მოიძებნა 668044 ჩანაწერი
614881.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მისი ძირითადი მიმართულებაა მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება მათთან მჭიდრო კავშირის დამყარებითა და მოთხოვნების კარგად შესწავლით.
It specializes in satisfying unique customer needs through a close relationship with and intimate knowledge of the customer.
614882.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ისინი თითქმის ყველაფერს აკეთებენ, რომ მოიპოვონ გრძელვადიანი ლოიალურობა მომხმარებლებისაგან.
They will do almost anything to build long-term customer loyalty.
614883.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
როგორც ამ წიგნის პირველ თავში შევიტყვეთ, სწრაფად მზარდი ვებსაცალო მოვაჭრე კომპანია Zappos.com-ში კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობა იწყება კლიენტების ზედმიწევნით კარგად მომსახურების მცდელობით.
As we learned in the very first chapter, at fast-growing Web retailer Zappos.com, customer intimacy starts with a deep-down obsession with customer service.
614884.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ლიდერობა პროდუქტით; კომპანია საუკეთესო ფასეულობას უზრუნველყოფს მუდმივად წამყვანი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით.
• Product leadership: The company provides superior value by offering a continuous stream of leading-edge products or services.
614885.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მისი მიზანია საკუთარი და კონკურენტი კომპანიის პროდუქცია მოძველებულად მიიჩნიოს.
It aims to make its own and competing products obsolete.
614886.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
პროდუქტის ლიდერები მიესალმებიან ახალ იდეებს, მუდმივად ეძებენ ახალ გზებს და ცდილობენ ახალი პროდუქცია ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად გაიტანონ.
Product leaders are open to new ideas, relentlessly pursue new solutions, and work to get new products to market quickly.
614887.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ისინი ემსახურებიან ისეთ მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ დახვეწილი და უახლესი პროდუქცია და მომსახურება. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ხარჯების სიდიდეს, ან თუნდაც მოუხერხებლობას.
They serve customers who want state-of-the-art products and services, regardless of the costs in terms of price or inconvenience.
614888.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ზოგიერთი კომპანია წარმატებით ახერხებს ერთდროულად ერთზე მეტი ფასეულობის უზრუნველყოფას.
Some companies successfully pursue more than one value discipline at the same time.
614889.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მაგალითად, ფედექსი ცდილობს კომპანიის მართვისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ბადალი არ ჰყავდეს.
For example, FedEx excels at both operational excellence and customer intimacy.
614890.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
თუმცა, ასეთი კომპანიები საკმაოდ იშვიათია; მხოლოდ რამდენიმე ფირმას თუ შეუძლია ნახსენები მიმართულებებიდან ერთზე მეტში იყოს საუკეთესო.
However, such companies are rare; few firms can be the best at more than one of these disciplines.
614891.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ტრეისმა და ვიერსამამ დაადგინეს, რომ წამყვანი კომპანიები ერთ კონკრეტულ სფეროზე აკეთებენ აქცენტს და ცდილობენ მასში იყვნენ ლიდერები, ხოლო დანარჩენ ორში ამ ინდუსტრიის სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
Treacy and Wiersema found that leading companies focus on and excel at a single value discipline, while meeting industry standards on the other two.
614892.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ასეთი კომპანიები თავიანთი ფასეულობის მიწოდების მთელ ქსელს იმისათვის ქმნიან, რომ ერთპიროვნულად, სრულიად გამორჩეული სახით დაეხმარონ შერჩეულ სფეროს.
Such companies design their entire value delivery network to single-mindedly support the chosen discipline.
614893.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
მაგალითად, ვოლმარტმა იცის, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და შეთავაზებული პროდუქტის ლიდერობა.
For example, Walmart knows that customer intimacy and product leadership are important.
614894.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
სხვა ფასდაკლებით მოვაჭრეებთან შედარებით, იგი მომხმარებლებს სთავაზობს ძალიან კარგ მომსახურებას და პროდუქტის საუკეთესო ასორტიმენტს.
Compared with other discounters, it offers very good customer service and an excellent product assortment.
614895.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
თუმცა მაინც ნაკლებ ყურადღებას აქცევს მომხმარებელთა მომსახურებას და ასორტიმენტს, ვიდრე ნორდსტორმი ან უილიამს-სონომა, რომლებიც კლიენტებთან ახლო ურთიერთობებს ამყარებენ.
Still, it purposely offers less customer service and less product depth than does Nordstrom or Williams-Sonoma, which pursue customer intimacy.
614896.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ამის საპირისპიროდ, ვოლმარტი ძალისხმევას არ იშურებს ოპერირების ეფექტიანად წარმართვისათვის – ხარჯების შემცირების და შეკვეთის განთავსებიდან მიტანამდე, პროცესის იმ დონემდე დახვეწის მხრივ, რომ მომხმარებლებს ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინონ სასურველი პროდუქტი.
Instead, Walmart focuses obsessively on operational excellence—on reducing costs and streamlining its order-to-delivery process to make it convenient for customers to buy just the right products at the lowest prices.
614897.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
ასევე, რიც-კარლტონს სურს ეფექტურად მოემსახუროს კლიენტებს და გამოიყენოს უახლესი ტექნოლოგიები.
By the same token, the Ritz-Carlton wants to be efficient and employ the latest technologies.
614898.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
თუმცა, ამ მაღალი დონის სასტუმროს სწორედ მომხმარებლებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება გამოარჩევს სხვებისაგან.
But what really sets the luxury hotel chain apart is its customer intimacy.
614899.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
იმისათვის, რომ კლიენტებს ასიამოვნოს, რიცკარლტონი სთავაზობს მათზე სპეციალურად მორგებულ მომსახურებას.
The RitzCarlton creates custom-designed experiences to coddle its customers.
614900.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 18. კონკურენტუნარიანი უპირატესობის შექმნა
კონკურენტული სტრატეგიების ფასეულობების კატეგორიებად დაყოფა საკმაოდ მისაღებია.
Classifying competitive strategies as value disciplines is appealing.