მოიძებნა 669200 ჩანაწერი
632101.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
არ მიყვარს, როგორ ყოფენ ცხვირს გაზეთები ადამიანთა პირად ცხოვრებაში.
I don't like the way newspapers snoop into people's private lives.
632102.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
არ წაიკითხო, ეს პირადულია.
Don't read that – it's private.
632103.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ეს პირადული საქმეა და შენ არ გეხება.
This is a private matter – it doesn't concern you.
632104.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
მიუხედავად იმისა, რომ პროექტს საჯაროდ მხარს ვუჭერ, გულში ვფიქრობ, რომ იგი წარუმატებელი იქნება.
Although I support the project in public, my private opinion is that it will fail.
632105.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
სახელმწიფო საავადმყოფოებში მკურნალობა უფასოა, მაგრამ თუ კერძო საავადმყოფოში მიხვალ, ფული უნდა გადაიხადო.
Treatment in government hospitals is free, but if you go to a private hospital you must pay.
632106.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ბანკებმა მხარი უნდა დაუჭირონ მცირე კერძო საწარმოებს.
Banks should be supporting small private businesses.
632107.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ბრაზილიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ენერგორესურსების კერძო მფლობელობას კრძალავს.
Brazil says its constitution forbids the private ownership of energy assets.
632108.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
თუ ფული მეყო, ალბათ კერძო სამედიცინო მომსახურებით ვისარგებლებ.
If I can afford it, I think I'll go private.
632109.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ევროპას.
The president is paying a private visit to Europe.
632110.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
გამოფენისთვის ნახატები მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან შეაგროვეს.
The paintings were gathered from museums and private collections.
632111.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
პრეზიდენტი დაკრძალვას კერძო მოქალაქის რანგში დაესწრო.
The President attended the funeral as a private citizen.
632112.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ნახატი კერძო კოლექციონერს მიჰყიდეს.
The painting was sold to a private collector.
632113.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
შვიდ პოლიციელსა და სამ კერძო პირს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
Seven police and three private individuals needed medical attention.
632114.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ეს ადგილი წყნარი და განმარტოებულია.
This place is quiet and private.
632115.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
აქ რაიმე განმარტოებული ადგილი არ მოიძებნება, სადაც შეიძლება ვისაუბროთ?
Is there somewhere private where we can talk?
632116.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
არ აჯობებს, ზედა სართულზე ავიდეთ, სადაც უფრო პრივატული სიტუაციაა?
Why don't we go upstairs where it's more private?
632117.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ისეთ ადგილს ვერსად ნახავ, სადაც მარტოს დაგტოვებენ.
There's no place to be private.
632118.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
იგი ძალზე გულჩათხრობილი ადამიანია.
She's a very private person.
632119.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ისინი ძალზე კარჩაკეტილი ადამიანები იყვნენ, რომელთაც მეგობრები თითქმის არ ჰყავდათ.
They were very private people, with almost no friends.
632120.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-9
ქალმა კერძო დეტექტივი დაიქირავა, რათა მის ქმარს გაჰყოლოდა და გაერკვია, სად დადიოდა იგი.
She hired a private detective to follow her husband and find out where he was going.