მოიძებნა 669200 ჩანაწერი
629821.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
უპირველეს ყოვლისა, არსებული და პოტენციური პრობლემები უნდა დავადგინოთ.
First we need to identify actual and potential problems.
629822.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
ჰეპატიტი პოტენციურად სასიკვდილო დაავადებაა.
Hepatitis is a potentially fatal disease.
629823.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
ეს კრიზისი შესაძლოა ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე უფრო სერიოზულ კრიზისად იქცეს.
This crisis is potentially the most serious in the organization's history.
629824.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
ამ მანქანის საკიდარი იმდენად კარგია, რომ როდესაც ბორბალი ორმოში გივარდება, ამას თითქმის ვერც ამჩნევ.
The car's suspension is so good that when you hit a pothole you hardly notice it.
629825.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისკენ მიმავალი გზა ორმოებითაა სავსე.
The road to economic recovery is full of potholes.
629826.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
სადილად მის მოსვლას არ ველოდი, ასე რომ იმას უნდა დასჯერდეს, რაც მაქვს.
I wasn't expecting him for dinner, so he'll have to take pot luck.
629827.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
კაცმა არ იცის, კარგი ექიმი შეგხვდება თუ არა.
It's pot luck whether you get a good doctor or not.
629828.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომელი სასტუმრო გამოდგებოდა ყველაზე კარგი, ამიტომ ადგნენ და ალალბედზე სიიდან პირველივე სასტუმრო აირჩიეს.
They had no idea which hotel would be best, so they just took pot luck with the first one on the list.
629829.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
ბილეთი წინასწარ შეკვეთილი არ მქონდა, ამიტომ ალალბედზე პირდაპირ აეროპორტში მივედი და პირველივე რეისს გავყევი.
I hadn't made a reservation, so I just took pot luck at the airport and got on the first available flight.
629830.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
მან ბოცვერს თოფი ესროლა.
He took a potshot at the rabbit.
629831.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-7
გაზეთებს უყვართ პრეზიდენტის გაკრიტიკება, როდესაც კი ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოუჩნდებათ ხოლმე.
The newspapers enjoy taking potshots at the president whenever the opportunity arises.
629832.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, მათ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გასამტკიცებლად, მათი ხალხების გამაერთიანებელი ურთიერთკავშირების გასაფართოებლად და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის განსავითარებლად, აცნობიერებენ რა სარგებელს, რომელიც თითოეულმა ამ ორ ქვეყანათაგან შეიძლება მიიღოს თითოეულ ქვეყანაში მოქმედი წესებისა და სამართლებრივი ნორმების თანახმად წარმოებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შედეგად, შეთანხმდნენ შემდეგზე.
The Government of the Republic of Hungary and the Government of Georgia, hereinafter referred to as the Parties, in order to enhance the bonds of friendship existing between their two countries, to widen the links binding their people, to develop co-operation in educational, scientific, cultural domains, recognizing the benefits each of the two countries may gain as a result of consolidating bilateral co-operation in accordance with the rules and regulations applied in each country, have agreed on the following.
629833.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები წაახალისებენ უმაღლესი განათლების დარგში მოღვაწე ოფიციალური პირების, პროფესორ-მასწავლებლების და მეცნიერების ვიზიტების გაცვლას და საფუძველს ჩაუყრიან მათ შორის თანამშრომლობას საერთო ინტერესის საგნის წარმომადგენელ დარგებში.
The Parties shall encourage the exchange of visits of higher education officials, faculty members and scholars and shall establish co-operation between them in fields of common interest.
629834.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები აგრეთვე წაახალისებენ დელეგაციების გაცვლას სამეცნიერო და კულტურულ დარგებში.
The Parties shall also encourage the exchange of delegations in scientific and cultural domains.
629835.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები, არსებული რესურსებისა და პოტენციალის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ პირდაპირ სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებს საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს შორის, და აგრეთვე პროფესორ-მასწავლებელთა, მკვლევართა და მეცნიერთა გაცვლას.
The Parties shall promote and encourage direct scientific and cultural relations between educational, cultural institutions and scientific research establishments as well as the exchange of faculty members, researches and scholars within available resources and potentialities.
629836.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები გაცვლიან გამოცდილებას სამეცნიერო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დარგებში უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს შორის.
The Parties shall exchange experience in the scientific, technical and administrative fields between higher education institutions, universities and research centers.
629837.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები გაზრდიან მეორე მხარის მოქალაქეთა მომზადების შესაძლებლობებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, განსაკუთრებით ტექნიკურ, სამედიცინო და ტექნოლოგიურ სფეროებში.
The Parties shall increase opportunities for training of the nationals of the other Party in higher education institutions in both countries notably in technical, medical and technological domains.
629838.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიურ თანამშრომლობას ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის და ინფორმაციის გაცვლას სწავლების პერიოდების აღიარების დარგში, საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და აკადემიური ხარისხების ეკვივალენტობის აღიარებისა და უზრუნველყოფის დარგში ამ ხარისხების ურთიერთაღიარების მიზნებისათვის.
The Parties shall promote academic co-operation between higher education institutions in both countries and exchange of information in the field of recognition of the periods of study, recognition and establishing equivalence of documents of education, equivalence of academic degrees for purposes of mutual recognition of these degrees.
629839.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები აგრეთვე გაცვლიან მონაცემებს თავ-თავიანთი საგანმანათლებლო სისტემების შესახებ.
The Parties shall also exchange data on their respective educational systems.
629840.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები ხელს შეუწყობენ კონტაქტებსა და გაცვლებს ლიტერატურის, ნატიფი და მუსიკალური ხელოვნების, კინემატოგრაფიის, ტელევიზიისა და რადიოს, არქიტექტურის, წიგნების გამოცემის, სამუზეუმო ბიზნესისა და არქივ-ების დარგში, და აგრეთვე შემოქმედებით ჯგუფებს შორის და კულტურისა და ხელოვნების სხვა დარგებში.
The Parties shall promote contacts and exchanges in the field of literature, fine and musical art, cinematography, television and radio, architecture, book publishing, museum business and archives, and also between creative groups and in other fields of culture and art.