მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636801.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საბოლოოდ, რასაც ამერიკის მარკეტინგის სისტემას საყვედურობენ, სოციალურად დაუცველი მომხმარებლის ცუდი მომსახურებაა.
Finally, the American marketing system has been accused of poorly serving disadvantaged consumers.
636802.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ქალაქში მცხოვრებ ღარიბებს ხშირად უწევთ საქონლის შედარებით პატარა მაღაზიებში შეძენა, სადაც დაბალი ხარისხის პროდუქცია უფრო მაღალ ფასად იყიდება.
For example, critics claim that the urban poor often have to shop in smaller stores that carry inferior goods and charge higher prices.
636803.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ქვეყნის მასშტაბის სავაჭრო ქსელების მაღაზიების არსებობა ღარიბულ უბნებში ფასების დაწევას უწყობს ხელს.
The presence of large national chain stores in low-income neighborhoods would help to keep prices down.
636804.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა, კრიტიკოსების თქმით, დიდი ქსელების ხელმძღვანელები წარმოსახვით „წითელ ხაზებს“ ავლებენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით დასახლებული უბნების გარშემო და იქ თავიანთი მაღაზიების გახსნას ერიდებიან.
However, the critics accuse major chain retailers of “redlining,” drawing a red line around disadvantaged neighborhoods and avoiding placing stores there.
636805.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, აშშ-ში ღარიბთა უბნებში 30%-ით ნაკლები სუპერმარკეტია, ვიდრე შედარებით შეძლებულთა უბნებში.
For example, the nation’s poor areas have 30 percent fewer supermarkets than affluent areas do.
636806.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამის შედეგად ბევრი დაბალანაზღაურებადი მომხმარებელი იმყოფება ე.წ. სურსათის უდაბნოში, რომლითაც სავსეა პატარა მაღაზიები, სადაც იყიდება გაყინული პიცა, სხვადასხვა ბურგერები - თუ ნახევარფაბრიკატები, მაგრამ იშვიათია ხილი, ბოსტნეული, ახალი თევზი და ქათამი.
As a result, many low-income consumers find themselves in what one expert calls “food deserts,” which are awash with small markets offering frozen pizzas, Cheetos, Twinkies, and Cokes, but fruits and vegetables or fresh fish or chicken are out of reach.
636807.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
"დაბალშემოსავლიან უბნებში შეგიძლია რამდენიმე კილომეტრი ისე გაიარო, რომ ერთი ვაშლი და კომბოსტოც კი ვერ იყიდო“, - ამბობს ამ პრობლემაზე მომუშავე ერთ-ერთი ჯგუფის, ფუდ ტრასტის აღმასრულებელი დირექტორი.
“In low-income areas, you can go for miles without being able to find a fresh apple or a piece of broccoli,” says the executive director of The Food Trust, a group that’s trying to tackle the problem.
636808.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თავის მხრივ, ჯანმრთელი და ხელმისაწვდომი პროდუქტების დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს ასეთი უბნების მომხმარებლების ჯანმრთელობაზე.
In turn, the lack of access to healthy, affordable fresh foods has a negative impact on the health of consumers in these areas.
636809.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასეთივე „წითელი ხაზების“ გავლებაში ადანაშაულებენ დაზღვევის, საკრედიტო მომსახურების, საბანკო და სამედიცინო დარგებსაც.
Similar redlining charges have been leveled at the insurance, consumer lending, banking, and healthcare industries.
636810.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუმცა ბოლო დროს მომხმარებელთა უფლებების დამცველნი ბანკებსა და საკრედიტო ორგანიზაციებს საპირისპირო ქმედებებში ადანაშაულებენ.
Most recently, however, consumer advocates charged that banks and mortgage lenders were practicing “reverse-redlining”.
636811.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს უკანასკნელნი ქალაქის ღარიბულ უბნებს კი არ ერიდებიან, არამედ ზუსტად ეს უბნები ჰყავთ სამიზნედ არჩეული და მათ ექსპლუატაციას ეწევიან – აქაურ მოსახლეობას სარისკო იპოთეკურ კრედიტებს სთავაზობენ.
Instead of staying away from people in poor urban areas, they targeted and exploited them by offering them risky subprime mortgages.
636812.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასეთ არასტანდარტულ კრედიტს ხშირად სარგებლის ცვალებადი განაკვეთი აქვს თავდაპირველად ძალიან დაბალია, შემდეგ კი მკვეთრად იზრდება.
These subprime mortgages often featured adjustable interest rates that started out very low but quickly increased.
636813.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როდესაც პროცენტი იზრდება, ბევრი მომხმარებელი იპოთეკური სესხის რეგულარულად გადახდას ვეღარ ახერხებს.
When interest rates went up, many owners could no longer afford their mortgage payments.
636814.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სახლების ფასების მკვეთრი შემცირებით ეს მომხმარებლები ვალებში აღმოჩნდებიან და მათი ვალები მათივე სახლების გასაყიდ ფასს აღემატება, ამას მოჰყვება მასობრივი გაკოტრებები, გირაოს გამოსყიდვის უფლების ჩამორთმევები და, საბოლოოდ, იპოთეკური სესხების კრიზისი.
And as housing prices dropped, these owners were trapped in debt and owed more than their houses were worth, leading to bankruptcies, foreclosures, and the subprime mortgage crisis.
636815.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აშკარაა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უკეთესი მარკეტინგული სისტემები უნდა შეიქმნას.
Clearly, better marketing systems must be built to service disadvantaged consumers.
636816.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სინამდვილეში, ბევრი მარკეტოლოგი მომგებიანად აწვდის ასეთ მომხმარებელს ხარისხიან საქონელსა და მომსახურებას.
In fact, many marketers profitably target such consumers with legitimate goods and services that create real value.
636817.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
იმ შემთხვევებში, როცა თეთრი ლაქების ამოყვანაზე მარკეტოლოგები უარს ამბობენ, საქმეში ხშირად მთავრობა ერთვება.
In cases in which marketers do not step in to fill the void, the government likely will.
636818.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგის ზემოქმედება მთლიანად საზოგადოებაზე.
Marketing’s Impact on Society as a Whole.
636819.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამერიკულ მარკეტინგულ სისტემას სდებენ ბრალს იმაში, რომ ამერიკულ საზოგადოებას, როგორც მთლიანს, რამდენიმე დამატებით „ბოროტებას“ სთავაზობს, მაგალითად, მეტისმეტი მატერიალიზმის ხელშეწყობას, საზოგადოებრივი საქონლის სიმცირესა და კულტურის „დაბინძურებას“.
The American marketing system has been accused of adding to several “evils” in American society at large, such as creating too much materialism, too few social goods, and a glut of cultural pollution.
636820.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ყალბი სურვილები და გადაჭარბებული მატერიალიზმი.
False Wants and Too Much Materialism.