მოიძებნა 669200 ჩანაწერი
632381.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
შენი დრო ნაყოფიერად უნდა გამოიყენო.
You should spend your time productively.
632382.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ეჭვი არ არის, რომ კომპანია პროდუქტიულად მოახდენს მის მიერ მიღებული მოგების რეინვესტირებას.
The company is certain to reinvest its profits productively.
632383.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მათი მუშაობის სისტემა ეფუძნება შეხედულებას, რომლის თანახმადაც ადამიანები გუნდში უფრო პროდუქტიულად შრომობენ.
Their working system is based on the belief that people work more productively in a team.
632384.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
გამოკვლევები აჩვენებს, რომ თუ სამუშაო გარემო სასიამოვნოა, შრომის ნაყოფიერება იზრდება.
Studies show that if a working environment is pleasant, productivity increases.
632385.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მესამე კვარტლის შედეგები მწარმოებლურობის განუხრელ ზრდას ასახავს.
The third-quarter results reflect continued improvements in productivity.
632386.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
სარწმუნოებისადმი უპატივცემულო ადამიანი რელიგიის გარეგან მხარეს უგულებელყოფს.
A profane person neglects the exterior part of religion.
632387.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მათ ეკლესიის მიერ შემონახული ძირძველი ტრადიციები შეურაცხყვეს.
They have profaned the long upheld traditions of the Church.
632388.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მან მკრეხელობის კორიანტელი დააყენა.
He uttered a stream of profanities.
632389.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
იგი კვლავინდებურად აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
She still professes her innocence.
632390.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
აცხადებს, ამ საქმის შესახებ არაფერი ვიციო, მაგრამ მისი მაინცდამაინც არ მჯერა.
She professes ignorance of the whole affair, though I'm not sure I believe her.
632391.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ამბობს, ამ საქმის შესახებ არაფერი ვიციო, მაგრამ მისი მაინცდამაინც არ მჯერა.
She professes ignorance of the whole affair, though I'm not sure I believe her.
632392.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მას თავი ისლამური ხელოვნების მცოდნედ მოჰქონდა.
He professed to be an expert on Islamic art.
632393.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ის გამოცდილ მძღოლად ასაღებს თავს.
He professed to be a skilled driver.
632394.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
თავი ისე უჭირავს, თითქოს ფული არ აინტერესებდეს.
She professes not to be interested in money.
632395.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
დირექტორმა განაცხადა, შედეგებით კმაყოფილი ვარო.
The director professed himself satisfied with the results.
632396.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ქალმა მათი ნაშრომით საკუთარი აღფრთოვანება გამოხატა.
She professed her admiration for their work.
632397.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
პრეზიდენტმა ამ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი ენთუზიაზმი გამოხატა.
The president has professed his enthusiasm for the scheme.
632398.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
საბოლოოდ მან გადაწყვიტა, ქალს სიყვარულში გამოსტყდომოდა.
He finally made up his mind to profess his love for her.
632399.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
რა პროფესიისა ხართ?
What's your profession?
632400.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
პროფესიით იგი ელექტრიკოსია.
He is an electrician by profession.