მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635641.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მხარეები თანხმდებიან, რომ ამ „შეთანხმების“ მიმართ არანაირი უფლებაზე უარის თქმა, შესწორება ან ცვლილება არ დამკვიდრდება წინა ქმედებათა საფუძველზე, ჩვეულების ძალით, ან საქმიან ურთიერთობათა წარმოების ჩვეული პრაქტიკის შედეგად.
The parties agree that no waiver, amendment, or modification of this Agreement will be established by conduct, custom, or course of dealing.
635642.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ერთ-ერთი მხარის მიერ ამ „შეთანხმების“ რომელიმე დებულების შესრულების არმოთხოვნა არ შეზღუდავს ამგვარი მხარის უფლებას, მოგვიანებით მოითხოვოს ამგვარი შესრულება.
The failure of a party to require the performance of any provision of this Agreement will not limit such party’s right to seek such performance at a later time.
635643.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მხარეები თავისუფლდებიან ამ შეთანხმების პირობების მიხედვით წარმოქმნილ თავიანთ მოვალეობათაგან იმ შემთხვევაში, თუ ძალები, რომლებიც მათს გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება (ფორსმაჟორი), გარეშე და ექსტრაორდინარული მოვლენების ჩათვლით, შეუძლებელს ხდის მათი საკონტრაქტო ვალდებულებების დროულ შესრულებას.
The Parties shall be excused from their responsibilities arising under the terms of this Agreement in the event that forces beyond their reasonable control (force majeure), including external and extraordinary events, prevent the timely performance of their contractual obligations.
635644.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ამ შეთანხმებაში ფორსმაჟორი მოიცავს.
In this Agreement force majeure shall include.
635645.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ომს ან საბრძოლო მოქმედებებს, აჯანყებას, მობილიზაციას, ტერორისტულ აქტებს ან აქტებს ტერორისტების წინააღმდეგ, ჩატარებულს აშშ-ის, რუსეთის ფედერაციის ან სხვა სამთავრობო ორგანოების მიერ (იმ აქტების ჩათვლით, რომლებიც, როგორც ორგანიზატორს საფუძვლიანად მიაჩნია, გამოფენის უსაფრთხოებასა და დაცულობას ემუქრება), ნამუშევართა ტრანსპორტირების საშუალებათა ან წინამდებარე დოკუმენტში გათვალისწინებული დაზღვევის არახელმისაწვდომობას, გაფიცვებს, ეპიდემიებს, ხანძარს, სტიქიურ ძალებს, სატრანსპორტო ავარიებს, სამთავრობო ორგანოთა ქმედებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე, ემბარგოებსა და ყველა სხვა მოვლენასა და გარემოებას, რომლებიც მხარეთა გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება.
War or hostilities, insurrection, mobilization, terrorist acts or acts against terrorists by the USA, the Russian Federation or other government authorities (including acts which reasonably appear to the Organizer to threaten the safety and security of the exhibition).
635646.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ნამუშევართა ტრანსპორტირების საშუალებათა ან წინამდებარე დოკუმენტში გათვალისწინებული დაზღვევის არახელმისაწვდომობას, გაფიცვებს, ეპიდემიებს, ხანძარს, სტიქიურ ძალებს, სატრანსპორტო ავარიებს, სამთავრობო ორგანოთა ქმედებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე, ემბარგოებსა და ყველა სხვა მოვლენასა და გარემოებას, რომლებიც მხარეთა გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება.
The unavailability of transportation options of the Works or the insurance provided for herein, strikes, epidemics, fire, acts of God, transportation accidents, acts of government authorities which affect the execution of obligations hereunder, embargoes and all other events and circumstances beyond the Parties reasonable control.
635647.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
რამდენადაც ეს გონივრულად შესაძლებელია, ფორსმაჟორული მოვლენის დაწყებიდან 48-საათიანი ვადის განმავლობაში მხარე, რომელსაც ამგვარი მოვლენა შეეხო, ფაქსით ან ტელეგრამით ატყობინებს მეორე მხარეს ამგვარი მოვლენის ფორმასა და შესაძლო ხანგრძლივობას.
To the extent reasonably possible, the affected Party shall notify the other Party, by fax or telegram, within a period of 48 hours after the commencement of the event of force majeure, of the form and possible duration of such event.
635648.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
თუ რომელიმე მხარე 48 საათის განმავლობაში არ ატყობინებს მეორე მხარეს ამგვარი მოვლენის შესახებ, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული მხარე კარგავს უფლებას, განთავისუფლებული იყოს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებისაგან, თუკი თავად მოვლენა შეუძლებელს არა ხდის ამგვარი ინფორმაციის გაგზავნას.
If any Party does not inform the other Party about such event within 48 hours, then that Party forfeits its right to excuse its performance hereunder unless the event itself prohibits the sending of such information.
635649.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მხარე, რომელსაც ფორსმაჟორული მოვლენა შეეხო, წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ მის ვალდებულებათაგან თავისუფლდება ფორსმაჟორული მოვლენის განმავლობაში.
The affected Party’s obligations hereunder shall be excused during the period of the force majeure event.
635650.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ზარალისგან ზოგადი დაცვა და პასუხისმგებლობა.
General Indemnification and Liability.
635651.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ექსპონენტი თანახმაა, გაათავისუფლოს და დაიცვას ორგანიზატორი, მისი ნდობით აღჭურვილი პირები, თანამდებობის პირები, აგენტები და/ან მუშაკები ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისგან, ზიანისგან, ზარალისგან, პასუხისმგებლობისგან და ხარჯისგან, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, გონივრული საადვოკატო ჰონორარებისა და სასამართლო ხარჯებისგან (ერთობლივად „პრეტენზიებისგან“), რომლებიც უკავშირდება პირების ან საკუთრების მიერ განცდილ ნებისმიერ უბედურ შემთხვევას, დანაკარგს, ტრავმას (სიკვდილის ჩათვლით) ან დაზიანებას, რომელიც წარმოიქმნება დროებით სარგებლობაში გამცემის, მისი ნდობით აღჭურვილი პირების, თანამდებობის პირების, აგენტების და/ან მუშაკების ქმედებების, შეცდომის ან უმოქმედობის შედეგად და დაკავშირებულია ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესრულებასთან.
Exhibitor agrees to indemnify and hold harmless Organizer, its trustees, officers, agents, and/or employees from any and all claims, damages, losses, liabilities, and expenses, including but not limited to reasonable attorney’s fees and costs of litigation (collectively “Claims”) in connection with any accident, loss, injury (including death) or damage to persons or property arising out of the acts, error or omissions of Lender, its trustees, officers, agents, and or employees related to the performance of activities conducted pursuant to this Agreement.
635652.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამგვარი პრეტენზიები შეიძლება დაკავშირებულ იქნეს ორგანიზატორის, მისი ნდობით აღჭურვილი პირების, თანამდებობის პირების, აგენტების და/ან მუშაკების ქმედებებთან ან უმოქმედობასთან.
But only to the extent such Claims are attributable to the acts or omissions of the Organizer, its trustees, officers, agents and/or employees.
635653.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
პირობების დაცვა და მოქმედების შეწყვეტა.
Compliance and Termination.
635654.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ეს შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
This Agreement becomes effective when signed by both parties.
635655.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მას იურიდიულად სავალდებულო ძალა აქვს როგორც ორგანიზატორის, ასევე ექსპონენტის ნებისმიერი მომავალი ადმინისტრაციისათვის.
It is binding on any future administrations of both Organizer and Exhibitor.
635656.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, გააუქმოს ეს გამოფენა, თუ ექსპონენტი არ იცავს ამ შეთანხმების „ვადებსა და პირობებს“.
Organizer reserves the right to cancel this Exhibition if the Exhibitor does not comply with the Terms and Conditions of this Agreement.
635657.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
გარდა მოქმედების შეწყვეტისა ზემომოყვანილი მე-7 პუნქტის დებულებათა მიხედვით, ეს შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას შემდეგ მოვლენათა მოხდომის შემთხვევაში.
Aside from termination under the provisions of paragraph 7 above, this agreement shall be subject to termination upon the occurrence of the following events.
635658.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
თუ ერთ-ერთი მხარე შეიტანს განაცხადს ბანკროტობის შესახებ, ან ბანკროტად იქნება გამოცხადებული.
If either party files a petition for bankruptcy or is adjudicated bankrupt.
635659.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
განაცხადი ბანკროტობის შესახებ შეტანილია ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ.
A petition in bankruptcy is filed against either party.
635660.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ერთ-ერთი მხარე გადახდისუუნარო გახდება, ან ქონების ან უფლებათა დათმობას განახორციელებს თავისი კრედიტორების სასარგებლოდ, ან შეუთანხმდება თავის კრედიტორებს ბანკროტობის შესახებ ამა თუ იმ კანონის მიხედვით.
Either party becomes insolvent or makes an assignment for the benefit of its creditors or an arrangement for its creditors pursuant to any bankruptcy law.