მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635801.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ყველა სახის ორგანიზაცია, იქნება ეს გუგლი, კოკა-კოლა, ეიჩ-პი, ემ-ტი-ვი თუ ენ-ბი-ეი, გლობალურია.
Organizations of all kinds, from Google, CocaCola, and HP to MTV and even the NBA, have gone global.
635802.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური მარკეტინგი დღეს.
Global Marketing Today.
635803.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სწრაფი კომუნიკაციის, ტრანსპორტირებისა და ფინანსური ნაკადების გამო მსოფლიო დღეს კიდევ უფრო სწრაფად მჭიდროვდება.
The world is shrinking rapidly with the advent of faster communication, transportation, and financial flows.
635804.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, თუ დავინახავთ გერმანელ ბიზნესმენს, რომელსაც აცვია იტალიური კოსტიუმი, მეგობარს ხვდება იაპონურ რესტორანში, შინ დაბრუნებისას სვამს რუსულ არაყს და უყურებს ბრიტანულ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“.
It would not be surprising to hear about a German businessman wearing an Italian suit meeting an English friend at a Japanese restaurant who later returns home to drink Russian vodka and watch Dancing with the Stars on TV.
635805.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო ვაჭრობაში ბუმი შეინიშნება.
International trade has boomed over the past three decades.
635806.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
1990 წლის შემდეგ საერთაშორისო კორპორაციების რაოდენობა მსოფლიოში 30 000-დან 63 000-მდე გაიზარდა.
Since 1990, the number of multinational corporations in the world has grown from 30,000 to more than 63,000.
635807.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგიერთი მათგანი ჭეშმარიტი გოლიათია.
Some of these are true giants.
635808.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
რეალურად, მსოფლიოს უდიდესი შემოსავლების მქონე 150 ერთეულიდან მხოლოდ 81-ია ცალკეული ქვეყანა.
In fact, of the largest 150 “economies” in the world, only 81 are countries.
635809.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დანარჩენი 69 საერთაშორისო კორპორაციაა.
The remaining 69 are multinational corporations.
635810.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მსოფლიოს უდიდესი კომპანია ვოლმარტის წლიური შემოსავლები მსოფლიოს 21 უდიდესი ქვეყნის მშპ-ზე მეტია.
Walmart, the world’s largest company, has annual revenues greater than the GDP of all but the world’s 21 largest countries.
635811.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
2000-2008 წლებში საერთო მსოფლიო ვაჭრობა წელიწადში 7%-ზე მეტით გაიზარდა და მსოფლიო მშპ-ის ზრდას გადააჭარბა, რაც დაახლოებით 3%-ის ტოლი იყო.
Between 2000 and 2008, total world trade grew more than 7 percent per year, easily outstripping GDP output, which was about 3 percent.
635812.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მსოფლიო ვაჭრობაში არსებული ჩავარდნის გამო, რომელიც ბოლო დროს განვითარებულმა რეცესიამ გამოიწვია, 2010 წელს პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობა 12 ტრილიონ აშშ დოლარად შეფასდა, რაც მსოფლიოს მშპ-ის 17%-ს უდრის.
Despite a dip in world trade caused by the recent worldwide recession, the world trade of products and services last year was valued at more than $12 trillion, about 17 percent of GDP worldwide.
635813.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
აშშ-ის მრავალი კომპანია საერთაშორისო მარკეტინგში დიდი ხნის განმავლობაში წარმატებული იყო — მაკდონალდსმა, კოკა-კოლამ, სტარბაქსმა, ჯიმ, აი-ბი-ემმა, ქოლგეითმა, ქეთერფილარმა, ბოინგმა და ბევრმა სხვა ფირმამ მსოფლიო საკუთარ ბაზრად გადააქცია.
Many U.S. companies have long been successful at international marketing: McDonald’s, Coca-Cola, Starbucks, GE, IBM, Colgate, Caterpillar, Boeing, and dozens of other American firms have made the world their market.
635814.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
აშშ-ში ასეთი სახელები, როგორიცაა სონი, ტოიოტა, ნესტლე, იკეა, ქენონი და ნოკია, ყოველდღიურ სიტყვებად იქცა.
In the United States, names such as Sony, Toyota, Nestlé, IKEA, Canon, and Nokia have become household words.
635815.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სხვა პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც ერთი შეხედვით ამერიკულია, სინამდვილეში უცხოური კომპანიების მიერ იწარმოება ან მათ მფლობელობაშია, როგორიცაა ბენტემის წიგნები, ბასკინ-რობინსის ნაყინი, ჯი-იდა ერ-სი-ეის ტელევიზორები, ქარნეიშენის რძე, უნივერსალ სტუდიო და მოტელ 6.
Other products and services that appear to be American are, in fact, produced or owned by foreign companies, such as Bantam books, Baskin-Robbins ice cream, GE and RCA televisions, Carnation milk, Universal Studios, and Motel 6.
635816.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ფრანგული საბურავების კომპანია მიშლენი პროდუქციის 34%-ს ჩრდილოეთ ამერიკაში აწარმოებს.
Michelin, the oh-so-French tire manufacturer, now does 34 percent of its business in North America.
635817.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჯი&ჯი, წმინდად ამერიკული საქონლის მწარმოებელი, როგორიცაა ბენდ აიდის და ჯონსონს ბეიბის შამპუნი, პროდუქციის50%-ს საზღვარგარეთ ქმნის.
J&J, the maker of quintessentially all-American products such as BAND-AIDs and Johnson’s Baby Shampoo, does 50 percent of its business abroad.
635818.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თვით ამერიკული ქეთერპილარი, უფრო მეტად გლობალური კომპანიაა — მისი გაყიდვების 61% აშშ-ის საზღვრებს გარეთ მოდის.
America’s own Caterpillar belongs more to the wider world, with 61 percent of its sales coming from outside the United States.
635819.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური ვაჭრობის ზრდასთან ერთად, ინტენსიურად იზრდება გლობალური კონკურენციაც.
But as global trade grows, global competition is also intensifying.
635820.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
უცხოური კომპანიები აგრესიულად ფართოვდებიან და ახალ საერთაშორისო ბაზრებზე შედიან, ამავე დროს, ადგილობრივ ბაზრებს ასეთი მდიდარი შესაძლებლობები აღარ გააჩნია.
Foreign firms are expanding aggressively into new international markets, and home markets are no longer as rich in opportunity.