მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636361.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მას ასევე სირთულეები შეხვდა საიმედო მომწოდებლების მოძიებაში ისეთი უბრალო საკვებისთვისაც კი, როგორიცაა ჰამბურგერი და პური.
It had difficulty finding reliable suppliers for even such basics as hamburgers and buns.
636362.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, მან 45 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა ნედლეულის მწარმოებელი სისტემის შესაქმნელად.
So McDonald’s forked over $45 million to build a facility to produce these things itself.
636363.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
კანადიდან ტექნიკური ექსპერტებიც კი ჩამოიყვანეს და რუს ფერმერებს შეახვედრეს, რომ ესწავლებინათ როსიტ ბარბანკის კარტოფილის მოყვანა, რომელსაც შემდეგ გამოიყენებდნენ შემწვარი კარტოფილისათვის.
It even brought in technical experts from Canada with special strains of disease-resistant seed to teach Russian farmers how to grow Russet Burbank potatoes for french fries.
636364.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაკდონალდსმა აგრეთვე ააშენა საკუთარი პასტერიზაციის ქარხანა ახალი რძით უზრუნველსაყოფად.
McDonald’s built its own pasteurizing plant to ensure a plentiful supply of fresh milk.
636365.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც 1990 წლის იანვარში მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, ბოლოს და ბოლოს, მაკდონალდსი გაიხსნა, მან მალევე დაიპყრო რუსეთის მომხმარებლების გულები.
When the Moscow McDonald’s at Pushkin Square finally opened its doors in January 1990, it quickly won the hearts of Russian consumers.
636366.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუმცა კომპანია მაინც ბევრი პრობლემის წინაშე იდგა.
However, the company faced still more hurdles.
636367.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
რესტორანი პუშკინის მოედანზე უზარმაზარია – 26 სალარო აპარატით (იმაზე მეტი, რამდენიც ვოლმარტის სუპერცენტრში) და 900 ადგილით (მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მაკდონალდსში აშშ-ში მხოლოდ 40-50 ადგილია).
The Pushkin Square restaurant is huge—26 cash registers (more than you’ll find in a typical Walmart supercenter) and 900 seats (compared with 40 to 50 seats in a typical U.S. McDonald’s).
636368.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ასეთ პირობებში საშინელი იყო მომხმარებლების მომსახურების ლოგისტიკა, რასაც კიდევ უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ ძალიან ცოტა მუშაკსა თუ მომხმარებელს ესმოდა სწრაფი კვების ცნება.
The logistics of serving customers on such a scale was daunting, made even more difficult by the fact that few employees or customers understood the fast-food concept.
636369.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მან გაწვრთნა რუსი მენეჯერები ილინოისში, ჰამბურგერის უნივერსიტეტში და 630 ახალ მუშაკს (რომელთა უმეტესობა ვერ განასხვავებდა ქათმის მაკნაგესტს ეგ მაკმაფინისგან) 16-20-საათიანი გადამზადების კურსი გაატარა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ხორცის პატეს დამზადება, ფილო-ფიშის სენდვიჩის აწყობა და მომსახურება ღიმილით.
It trained Russian managers at Hamburger University in Illinois and subjected each of 630 new employees (most of whom didn’t know a chicken McNugget from an Egg McMuffin) to 16 to 20 hours of training on such essentials as cooking meat patties, assembling Filet-O-Fish sandwiches, and giving service with a smile.
636370.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმ დროს მაკდონალდსს მომხმარებელთა „გადამზადებაც“ კი მოუხდა – მოსკოველების უმეტესობას არც კი ენახა სწრაფი კვების რესტორანი.
Back in those days, McDonald’s even had to train consumers— most Muscovites had never seen a fast-food restaurant.
636371.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
რიგში მდგომ მომხმარებლებს უჩვენებდნენ სხვადასხვა სახის ვიდეორგოლებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი იგებდნენ ყველაფერს – დაწყებული იმით, როგორ შეეკვეთათ და გადაეხადათ დახლთან, დამთავრებული სავარძელზე პალტოს გადაკიდებითა და ბიგ მაკისათვის თავის გართმევით.
Customers waiting in line were shown videos telling them everything—from how to order and pay at the counter, to how to put their coats over the backs of their seats, to how to handle a Big Mac.
636372.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მოსკოვის ახალმა მაკდონალდსმა საოცრად დაიწყო საქმიანობა.
However, the new Moscow McDonald’s got off to a spectacular start.
636373.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
50 000 მომხმარებელმა მოიყარა თავი რესტორანთან გახსნის პირველ დღეს.
An incredible 50,000 customers swarmed the restaurant during its first day of business.
636374.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
და, როგორც სჩვევია, მაკდონალდსმა დაუყოვნებლივ დაიწყო საზოგადოების ჩართვა.
And in its usual way, McDonald’s began immediately to build community involvement.
636375.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
გახსნის დღეს მან 700 მოსკოველ უდედმამო ბავშვს დიდი წვეულება მოუწყო და იმ დღეს შემოსული მთლიანი თანხა მოსკოვის ბავშვთა ფონდს გადაურიცხა.
On opening day, it held a kickoff party for 700 Muscovite orphans and then donated all the opening-day proceeds to the Moscow Children’s Fund.
636376.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
დღეს, პირველი რესტორნის გახსნიდან 20 წლის შემდეგ, მაკდონალდსი ყვავის რუსეთში.
Today, just over 20 years after opening its first restaurant there, McDonald’s is thriving in Russia.
636377.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
პუშკინის ქუჩაზე არსებული რესტორანი მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ადგილია, ხოლო რუსეთი ოქროს გვირგვინია მაკდონალდსის გლობალურ იმპერიაში.
The Pushkin Square location is now the busiest McDonald’s in the world, and Russia is the crown jewel in McDonald’s global empire.
636378.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
რუსეთში არსებული კომპანიის 245 რესტორნიდან თითოეული წელიწადში საშუალოდ 90 000 ადამიანს ემსახურება – რაც ორჯერ აღემატება 122 სხვა ქვეყანაში მდებარე მაკდონალდსის თითოეული მაღაზიის კლიენტურას.
The company’s 245 restaurants in Russia each serve an average of 900,000 diners a year— twice the per-store traffic of any of the other 122 countries in which McDonald’s operates.
636379.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიუხედავად მსურველთა გრძელი რიგებისა, მაკდონალდსი საკმაოდ დაკვირვებით ადევნებს თვალყურს, რამდენად სწრაფად აფართოებს საქმიანობას რუსეთში.
Despite the long lines of customers, McDonald’s has been careful about how rapidly it expands in Russia.
636380.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბოლო წლებში მან დაიწყო სწრაფი ზრდის სტრატეგიის კონტროლი და მეტი ყურადღება გაამახვილა პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და შემოსავლიანობაზე.
In recent years, it has reined in its rapid growth strategy and focused instead on improving product and service quality and profitability.