მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მრავალმა ფირმამ უკვე გაიარა საერთაშორისო განყოფილების ეტაპი და ჭეშმარიტ გლობალურ ორგანიზაციად გადაიქცა.
Many firms have passed beyond the international division stage and are truly global or- organizations.
636322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, რეჩით ბენკაიზერი (ერ-ბი), საოჯახო, ჯანდაცვის, პირადი მოვლისა და სამომხმარებლო პროდუქციის 11-მილიარდდოლარიანი ევროპული მწარმოებელი სხვადასხვა ნაცნობი ბრენდებით.
For example, consider Reckitt Benckiser (RB), an $11 billion European producer of household, health, and personal care products and consumer goods with a stable full of familiar brands.
636323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერ-ბი საქმიანობას 60-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებს.
RB has operations in more than 60 countries.
636324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მისი 400 მენეჯერი 53 სხვადასხვა ეროვნებისაა.
Its top 400 managers represent 53 different nationalities.
636325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ სათავო ოფისი დიდ ბრიტანეთშია, დიდი ბრიტანეთის მიმართულებას ხელმძღვანელობს იტალიელი, გერმანიაში ამერიკელი, ხოლო აშშ-ში დანიელი.
Although headquartered in the United Kingdom, an Italian runs its UK business, an American runs the German business, and a Dutchman runs the U.S. business.
636326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩინეთში საქმიანობას უძღვება ინდოელი, ბელგიელი აკონტროლებს ბრაზილიის მიმართულებას, ფრანგი კურირებს რუსეთს, არგენტინელი იაპონიას, ბრიტანელი შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას, ჩეხი კი — სამხრეთ აფრიკას.
An Indian runs the Chinese business, a Belgian the Brazilian business, a Frenchman the Russian business, an Argentine the Japanese business, a Brit the Middle East North Africa business, and a Czech the South Africa business.
636327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
„ჩვენი მაღალი რანგის მენეჯერების უმეტესობა საკუთარ თავს უფრო გლობალურ მოქალაქედ მოიაზრებს, ვიდრე რომელიმე მოცემული ქვეყნის მცხოვრებად“, – აცხადებს ერ-ბის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.
“Most of our top managers view themselves as global citizens rather than as citizens of any given nation,” – says RB’s chief executive officer.
636328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გასული ათწლეული კომპანიამ გლობალური მობილობის კულტურის შექმნა-ჩამოყალიბებაში გაატარა, რადგან მისი აზრით, ეს ახალი აზრების გენერირებისა და გლობალური მეწარმეების შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
The company has spent the past decade building a culture of global mobility because it thinks that’s one of the best ways to generate new ideas and create global entrepreneurs.
636329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოშვებული პროდუქტები, რაც გლობალური კროს-განაყოფიერების შედეგია, წმინდა მოგების 35-40% შეადგენს.
Products launched in the past three years—all the result of global cross-fertilization— account for 35–40 percent of net revenue.
636330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი, კომპანიამ ზრდაში აჯობა მის კონკურენტებს – პროქტერ & გემბელსს, უნილივერსა და ქოლგეითს.
Over the past few years, even during the economic downturn, the company has outperformed its rivals—P&G, Unilever, and Colgate—in growth.
636331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური ორგანიზაციები საკუთარ თავს ადგილობრივ მარკეტოლოგებად არ მოიაზრებენ, რომლებიც პროდუქციას საზღვარგარეთ ყიდიან, ისინი მიიჩნევენ, რომ გლობალური მარკეტოლოგები არიან.
Global organizations don’t think of themselves as national marketers who sell abroad but as global marketers.
636332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაღალი რანგის კორპორაციული ხელმძღვანელობა და მუშაკები გეგმავენ მსოფლიო საწარმოო მოწყობილობას, მარკეტინგულ პოლიტიკას, ფინანსებსა და ლოგისტიკის სისტემებს.
The top corporate management and staff plan worldwide manufacturing facilities, marketing policies, financial flows, and logistical systems.
636333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური საოპერაციო განყოფილებები პირდაპირ ანგარიშვალდებულნი არიან ორგანიზაციის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ან აღმასრულებელ კომიტეტთან და არა საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელთან.
The global operating units report directly to the chief executive or the executive committee of the organization, not to the head of an international division.
636334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
აღმასრულებლებს წვრთნიან მსოფლიო ოპერაციებში და არა მხოლოდ ადგილობრივ ან საერთაშორისო ოპერაციებში.
Executives are trained in worldwide operations, not just domestic or international operations.
636335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური კომპანიები ხელმძღვანელ პირებს ქირაობენ მრავალი სხვადასხვა ქვეყნიდან, ნაწილებსა და მარაგებს ყიდულობენ იქ, სადაც ყველაზე ნაკლები ღირს და ინვესტიციებს აბანდებენ იქ, სადაც მაღალია მოსალოდნელი მოგება.
Global companies recruit management from many countries, buy components and supplies where they cost the least, and invest where the expected returns are greatest.
636336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დღეს ძირითადი კომპანიები უფრო მეტად გლობალური უნდა გახდნენ, თუ უნდათ კონკურენციის წარმოება.
Today, major companies must become more global if they hope to compete.
636337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იმ პირობებში, როდესაც უცხოური კომპანიები წარმატებით იპყრობენ მათ ადგილობრივ ბაზრებს, კომპანიებმა უფრო აგრესიულად უნდა წაიწიონ უცხოური ბაზრებისაკენ.
As foreign companies successfully invade their domestic markets, companies must move more aggressively into foreign markets.
636338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსი: ადგილობრივ ბაზრებს მომსახურება გლობალური ბრენდით.
McDonald’s: Serving Local Markets with a Global Brand.
636339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამერიკელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მაკდონალდსი მისი საკუთარი ბრენდია.
Most Americans think of McDonald’s as their very own brand.
636340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსის პირველი ჯიხური კალიფორნიაში 1954 წელს გამოჩნდა.
The first McDonald’s stand popped up in California in 1954.