მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635521.
საერთაშორისო ურთიერთობები | ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების თაობაზე კენიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
დარწმუნებულნი არიან რა, რომ კენიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება ამ ორი სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საყოველთაო მშვიდობას,
Convinced that the establishment of diplomatic and consular relations between the Republic of Kenya and Georgia corresponds to the interests of the two States, and will facilitate the strengthening of international cooperation and universal peace.
635522.
საერთაშორისო ურთიერთობები | ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების თაობაზე კენიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, და აგრეთვე დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციითა და საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963 წლის ვენის კონვენციით,
Guided by the principles and purposes of the Charter of the United Nations and International Law as well as the Vienna Convention on Diplomatic Relations of 1961, and the Vienna Convention on Consular Relations of 1963.
635523.
საერთაშორისო ურთიერთობები | ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების თაობაზე კენიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
სურთ რა განავითარონ ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაურღვევლობის და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.
Desiring to develop relations between the two States on the basis of the principles of sovereign equality, co-operation and friendly relations among States, territorial integrity, inviolability of frontiers of sovereign States and non-interference in the internal affairs of another State.
635524.
საერთაშორისო ურთიერთობები | ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების თაობაზე კენიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
გადაწყვიტეს დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე და დაამყარონ საკონსულო ურთიერთობები ამ ერთობლივი კომუნიკეს ხელოწერის თარიღიდან.
Have decided to establish diplomatic relations at Ambassadorial level and to establish consular relations as of the date of the signing of this Joint Communiqué.
635525.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
1. განსაზღვრული აქვთ თუ არა შეხვედრის ინიციატორებს რომელი ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ უფლება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის.
1. Have the initiators of the meeting identified the countries whose nationals will be allowed to cross the state border between Georgia and Russia?
635526.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
2. როგორი რეჟიმით იფუნქციონირებს მათი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი (24 საათიანი თუ განსაზღვრულ საათებში).
2. What will be the functioning schedule of the border crossing point (24 hours a day or during specific hours)?
635527.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
3. როგორია მათი მოსაზრება აუცილებლობის შემთხვევაში სასაზღვრო და საბაჟო უწყებებმა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით უნდა იქონიონ თუ არა პირდაპირი კონტაქტი ერთმანეთთან?
3. What is their opinion, should the border and customs agencies, if necessary, maintain direct contact with each other on technical issues?
635528.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
დადებით შემთხვევაში გამოყოფილი იქნება თუ არა პასუხისმგებელი პირი და იქნება თუ არა მას დელეგირება გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების?
In case of positive answer, will there be assigned a person responsible and will he/she be authorized to take decisions on short notice?
635529.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
4. როგორია მათი მოსაზრება სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წარმოქმნილ გაუგებრობებს და წინააღმდეგობებს მონიტორინგი გაუწიოს ევროკავშირის ან შვეიცარიის კონფედერაციის წარმომადგენელმა (მებაჟე-მესაზღვრე).
4. What is their opinion, should any misunderstandings and conflicts as may arise at the border crossing point be monitored by a representative of the European Union or of the Swiss Confederation (customs official l/ border-guard).
635530.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
5. ინფორმირებულია თუ არა ინიციატორი მხარე, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (რომელიც გვიან გაზაფხულამდე გრძელდება) მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანები, ასევე ავტობუსები 30 მგზავრზე მეტი რაოდენობით, კლიმატური პირობების გამო ვერ შეძლებენ გადაადგილებას და გამოთქვამენ თუ არა მზადყოფნას გადაზიდვები აწარმოოს მხოლოდ ე.წ. ფურიანი სატვირთოებით.
5. Is the Initiating Party informed as to the fact that during the autumn and winter period (which lasts until late summer), the trailer and semi-trailer vehicles, as well as busses carrying more than 30 passengers cannot travel due to climatic conditions and are they prepared to carry transportation using only so-called van-type delivery trucks?
635531.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
ამასთან განემარტოთ რომ წარსულში არსებული პრაქტიკა როცა ხდებოდა მისაბმელიანებიდან ფურიან სატვირთოებზე ტვირთის გადატანა, არ იქნება ნებადართული.
At the same time, they must be informed that previously existing practice, when cargo was carried over from trailer delivery vehicles onto van-type delivery vehicles, will no longer be allowed.
635532.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
6. რომელ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანები განახორციელებენ ტვირთგადაზიდვას?
6. The vehicles registered in which countries of registration will carry on cargo transportation?
635533.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანებისთვის საქართველოში ტვირთის შემოსატანად კანონმდებლობით საჭიროა ტვირთგადაზიდვის ნებართვა გაცემული საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ.
According to the legislation in force, in order to import goods in Georgia, the cargo vehicles registered in Russia are required to have a cargo transportation permit issued by a relevant Georgian agency.
635534.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
7. ცნობილია თუ არა მათთვის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ტვირთმზიდი სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მაქსიმალური ტვირთამწეობის შესახებ?
7. Are they acquainted with the requirements of the Georgian Legislation in respect to the external dimensions and maximum cargo capacity of freight carrying vehicles?
635535.
საერთაშორისო ურთიერთობები | კითხვარი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით
8. ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რაიმე შეფერხების აღმოფხვრის მიზნით გადასვლის აუცილებლობისას მოხდება თუ არა მეორე მხარის წინასწარ ინფორმირება?
8. Will the other party be informed in advance in case of the necessity to cross into so-called neutral zone in order to eliminate any delays?
635536.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
2008 წლის 25 ნოემბერს დადებულ ამ „შეთანხმებაში გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ“ მოყვანილია პირობები ურთიერთშეთანხმებისა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს (შემდგომში „დროებით სარგებლობაში გამცემს“), ნიუ-იორკის უნივერსიტეტს, მისი ანტიკური სამყაროს შესწავლის ინსტიტუტის სახელით (შემდგომში „ორგანიზატორს“) და ბენაკის მუზეუმს (შემდგომში „გამოფენის ადგილს“ ან „ექსპონენტს“) შორის.
This Exhibition Lending Agreement, made of this 25th day of November, 2008, sets forth the terms of mutual agreement between The Georgian National Museum, (henceforth the “Lender”), New York University, on behalf of its Institute for the Study of the Ancient World University, (henceforth the “Organizer”) and the Benaki Museum (henceforth “Venue” or “Exhibitor”).
635537.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ეს შეეხება დროებით სარგებლობაში გამცემის კუთვნილი ექსპონატების გამოფენას ორგანიზატორის მიერ ადმინისტრირებულ გამოფენაზე სახელწოდებით „ღვინო, კულტი და მსხვერპლშეწირვა: ანტიკური ვანის ოქროს სამარხები“ (შემდგომში „გამოფენა“).
It concerns the exhibition of loans belonging to the Lender in an exhibition administered by the Organizer entitled, Wine, Worship and Sacrifice: The Golden Graves of Ancient Vani (henceforth, the “Exhibition”).
635538.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ვინაიდან ანტიკური სამყაროს შესწავლის ინსტიტუტი არის ორგანიზატორი გამოფენისა, რომელიც მოიცავს ნამუშევრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შემდგომში „დროებით სარგებლობაში გამცემის“) კოლექციიდან, რომლებიც ჩამოთვლილია თანდართულ A დანართში („ნამუშევრებს“).
Whereas, the Institute for the Study of the Ancient World is the organizer of an Exhibition of works from the collection of the Georgian National Museum (henceforth “Lender”), which are listed in the attached Appendix A (the “Works”).
635539.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ვინაიდან ბენაკის მუზეუმს (შემდგომში „გამოფენის ადგილს“ ან „ექსპონენტს“) სურს ნამუშევრების ექსპონირება.
Whereas, the Benaki Museum (henceforth “Venue” or “Exhibitor”) wishes to display the Works.
635540.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ვინაიდან დროებით სარგებლობაში გამცემი თანახმაა, ექსპონენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ნამუშევრები აქ მოყვანილი ვადებითა და პირობებით.
Whereas the lender agrees to make the Works available to the Exhibitor on the terms and conditions contained herein.