მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635861.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საბოლოოდ, ძნელია იმის დადგენა, ვინ მოიგო ეს ომი.
In the end, it’s was hard to tell who won this battle.
635862.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
აშშ-მ სავარაუდო სატარიფო ზრდა აღარ შეაჩერა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა თანხმობა განაცხადა გაეოთხმაგებინა აშშ-დან უჰორმონო საქონლის ხორცის იმპორტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
The United States dropped the threatened tariff increases after the EU agreed to quadruple its U.S. non-hormone-treated beef imports over the next four years.
635863.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგრამ ევროკავშირი კვლავ კრძალავს ჰორმონებით გაჯერებული ძროხის ხორცის შემოტანას.
But the EU still bans hormone-treated beef.
635864.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ქვეყნებს შეუძლიათ კვოტების, ანუ შეზღუდვების დაწესება უცხოური იმპორტის რაოდენობაზე, რომლებსაც ისინი დათანხმდებიან გარკვეული პროდუქტების კატეგორიაში.
Countries may set quotas, limits on the amount of foreign imports that they will accept in certain product categories.
635865.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კვოტის მიზანია ადგილობრივი მრეწველობისა და დასაქმების ხელშეწყობა და უცხოური პროდუქციის შემოტანის შეჩერება.
The purpose of a quota is to conserve on foreign exchange and protect local industry and employment.
635866.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ფირმებს ასევე შესაძლოა დაუწესონ გარკვეული შეზღუდვები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თვალსაზრისით, სხვა ვალუტასთან მიმართებით.
Firms may also face exchange controls, which limit the amount of foreign exchange and the exchange rate against other currencies.
635867.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გარდა ამისა, კომპანია შესაძლოა არასატარიფო სავაჭრო ბარიერების წინაშე აღმოჩნდეს, როგორიცაა ერთგვარი მიკერძოება მისი ფასების მიმართ, პროდუქტის შემზღუდველი სტანდარტები ან მასპინძელი ქვეყნის საოცრად მკაცრი წესები და კანონები.
A company also may face nontariff trade barriers, such as biases against its bids, restrictive product standards, or excessive host-country regulations.
635868.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგრამ ისინი ქვეყნის შიდა დამცავი მექანიზმებითაც სარგებლობენ.
But they also benefit from protectionist regulations.
635869.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, თუ ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ ქვეყნის მასშტაბით ლიცენზიების მიღება, უცხოურ ფირმებს ყოველ ახალ ქალაქსა თუ პროვინციაში საქმიანობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ, რაც საკმაოდ რთული ბარიერია.
For instance, whereas domestic firms can obtain nationwide licenses, foreign firms need separate permissions for every new city or province in which they want to do business—a daunting hurdle.
635870.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როგორც ერთ-ერთი ამერიკელი აღმასრულებელი ამბობს: „ჭეშმარიტად არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს თამაში“.
“There is clearly an uneven playing field,” says an American insurance executive.
635871.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამავე დროს, სხვა მექანიზმები უწყობენ ხელს ვაჭრობას ქვეყნებს შორის.
At the same time, certain other forces can help trade between nations.
635872.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ზოგადი შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე და სხვადასხვა რეგიონული ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
Examples include the General Agreement on Tariffs and Trade (GATT) and various regional free trade agreements.
635873.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ზოგადი შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე.
The World Trade Organization and GATT.
635874.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგადი შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე 62 წლის წინათ ჩამოყალიბდა მსოფლიო ვაჭრობის ხელშესაწყობად და მისი მიზანი ტარიფების შემცირება და სხვა საერთაშორისო სავაჭრო ბარიერების გარკვეულწილად შეზღუდვა იყო.
GATT is a 62-year-old treaty designed to promote world trade by reducing tariffs and other international trade barriers.
635875.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, 1947 წელს, მისი ხელისმომწერი ქვეყნების წარმომადგენლები (რომელთა რიცხვიც დღეს 153-ია) ტარიფებსა და ვაჭრობაზე ხელშეკრულების ზოგადი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებათა 8 რაუნდში მონაწილეობდნენ, რომ ხელახლა გადაეფასებინათ სავაჭრო ბარიერები და საერთაშორისო ვაჭრობისათვის ახალი წესები შემოეღოთ.
Since the treaty’s inception in 1947, member nations (currently numbering 153) have met in eight rounds of GATT negotiations to reassess trade barriers and establish new rules for international trade.
635876.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მოლაპარაკებათა პირველი შვიდი რაუნდის განმავლობაში მსოფლიო საშუალო ტარიფები წარმოებულ საქონელზე 45%-დან 5%-მდე შემცირდა.
The first seven rounds of negotiations reduced the average worldwide tariffs on manufactured goods from 45 percent to just 5 percent.
635877.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მოლაპარაკებებმა ტარიფებისა და ვაჭრობის ზოგადი შეთანხმების შესახებ ბოლოს ურუგვაის მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებამდე მიგვიყვანა, რომლის დასრულებას 7 ხანგრძლივი წელი დასჭირდა და 1994 წელს დასრულდა.
The most recently completed GATT negotiations, dubbed the Uruguay Round, dragged on for seven long years before concluding in 1994.
635878.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ურუგვაის მოლაპარაკებათა შედეგები მრავალი წლის განმავლობაში ეხსომებათ, რადგან შეთანხმება ხელს უწყობს გრძელვადიანი გლობალური ვაჭრობის ზრდას.
The benefits of the Uruguay Round will be felt for many years as the accord promotes long-term global trade growth.
635879.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მისი შემოღების შედეგად მსოფლიოში შემორჩენილი ტარიფები 30%-ით შემცირდა.
It reduced the world’s remaining merchandise tariffs by 30 percent.
635880.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მოლაპარაკებებმა ასევე მოიცვა ვაჭრობა სოფლის მეურნეობის დარგში და მომსახურებათა ფართო არეალში.
The agreement also extended to cover trade in agriculture and a wide range of services.