მოიძებნა 669200 ჩანაწერი
634661.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
5. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით, არაუგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს პლენარულ სხდომაზე.
5. The Government of Georgia shall re-submit the revised draft state budget and the Basic Dimensions and Directions, including the information on the remarks and nature of suggestions, to the Parliament of Georgia no later than November 15, which the Parliament of Georgia shall review at the plenary sessions.
634662.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
6. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.
6. The report on the draft annual budget and short overview of the current state budget is presented at the plenary session of the Parliament of Georgia by the Prime Minister of Georgia or any member of the Government of Georgia being authorized by the relevant order of the Prime Minister.
634663.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.
The Parliament of Georgia shall also hear the reports of the Chamber of Control of Georgia, the National Bank of Georgia and the Financial-Budgetary Committee of the Parliament of Georgia.
634664.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
7. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები ეგზავნება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
7. The remarks made during the plenary session shall be transmitted to the Government of Georgia no later than November 15.
634665.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
8. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს, პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
8. The Government of Georgia shall submit the final versions of the draft state budget and the document containing Basic Dimensions and Directions, together with the information on the remarks and nature of suggestions made during the plenary session, to the Parliament of Georgia no later than November 30.
634666.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
9. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.
9. The Parliament of Georgia shall vote the draft state budget of Georgia no later than the third Friday of December.
634667.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ერთი მოსმენით.
The state budget is adopted with the majority of the votes and in one hearing.
634668.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
10. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი უნდა მოიცავდეს ამ კოდექსის მე-38 მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
10. The Law on State Budget adopted by the Parliament of Georgia shall include the information envisaged by Article 38 paragraph 3 of the present Code.
634669.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
11. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილი იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით.
11. Changes to the draft state budget can be made in the Parliament of Georgia with the consent of the Government of Georgia.
634670.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს.
In such case the Government of Georgia, with approval of the President of Georgia, shall submit to the Parliament of Georgia the corresponding amended draft law.
634671.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
Changes to the draft state budget may also be proposed during its hearing at the plenary session in case if the reporter agrees with the made remark.
634672.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
12. თუ პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.
12. If the Parliament fails to adopt the draft state budget before the third Friday of December, the same draft budget or the amended document jointly prepared by the Conciliation Commission of the Government of Georgia and the members of the Parliament may be voted again within the period of 10 days, but no later than December 31.
634673.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
13. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნისას, პრეზიდენტი დეკრეტით ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთ თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად.
13. In case of dissolution of the Parliament as a result of the failure to adopt the state budget, the President shall adopt the state budget by a decree and in one month after recognition of the authorities of the newly elected Parliament shall submit it for its approval.
634674.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
14. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებასა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას.
14. No later than in one month after the beginning of the planning year the Ministry of Finance of Georgia, on the basis of the information received from the local self-governing bodies and Autonomous Republics, shall complete the final draft of the Basic Dimensions and Directions and submit it to the Financial-Budgetary Committee of the Parliament of Georgia for consideration.
634675.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
15. წლიური საბიუჯეტო კანონი უნდა გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. The annual Law on Budget shall be made public within the rule envisaged by the legislation.
634676.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მუხლი 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.
Article 40. Changes/amendments to the annual budget law.
634677.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.
1. Introducing changes to the allotments envisaged by the annual budget, except for the rule established by Article 31 of the present Code, also requires relevant making changes/amendments to the annual budget law.
634678.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
2. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტზე დართული მასალები უნდა შეიცავდეს განახლებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებსა და ცვლილებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე.
2. The materials attached to the draft law on making changes/amendments to the annual budget law shall include a revised medium-term macroeconomic and fiscal forecast and the information on the nature of the changes introduced except for the case when their submission is not required based on the nature of the changes.
634679.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ შესაბამის დასკვნებს უგზავნის საქართველოს მთავრობას.
3. In 7 days after submission of the draft law on making changes/amendments to the law on state budget by the Government of Georgia to the Parliament of Georgia, the latter shall transmit the relevant conclusions about the draft law to the Government of Georgia.
634680.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიმართ საქართველოს პარლამენტში გამოთქმულ შენიშვნებს, რომელიც შეეხება დამატებითი ასიგნებების გამოყოფას, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია დამატებითი ასიგნებების დაფინანსების სავარაუდო წყაროების შესახებ.
4. The remarks made by the Parliament of Georgia in relation to the draft law on making changes/amendments to the law on state budget, which concern allocation of additional allotments, shall include the information on possible sources of funding for additional allotments.