მოიძებნა 669200 ჩანაწერი
629841.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
ორივე მხარე წაახალისებს პირდაპირ თანამშრომლობას მათს ბიბლიოთეკებს შორის.
The Parties mutually encourage direct cooperation between their libraries.
629842.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები წაახალისებენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კვირეულებისა და დღეების ორგანიზებას თითოეული ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში.
The Parties shall encourage the organization of educational, scientific and cultural weeks and days in educational and cultural institutions of each country.
629843.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მათ რიცხვში შევა ლექციების წაკითხვა და სემინარების, წიგნების გამოფენებისა და ბაზრობების გამართვა, ორივე ქვეყნის მიღწევათა წარდგენის სხვა ფორმები.
These shall include the giving of lectures and the holding of seminars, book exhibitions and fairs, other forms of presenting the achievements of both countries.
629844.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები თანხმდებიან, გამართონ სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები და, თავიანთ შესაძლებლობათა ფარგლებში, დაეხმარონ ერთმანეთს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც: მათ მიერ ორგანიზებული იქნება კულტურის სხვადასხვა დარგების წარმომადგენელთა ორმხრივი ვიზიტები თანამშრომლობის, ინტერნატურების, გამოცდილების გაცვლის მიზნით.
The Parties shall agree to arrange various cultural and artistic activities and help each other within their capabilities, in particular when: organizing mutual visits of representatives of various fields of culture for the purposes of co-operation, internships, exchanging experience.
629845.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მოწვეულნი იქნებიან ერთ-ერთი მხარის მასპინძლობით გამართული ფესტივალებისა და მსგავსი საერთაშორისო შოუების მონაწილეები.
inviting participants to festivals and similar international shows which are hosted by one of the Parties.
629846.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები წაახალისებენ ორივე ქვეყნის უმაღლეს განათლებასთან, სამეცნიერო კვლევასთან და კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წიგნების, ბროშურების, პერიოდული გამოცემების, დოკუმენტების, ფილმებისა და სხვა მასალებისა და ინფორმაციის წყაროების გაცვლას.
The Parties shall encourage the exchange of books, brochures, periodicals, documents, films and other materials and sources of information related to higher education, scientific research and cultural activities in both countries.
629847.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები წაახალისებენ მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებში, სემინარებში, სიმპოზიუმებში, სამეცნიერო და კულტურულ ვორკშოპებში და მათ დაწყებამდე საკმარისი დროით ადრე აცნობებენ ერთმანეთს ამგვარი ღონისძიებების შესახებ.
The Parties shall encourage participation in local and international educational conferences, seminars, symposia, scientific and cultural workshops, and shall inform one another about such events a sufficient period of time in advance of their start.
629848.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები, თავიანთი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობათა თანახმად, ხელს შეუწყობენ ხელნაწერების, არქივებისა და ისტორიული დოკუმენტების შესწავლასა და გამოყენებას, ითანამშრომლებენ თავ-თავიანთ ქვეყნებში არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და გაცვლიან ექსპერტებს ამ სფეროში.
The Parties, in accordance with the national laws of their countries, shall facilitate perusal and making use of manuscripts, archives and historical documents and shall co-operate in the domain of archaeology and cultural heritage in their respective countries and shall exchange experts in this domain.
629849.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
თითოეული მხარე წაახალისებს მეორე მხარეში შექმნილი გამორჩეული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნასა და გამოქვეყნებას.
Each of the Parties shall encourage the translation and publishing of distinguished literary works produced by the other Party.
629850.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები წაახალისებენ იმ მეთოდოლოგიური და პედაგოგიური პროგრამების რეალიზაციას, რომლებიც აუცილებელია ქართული ენის დასაუფლებლად უნგრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და უნგრული ენის დასაუფლებლად საქართველოს ტერიტორიაზე, და შესაბამისი საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის თარგმნასა და გამოქვეყნებას.
The Parties shall encourage the realization of methodological and pedagogical programmes necessary for the acquisition of the Georgian language on the territory of the Republic of Hungary and the Hungarian language on the territory of Georgia, and the translation and publication of the corresponding educational and methodological literature.
629851.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები წაახალისებენ, როდესაც კი ეს აუცილებელი იქნება, ორი ქვეყნის შესაბამის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ დაწესებულებათა შორის თანამშრომლობის სპეციალური შეთანხმებების ხელმოწერას.
The Parties shall encourage whenever necessary to sign the special agreements on co-operation between involved educational, scientific and cultural institutions of the two countries.
629852.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
მხარეები თანხმდებიან, როდესაც კი ეს აუცილებელი იქნება, გამართონ კონსულტაციები მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის, რათა ხე-ლი მოეწეროს აღმასრულებელ პროგრამებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ამ შეთანხმების შესასრულებლად საჭირო კონკრეტული ზომები და პროექტები და, სადაც კი ეს შესაძლებელია, განსაზღვრული იქნება ფინანსური და სხვა საორგანიზაციო პირობები ამ შეთანხმებითა და აღმასრულებელი პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
The Parties shall agree whenever necessary to hold consultations between the authorized representatives of the Parties to sign the executive programs, foreseeing the concrete measures and projects for the fulfilment of this Agreement and defining, where it is possible, the financial and other organizational terms in order to carry out events, provided by this Agreement and executive programs.
629853.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
კონსულტაციათა ვადები და უფლებამოსილ წარმომადგენელთა სია მხარეთა მიერ შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
The terms of consultations and the list of authorized representatives shall be agreed by the Parties through diplomatic channels.
629854.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღეს, როდესაც მიღებული იქნება ბოლო შეტყობინება, რომლითაც მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხებით აცნობებენ, რომ შესრულებულია შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი ყველა მათი საშინაო სამართლებრივი მოთხოვნა.
This Agreement shall enter into force on the day of receiving the last notification by which the Parties inform each other through diplomatic channels that all their internal legal requirements necessary for the entry into force of the Agreement have been fulfilled.
629855.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.
This Agreement is valid for an indeterminate period of time.
629856.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
თითოეულ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
The Agreement may be terminated by either of the Parties in written form, through diplomatic channels.
629857.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების მოქმედების ვადა ამოიწურება მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
In this case, the Agreement expires six months after receiving the notification about its termination.
629858.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის შესახებ
ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მისი დებულებების რეალიზაცია გაგრძელდება არსებულ პროგრამებთან და პროექტებთან მიმართებაში მანამ, სანამ ისინი არ დასრულდება.
In the event this Agreement is terminated, its provisions shall continue to be implemented with respect to existing programmes and projects until they are completed.
629859.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი).
The Ministry of Agriculture of the Republic of Georgia and the Ministry of Agriculture, Livestock and Fisheries of the Republic of Argentina (hereinafter referred to as "the Parties").
629860.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
ითვალისწინებენ რა მჭიდრო კავშირებსა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ერთმანეთთან აახლოებს საქართველოს რესპუბლიკასა და არგენტინის რესპუბლიკას.
Taking into account the close ties and the friendly relations that bring together the Republic of Georgia and the Republic of Argentina.