მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636381.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მის მიზანს წარმოადგენს არსებული რესტორნებიდან რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება და ნელა, მაგრამ მომგებიანად ზრდა.
The goal is to squeeze more business out of existing restaurants and grow slowly but profitably.
636382.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამის განხორციელების ერთ-ერთი გზაა მენიუში ახალი დასახელების კერძების შეტანა მომხმარებელთა მისაზიდად დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
One way to do that is to add new menu items to draw in consumers at different times of the day.
636383.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, როგორც აშშ-ში მრავალი წლის წინათ, რუსეთში მაკდონალდსმა საუზმის დროც დაამატა.
So, as it did many years ago in the United States, McDonald’s in Russia has now added breakfast items.
636384.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ რუსი მოსახლეობის მხოლოდ 5% მიირთმევს საუზმეს სახლის გარეთ, უფრო მეტი ადამიანი, რომელიც სამსახურამდე დიდ მანძილს გადის, სახლიდან შედარებით ადრე გამოდის, რომ თავი აარიდოს გადატვირთულ მოძრაობას.
Although only about 5 percent of Russians eat breakfast outside the home, more commuters in the big cities are leaving home earlier to avoid heavy traffic.
636385.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანია იმედოვნებს, რომ საუზმის მენიუ საკმაოდ მომხიბლავი იქნება მათთვის, ვინც სამსახურში მისვლამდე გზად მაკდონალდსთან გაჩერდება.
The company hopes that the breakfast menu will encourage commuters to stop off at McDonald’s on their way to work.
636386.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუმცა, როდესაც სწრაფი კვების ქსელმა სასაუზმე ელემენტები დაამატა, მან დილის საათებში გააუქმა ტრადიციული ჰამბურგერი.
However, when the fast-food chain added breakfast items, it stopped offering its traditional hamburger fare during the morning hours.
636387.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
როცა მრავალმა კლიენტმა დაიჩივლა „ჰამბურგერის მოხმარებიდან ამოღების“ შესახებ, მაკდონალდსმა შემოიღო ფრეშ მაკმაფინი — ბრიტანული მაფინი სოსისით, ყველით, სალათის ფურცლებით, პომიდვრით და განსაკუთრებული საწებლით.
When many customers complained of “hamburger withdrawal,” McDonald’s introduced the Fresh McMuffin, an English muffin with a sausage patty topped with cheese, lettuce, tomato, and special sauce.
636388.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ახალი სენდვიჩი უცებ იქცა ჰიტად.
The new sandwich became an instant hit.
636389.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
რესტორანში რიგების შესამცირებლად და ავტომოყვარულთა მოსაზიდად, მაკდონალდსი რუს მომხმარებლებს ასევე სთავაზობს საშუალებას, მანქანიდან გადმოუსვლელად შეიძინონ პროდუქცია.
To reduce the lines inside restaurants and attract motorists, McDonald’s is also introducing Russian consumers to drive-thru windows.
636390.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
თავდაპირველად, მრავალი რუსი ვერ ჩასწვდა ამის აზრს.
At first, many Russians didn’t get the concept.
636391.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსმა თავისი ფორმულა რუსეთში ადაპტირებული გახადა, ასევე მარკეტინგი და საქმიანობა ადგილობრივი მომხმარებლების განსაკუთრებულ მოთხოვნებსა და სხვა ძირითად გლობალურ ბაზრებს მოარგო.
As McDonald’s has tweaked its formula in Russia, it also adjusts its marketing and operations to meet the special needs of local consumers in other major global markets.
636392.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსი გლობალური ბრენდია, მაგრამ მომხმარებლებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ხდება საკუთარი ბრენდი.
McDonald’s is a global brand, but to consumers around the world, McDonald’s is rapidly becoming their very own.
636393.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსის ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს: „ევროპის მასშტაბით, 40 სხვადასხვა ბაზრის პირობებში, 40 განსხვავებული გემოვნებაა."
Says a McDonald’s Europe executive, “Across Europe with 40 different markets, there are 40 sets of tastes."
636394.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
თითოეულ კონკრეტულ ბაზარზეც არსებობს შესაბამისი განსხვავებები.
There are also differences within each market.
636395.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჩვენ ადგილობრივი ბაზარი, მაგრამ გლობალური ბრენდი ვართ.
We are a local market but a global brand.
636396.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
გლობალური მარკეტინგი: დაუკვირდი, რა ენით საუბრობ!
Global Marketing: Watch Your Language!
636397.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მრავალი გლობალური კომპანია სირთულეს განიცდის ენობრივი ბარიერის გადალახვაში, რისი შედეგიც ზოგჯერ უბრალო დაბნეულობაა, ზოგჯერ კი – სრული ფიასკო.
Many global companies have had difficulty crossing the language barrier, with results ranging from mild embarrassment to outright failure.
636398.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთი შეხედვით არასაზიანო სარეკლამო ფრაზები დამალულ და არაგამიზნულ მნიშვნელობას მოიცავენ სხვა ენებზე თარგმნის შემთხვევაში.
Seemingly innocuous brand names and advertising phrases can take on unintended or hidden meanings when translated into other languages.
636399.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
დაუკვირვებელმა თარგმანმა მარკეტოლოგი უცხოელი მომხმარებლის თვალში შესაძლოა საკმაოდ სულელურ მდგომარეობაში ჩააგდოს.
Careless translations can make a marketer look downright foolish to foreign consumers.
636400.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
კლასიკური ენობრივი შეცდომები მოიცავს სტანდარტული ბრენდის სახელებს, რომლებიც კარგად არ ითარგმნება.
The classic language blunders involve standardized brand names that do not translate well.