მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637021.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დღეს 10 მილიონზე მეტი გამაგრილებელი სასმელების ავტომატი და მაცივარი უზარმაზარ ენერგიას შთანთქავს და კოკა-კოლას გასაცივებლად სათბურის ძლიერ გაზებს, ე.წ. ჰიდროფლუოროკარბონებს იყენებს.
Currently, some 10 million vending machines and refrigerated coolers gobble up energy and use potent greenhouse gases called hydrofluorocarbons (HFCs) to keep Cokes cold.
637022.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მათ გამოსარიცხად კომპანიამ 40 მილიონი დოლარი დახარჯა კვლევებში და ცოტა ხნის წინათ დაიწყო მათგან თავისუფალი მაცივრების დაყენება, რომლებიც 30-40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
To eliminate them, the company invested $40 million in research and recently began installing sleek new HFC-free coolers that use 30 to 40 percent less energy.
637023.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამასთან, კოკა-კოლა აცხადებს, რომ ხდება „წყალნეიტრალური“, რისთვისაც ინტენსიურ კვლევებს ატარებს, რათა მის ბოთლებში ნაკლები წყალი იკარგებოდეს, რაც ხელს შეუწყობს წყლის მარაგის შენარჩუნებას დედამიწაზე.
Coca-Cola also aims to become “water neutral” by researching ways to help its bottlers waste less water and protect or replenish watersheds around the world.
637024.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დასასრულს, კომპანიებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ საკუთარი მდგრადობის ხედვა, რომელიც მეგზურობას გაუწევს მომავალში.
Finally, companies can develop a sustainability vision, which serves as a guide to the future.
637025.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს აჩვენებს, როგორ უნდა განვითარდეს კომპანიის პროდუქტი და მომსახურება, საწარმოო პროცესები და პოლიტიკა, რომ კომპანიამ სამომავლო მიზნებს მიაღწიოს.
It shows how the company’s products and services, processes, and policies must evolve and what new technologies must be developed to get there.
637026.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სწორედ მდგრადობის ეს ხედვაა ის საძირკველი, რომელზეც უნდა იდგას გარემოს დაბინძურების კონტროლი, პროდუქტის მართვა და ახალი გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.
This vision of sustainability provides a framework for pollution control, product stewardship, and new environmental technology for the company and others to follow.
637027.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
დღეს კომპანიების უმეტესობა ყველაზე დიდ ინვესტიციებს გარემოს დაბინძურების პრევენციაში ახორციელებს.
Most companies today focus on investing most heavily in pollution prevention.
637028.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ზოგი კომპანია წინაც იყურება და პროდუქტის მართვასა თუ ახალი, გარემოსთვის უვნებელი ტექნოლოგიების შექმნას ცდილობს.
Some forward-looking companies practice product stewardship and are developing new environmental technologies.
637029.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ერთეულ კომპანიებს კარგად ჩამოყალიბებული მდგრადი ხედვაც აქვთ.
Few companies have well-defined sustainability visions.
637030.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ცხრილის მარცხენა უჯრებში ინვესტირება კომპანიას დღეს კარგ პოზიციაში აყენებს, მაგრამ სამომავლოდ ძალიან მგრძნობიარე ხდება.
Investing only in the left half of the grid puts a company in a good position today but leaves it vulnerable in the future.
637031.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამისგან განსხვავებით, მარჯვენა უჯრებზე ფოკუსირება იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიას გარემოსთან მიმართებით კარგი ხედვა აქვს, მაგრამ იმის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, რომ ამ ხედვას ხორცი შეასხას.
In contrast, a heavy emphasis on the right half suggests that a company has good environmental vision but lacks the skills needed to implement it.
637032.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასე რომ, კომპანიებმა გარემოს მდგრადობის ოთხივე მიმართულებით უნდა იმუშაონ.
Thus, companies should work at developing all four dimensions of environmental sustainability.
637033.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ზუსტად ასე იქცევა, მაგალითად, ვოლმარტი.
Walmart, for example, is doing just that.
637034.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
გარემოს მდგრადობისკენ მიმართული ქმედებებისა და მომხმარებელზე მათი ზემოქმედების გზით იგი ბოლო წლების საუკეთესო „ეკოძიძა“ გახდა მსოფლიოში.
Through its own environmental sustainability actions and its impact on the actions of suppliers, Walmart has emerged in recent years as the world’s super “eco-nanny”.
637035.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ასეთივე მდგრადობის მაღალი სტანდარტებით მოქმედებს უნილევერიც.
Unilever is also setting a high sustainability standard.
637036.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უკანასკნელი ექვსი წლის შედეგების მიხედვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდგრად კორპორაციად აღიარეს გარემოს დაცვის თვალსაზრისით „მსოფლიოს 100 ყველაზე მდგრადი კორპორაციის“ რეიტინგში.
For six years running it has been named one of the most sustainable corporations in the annual “Global 100 Most Sustainable Corporations in the World” ranking.
637037.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უნილევერს ბევრი პროგრამა აქვს, რომელთა მეშვეობითაც აკონტროლებს თავისი წარმოების ზემოქმედებას გარემოზე.
Unilever has multiple programs in place to manage the environmental impacts of its own operations.
637038.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„მსოფლიო უზარმაზარი ეკოლოგიური წნეხის ქვეშაა," - ამბობს კომპანია.
“The world faces enormous environmental pressures,” says the company.
637039.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მდგრადი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა და, ამას გარდა, მომხმარებლებს, მიმწოდებლებსა და სხვებსაც ამისკენ ვუბიძგოთ“.
“Our aim is to make our activities more sustainable and also encourage our customers, suppliers, and others to do the same”.
637040.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„ზედა საფეხურზე“ კომპანიის ნედლეულის ორ მესამედზე მეტი სოფლის მეურნეობიდან მოდის, ამიტომ კომპანია მიმწოდებლებს ეხმარება, რომ შეიმუშაონ მეურნეობის მდგრადი მეთოდები, რომლებიც თავად იუნილევერის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური შედეგების თვალსაზრისით.
On the “upstream side,” more than two-thirds of Unilever’s raw materials come from agriculture, so the company helps suppliers develop sustainable farming practices that meet its own high expectations for environmental and social impacts.