პროდუქტის შემოტანა.
They also suggest its likely reactions to company moves, such as price cuts, promotion increases, or new-product introductions.
614731.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
გარდა ამისა, თითოეულ კონკურენტს ბიზნესის წარმოების თავისებური მიდგომები აქვს – გარკვეული სახის შიდა კულტურა და პრინციპები.
In addition, each competitor has a certain philosophy of doing business, a certain internal culture and guiding beliefs.
614732.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მარკეტინგის მენეჯერებს კარგად უნდა ესმოდეთ მოცემული კონკურენტის სტრატეგია, თუ მათ სურთ, წინასწარ დაადგინონ, როგორ იმოქმედებს ან რა რეაგირებას მოახდენს კონკურენტი.
Marketing managers need a deep understanding of a given competitor’s mentality if they want to anticipate how the competitor will act or react.
614733.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ყოველი კონკურენტი განსხვავებულად რეაგირებს.
Each competitor reacts differently.
614734.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ზოგიერთი მათგანი ამას სწრაფად და მძლავრად ვერ ახერხებს.
Some do not react quickly or strongly to a competitor’s move.
614735.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მათ შესაძლოა მიაჩნდეთ, რომ მათი მომხმარებლები ლოიალურები არიან, ან სწრაფად ვერ შეამჩნიონ სვლა, არ გააჩნდეთ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები იმისათვის, რომ მოახდინონ სწრაფი რეაგირება.
They may feel their customers are loyal, they may be slow in noticing the move, or they may lack the funds to react.
614736.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
სხვანი კი ნებისმიერ ქმედებაზე სწრაფად და მძლავრად რეაგირებს.
Other competitors react swiftly and strongly to any action.
614737.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მაგალითად, პროქტერ & გემბელი კონკურენტი მწარმოებლის ახალ მათეთრებელს ბაზარზე ადვილად არ შემოუშვებს.
Thus, P&G does not allow a competitor’s new detergent to come easily into the market.
614738.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მრავალი კომპანია თავიდან იცილებს პირდაპირ კონკურენციას პროქტერ & გემბელთან, რადგან იცის, რომ პ&გ-ისგან აუცილებლად მძაფრ რეაქციას მიიღებს.
Many firms avoid direct competition with P&G and look for easier prey, knowing that P&G will react fiercely if it is challenged.
614739.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
არის ისეთი სფეროები, რომლებშიც კონკურენტები მეტ-ნაკლებად ჰარმონიულად ახდენენ თანაცხოვრებას, ზოგიერთში კი, ისინი მუდმივ საომარ მდგომარეობაში არიან.
In some industries, competitors live in relative harmony; in others, they fight constantly.
614740.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
იმის ცოდნა, თუ როგორი რეაგირება შეუძლიათ ძირითად კონკურენტებს, კომპანიას საშუალებას აძლევს, შეარჩიოს კონკურენტებზე შეტევის ან მისი პოზიციების დაცვის საუკეთესო მეთოდები.
Knowing how major competitors react gives the company clues on how best to attack competitors or how best to defend its current positions.