მოიძებნა 669200 ჩანაწერი
630741.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ე) ატარებს რისკის შესამცირებელ განათლებას, რათა უზრუნველყოს კასეტური საბრძოლო მასალებით დაბინძურებულ რაიონებში ან ამ რაიონების გარშემო მცხოვრებ სამოქალაქო პირთა მიერ იმ რისკების გაცნობიერება, რომელთაც ამგვარი ნარჩენები წარმოადგენს.
(e) Conduct risk reduction education to ensure awareness among civilians living in or around cluster munition contaminated areas of the risks posed by such remnants.
630742.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული ღონისძიებების გატარებისას თითოეული მხარე სახელმწიფო ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, „ნაღმსაწინააღმდეგო საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების“ (IMAS) ჩათვლით.
3. In conducting the activities referred to in paragraph 2 of this Article, each State Party shall take into account international standards, including the International Mine Action Standards (IMAS).
630743.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
4. ეს პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კასეტური საბრძოლო მასალები გამოყენებული ან მიტოვებული იყო ერთი მხარე სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მხარე სახელმწიფოსთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლამდე და გადაქცეულია კასეტური საბრძოლო მასალების ნარჩენებად, რომლებიც მდებარეობს რაიონებში, რომლებიც მეორე მხარე სახელმწიფოს იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ იმყოფება ამ უკანასკნელისთვის მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის დროისათვის.
4. This paragraph shall apply in cases in which cluster munitions have been used or abandoned by one State Party prior to entry into force of this Convention for that State Party and have become cluster munition remnants that are located in areas under the jurisdiction or control of another State Party at the time of entry into force of this Convention for the latter.
630744.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ა) ასეთ შემთხვევებში, ორივე მხარე სახელმწიფოსთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, პირველ მხარე სახელმწიფოს ეძლევა დაბეჯითებული რეკომენდაცია, მეორე მხარე სახელმწიფოს, სხვა სახის დახმარებასთან ერთად, გაუწიოს ტექნიკური, ფინანსური, მატერიალური დახმარება ან დახმარება ადამიანური რესურსებით, ორმხრივად ან ურთიერთშეთანხმებით არჩეული მესამე მხარის მეშვეობით, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის ან სხვა შესაბამისი ორგანიზაციების მეშვეობით, იმისთვის რათა გაადვილდეს კასეტურ საბრძოლო მასალათა ამგვარი ნარჩენების მარკირება, მოცილება და განადგურება.
(a) In such cases, upon entry into force of this Convention for both States Parties, the former State Party is strongly encouraged to provide, inter alia, technical, financial, material or human resources assistance to the latter State Party, either bilaterally or through a mutually agreed third party, including through the United Nations system or other relevant organisations, to facilitate the marking, clearance and destruction of such cluster munition remnants.
630745.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ბ) ამგვარი დახმარება მოიცავს, როდესაც ეს შესაძლებელია, ინფორმაციას გამოყენებული კასეტური საბრძოლო მასალების ტიპებისა და რაოდენობების შესახებ, კასეტური საბრძოლო მასალებით მიყენებული დარტყმების ზუსტი ადგილების შესახებ და იმ რაიონების შესახებ, სადაც ცნობილია, რომ მდებარეობს კასეტური საბრძოლო მასალების ნარჩენები.
(b) Such assistance shall include, where available, information on types and quantities of the cluster munitions used, precise locations of cluster munition strikes and areas in which cluster munition remnants are known to be located.
630746.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
5. თუ მხარე სახელმწიფო თვლის, რომ იგი ვერ შეძლებს მოაცილოს და გაანადგუროს ან უზრუნველყოს, რომ განადგურებული და მოცილებული იქნეს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული კასეტური საბრძოლო მასალების ყველა ნარჩენი ათი წლის განმავლობაში აღნიშნული მხარე სახელმწიფოსთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან, მას შეუძლია მიმართოს მხარე სახელმწიფოთა კრებას ან კონვენციის მოქმედების განმხილველ კონფერენციას თხოვნით, გაუგრძელონ ამგვარი კასეტური საბრძოლო მასალების მოცილების და განადგურების დასრულების ბოლო ვადა ხუთ წლამდე პერიოდით.
5. If a State Party believes that it will be unable to clear and destroy or ensure the clearance and destruction of all cluster munition remnants referred to in paragraph 1 of this Article within ten years of the entry into force of this Convention for that State Party, it may submit a request to a Meeting of States Parties or a Review Conference for an extension of the deadline for completing the clearance and destruction of such cluster munition remnants by a period of up to five years.
630747.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
ვადის მოთხოვნილი გაგრძელება არ უნდა აღემატებოდეს წლების იმ რაოდენობას, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია აღნიშნული მხარე სახელმწიფოსთვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მისი ვალდებულებების შესასრულებლად.
The requested extension shall not exceed the number of years strictly necessary for that State Party to complete its obligations under paragraph 1 of this Article.
630748.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
6. ვადის გაგრძელების მოთხოვნა მხარე სახელმწიფოთა კრებას ან კონვენციის მოქმედების განმხილველ კონფერენციას წარედგინება აღნიშნული მხარე სახელმწიფოსთვის ამ მუხლის 1 პუნქტში მოხსენიებული დროის პერიოდის ამოწურვამდე.
6. A request for an extension shall be submitted to a Meeting of States Parties or a Review Conference prior to the expiry of the time period referred to in paragraph 1 of this Article for that State Party.
630749.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
ვადის გაგრძელების თითოეული მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს სულ მცირე ცხრა თვით ადრე მხარე სახელმწიფოთა იმ კრებამდე ან კონვენციის მოქმედების განმხილველ იმ კონფერენციამდე, რომელზეც იგი უნდა განიხილონ.
Each request shall be submitted a minimum of nine months prior to the Meeting of States Parties or Review Conference at which it is to be considered.
630750.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
თითოეულ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იყოს: (ა) ვადის შეთავაზებული გაგრძელების ხანგრძლივობა.
Each request shall set out: (a) The duration of the proposed extension.
630751.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ბ) ვადის შეთავაზებული გაგრძელების მიზეზების დეტალური განმარტება, იმ ფინანსური და ტექნიკური საშუალებების ჩათვლით, რომლებიც მხარე სახელმწიფოს ხელთ აქვს ან ესაჭიროება კასეტური საბრძოლო მასალების ყველა ნარჩენის მოსაცილებლად ან გასანადგურებლად ვადის შეთავაზებული გაგრძელების განმავლობაში.
(b) A detailed explanation of the reasons for the proposed extension, including the financial and technical means available to and required by the State Party for the clearance and destruction of all cluster munition remnants during the proposed extension.
630752.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(გ) სამომავლო სამუშაოების მომზადება და სამუშაოები, რომლებიც უკვე განხორციელდა მოცილებისა და განაღმვის ეროვნული პროგრამების ფარგლებში ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული საწყისი ათწლიანი პერიოდის განმავლობაში და ვადის ნებისმიერი შემდგომი გაგრძელებების განმავლობაში.
(c) The preparation of future work and the status of work already conducted under national clearance and demining programmes during the initial ten year period referred to in paragraph 1 of this Article and any subsequent extensions.
630753.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(დ) მთელი რაიონი, რომელიც შეიცავს კასეტური საბრძოლო მასალების ნარჩენებს აღნიშნული მხარე სახელმწიფოსთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დროისათვის და ნებისმიერი დამატებითი რაიონები, რომლებიც შეიცავს ძალაში ამგვარი შესვლის შემდეგ აღმოჩენილ კასეტური საბრძოლო მასალების ნარჩენებს.
(d) The total area containing cluster munition remnants at the time of entry into force of this Convention for that State Party and any additional areas containing cluster munition remnants discovered after such entry into force.
630754.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ე) მთელი რაიონი, რომელიც შეიცავდა კასეტური საბრძოლო მასალების ნარჩენებს, მოცილებულს ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ.
(e) The total area containing cluster munition remnants cleared since entry into force of this Convention.
630755.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ვ) მთელი რაიონი, რომელიც შეიცავს კასეტური საბრძოლო მასალების ნარჩენებს, რომლებიც მოსაცილებელი რჩება ვადის შეთავაზებული გაგრძელების განმავლობაში.
(f) The total area containing cluster munition remnants remaining to be cleared during the proposed extension.
630756.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ზ) გარემოებანი, რომლებმაც შეზღუდა მხარე სახელმწიფოს უნარი, გაენადგურებინა მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში მდებარე კასეტური საბრძოლო მასალების ყველა ნარჩენი ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებული ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, და გარემოებანი, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ეს უნარი ვადის შეთავაზებული გაგრძელების განმავლობაში.
(g) The circumstances that have impeded the ability of the State Party to destroy all cluster munition remnants located in areas under its jurisdiction or control during the initial ten year period referred to in paragraph 1 of this Article, and those that may impede this ability during the proposed extension.
630757.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(თ) ვადის შეთავაზებული გაგრძელების შესაძლო სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები.
(h) The humanitarian, social, economic and environmental implications of the proposed extension
630758.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
(ი) ვადის შეთავაზებულ გაგრძელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
(i) Any other information relevant to the request for the proposed extension.
630759.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
7. მხარე სახელმწიფოთა კრება ან კონვენციის მოქმედების განმხილველი კონფერენცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოხსენიებული ფაქტორების, მათ შორის, კასეტური საბრძოლო მასალების ნაცნობ რაოდენობათა, გათვალისწინებით, აფასებენ მოთხოვნას და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების ხმათა უმრავლესობით წყვეტენ, დააკმაყოფილონ თუ არა ვადის გაგრძელების მოთხოვნა.
7. The Meeting of States Parties or the Review Conference shall, taking into consideration the factors referred to in paragraph 6 of this Article, including, inter alia, the quantities of cluster munition remnants reported, assess the request and decide by a majority of votes of States Parties present and voting whether to grant the request for an extension.
630760.
საერთაშორისო ურთიერთობები | დიპლომატიური კონფერენცია კასეტურ საბრძოლო მასალათა შესახებ კონვენციის მისაღებად
მხარე სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, დაუშვან ვადის მოთხოვნილზე უფრო ხანმოკლე დროით გაგრძელება და შეუძლიათ შესთავაზონ ვადის გაგრძელების საკონტროლო პარამეტრები, როგორც ეს მიზანშეწონილი იქნება.
The States Parties may decide to grant a shorter extension than that requested and may propose benchmarks for the extension, as appropriate.