მოიძებნა 669200 ჩანაწერი
630681.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
1. „კასეტური საბრძოლო მასალების მსხვერპლნი“ ნიშნავს ყველა პირს, ვინც მოკლულია ან განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა, ეკონომიკური ზარალი, სოციალური მარგინალიზაცია ან მათ უფლებათა რეალიზაციის არსებითი შეზღუდვა, გამოწვეული კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებით.
1. “Cluster munition victims” means all persons who have been killed or suffered physical or psychological injury, economic loss, social marginalisation or substantial impairment of the realisation of their rights caused by the use of cluster munitions.
630682.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
მათ რიცხვში შედიან როგორც კასეტური საბრძოლო მასალებისგან უშუალოდ დაზარალებული პირები, ასევე მათი ოჯახები და თემები, რომელთაც ზემოქმედება შეეხოთ.
They include those persons directly impacted by cluster munitions as well as their affected families and communities.
630683.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
2. „კასეტური საბრძოლო მასალა“ ნიშნავს ჩვეულებრივ საბრძოლო მასალას, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რათა გაფანტოს ან გამოუშვას ფეთქებადი საბრძოლო სუბ-მასალები, რომელთაგანაც თითოეული 20 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, და მოიცავს ამ ფეთქებად საბრძოლო სუბ-მასალებს.
2. “Cluster munition” means a conventional munition that is designed to disperse or release explosive submunitions each weighing less than 20 kilograms, and includes those explosive submunitions.
630684.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
ეს არ აღნიშნავს შემდეგს: (ა) საბრძოლო მასალას ან საბრძოლო სუბ-მასალას, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რათა გაფანტოს სანათი ვაზნები, კვამლი, პიროტექნიკური საშუალებები ან დიპოლური ამრეკლები.
It does not mean the following: (a) A munition or submunition designed to dispense flares, smoke, pyrotechnics or chaff.
630685.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
ან საბრძოლო მასალას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიზნებისთვის არის განკუთვნილი.
Or a munition designed exclusively for an air defence role.
630686.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ბ) საბრძოლო მასალას ან საბრძოლო სუბ-მასალას, რომელიც განკუთვნილია ელექტრული ან ელექტრონული ზემოქმედების მოსახდენად.
(b) A munition or submunition designed to produce electrical or electronic effects.
630687.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(გ) საბრძოლო მასალას, რომელსაც, განურჩეველი არეალური ზემოქმედებისა და აუფეთქებელი საბრძოლო სუბ-მასალების მიერ შექმნილი რისკების თავიდან ასაცილებლად, აქვს ყველა შემდეგი მახასიათებელი:
(c) A munition that, in order to avoid indiscriminate area effects and the risks posed by unexploded submunitions, has all of the following characteristics:
630688.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(i) თითოეული საბრძოლო მასალა შეიცავს ათზე ნაკლებ ფეთქებად საბრძოლო სუბ-მასალას.
(i) Each munition contains fewer than ten explosive submunitions.
630689.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ii) თითოეული ფეთქებადი საბრძოლო სუბ-მასალა იწონის ოთხ კილოგრამზე მეტს.
(ii) Each explosive submunition weighs more than four kilograms.
630690.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(iii) თითოეული ფეთქებადი საბრძოლო სუბ-მასალა განკუთვნილია ერთი მიზნის აღმოსაჩენად და დასაზიანებლად.
(iii) Each explosive submunition is designed to detect and engage a single target object.
630691.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(iv) თითოეული ფეთქებადი საბრძოლო სუბ-მასალა აღჭურვილია თვითგანადგურების ელექტრონული მექანიზმით.
(iv) Each explosive submunition is equipped with an electronic self-destruction mechanism.
630692.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(v) თითოეული ფეთქებადი საბრძოლო სუბ-მასალა აღჭურვილია თვითდეაქტივაციის ელექტრონული ელემენტით.
(v) Each explosive submunition is equipped with an electronic self-deactivating feature.
630693.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
3. „ფეთქებადი საბრძოლო სუბ-მასალა“ ნიშნავს ჩვეულებრივ საბრძოლო მასალას, რომელიც თავისი ამოცანის შესასრულებლად გაფანტულია ან გამოშვებულია კასეტური საბრძოლო მასალის მიერ და განკუთვნილია ასამოქმედებლად ფეთქებადი მუხტის დეტონირებით დარტყმამდე, დარტყმისას ან დარტყმის შემდეგ.
3. “Explosive submunition” means a conventional munition that in order to perform its task is dispersed or released by a cluster munition and is designed to function by detonating an explosive charge prior to, on or after impact.
630694.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
4. „აუმოქმედებელი კასეტური საბრძოლო მასალა“ ნიშნავს კასეტურ საბრძოლო მასალას, რომელიც გაისროლეს, ჩამოაგდეს, გაუშვეს, გატყორცნეს ან სხვაგვარად მიიტანეს ადგილზე, და რომელსაც უნდა გაეფანტა ან გამოეშვა თავისი ფეთქებადი საბრძოლო სუბ-მასალები, მაგრამ ეს ვერ გააკეთა.
4. “Failed cluster munition” means a cluster munition that has been fired, dropped, launched, projected or otherwise delivered and which should have dispersed or released its explosive submunitions but failed to do so.
630695.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
5. „აუფეთქებელი საბრძოლო სუბ-მასალა“ ნიშნავს ფეთქებად საბრძოლო სუბ-მასალას, რომელიც გაფანტული ან გამოშვებული იქნა კასეტური საბრძოლო მასალიდან ან სხვაგვარად გამოეყო მას, და რომელიც არ აფეთქდა ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
5. “Unexploded submunition” means an explosive submunition that has been dispersed or released by, or otherwise separated from, a cluster munition and has failed to explode as intended.
630696.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
6. „მიტოვებული კასეტური საბრძოლო მასალები“ ნიშნავს კასეტურ საბრძოლო მასალებს ან ფეთქებად საბრძოლო სუბ-მასალებს, რომლებიც გამოყენებული არ ყოფილა და სადმე იქნა დატოვებული ან გადაყრილი, და რომლებიც აღარ იმყოფება მათი დამტოვებელი ან გადამყრელი მხარის კონტროლის ქვეშ.
6. “Abandoned cluster munitions” means cluster munitions or explosive submunitions that have not been used and that have been left behind or dumped, and that are no longer under the control of the party that left them behind or dumped them.
630697.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
ისინი შეიძლება იყოს და შეიძლება არ იყოს მზად გამოყენებისთვის.
They may or may not have been prepared for use.
630698.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
7. „კასეტური საბრძოლო მასალის ნარჩენები“ ნიშნავს აუმოქმედებელ საბრძოლო მასალებს, მიტოვებულ საბრძოლო მასალებს, აუფეთქებელ საბრძოლო სუბ-მასალებსა და აუფეთქებელ მცირეკალიბრიან ბომბებს.
7. “Cluster munition remnants” means failed cluster munitions, abandoned cluster munitions, unexploded submunitions and unexploded bomblets.
630699.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
8. „გადაცემა“, კასეტური საბრძოლო მასალების ნაციონალურ ტერიტორიაზე ფიზიკური შეტანის ან ნაციონალური ტერიტორიიდან ფიზიკური გამოტანის გარდა, გულისხმობს აგრეთვე კასეტურ საბრძოლო მასალებზე საკუთრების უფლებისა და მათზე კონტროლის გადაცემას, მაგრამ არ გულისხმობს კასეტური საბრძოლო მასალების ნარჩენების შემცველი ტერიტორიის გადაცემას.
8. “Transfer” involves, in addition to the physical movement of cluster munitions into or from national territory, the transfer of title to and control over cluster munitions, but does not involve the transfer of territory containing cluster munition remnants.
630700.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
9. „თვითგანადგურების მექანიზმი“ ნიშნავს ავტომატურად მოქმედ ჩამონტაჟებულ მექანიზმს, რომელიც დაყენებულია საბრძოლო მასალის ძირითად აფეთქების მაინიციირებენ მექანიზმთან ერთად, და რომელიც უზრუნველყოფს იმ საბრძოლო მასალის განადგურებას, რომელშიც იგი ჩამონტაჟებულია.
9. “Self-destruction mechanism” means an incorporated automatically-functioning mechanism which is in addition to the primary initiating mechanism of the munition and which secures the destruction of the munition into which it is incorporated.