მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637101.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ყოვლისმომცველ მისიებთან ასოცირებული ბრენდები საუკეთესოდ ემსახურებიან როგორც თავად ბრენდის, ასევე მომხმარებლების ინტერესებს.
Brands linked with broader missions can serve the best long-term interests of both the brand and consumers.
637102.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, პედიგრი მაღალი ხარისხის საკვებს ამზადებს ძაღლებისთვის.
For example, PEDIGREE makes good dog food.
637103.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როგორც პედიგრის მარკეტოლოგი ამბობს, ლოზუნგი „საუკეთესოდ ასახავს ჩვენს საქმიანობას“.
The tagline “is the perfect encapsulation of everything we stand for,” says a PEDIGREE marketer.
637104.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საკმარისია ერთი შეხედოთ პედიგრის რეკლამას ან ვებგვერდი Pedigree.com დაათვალიეროთ, რომ მაშინვე მიხვდებით, ბრენდის უკან მდგარ ადამიანებს ნამდვილად სწამთ, რომ „ძაღლები მაგრები არიან“.
One look at a PEDIGREE ad or a visit to the PEDIGREE.com Web site confirms that the people behind the PEDIGREE brand really do believe the “Dogs rule” mission.
637105.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უფრო მეტიც, კომპანიაში მოქმედებს შიდა „დოგმა“, რომელიც მოუწოდებს თანამშრომლებს, სამსახურში თან იყოლიონ ძაღლები.
An internal manifesto called “Dogma” even encourages employees to take their dogs to work and on sales calls.
637106.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ბრენდის ლოზუნგის შემდგომი რეალიზების მიზნით კომპანიამ ჩამოაყალიბა „პედიგრის ძაღლების აყვანის ფონდი“, რომელმაც მილიონობით დოლარი შეაგროვა ძაღლებისთვის პატრონების მოსაძებნად.
To further fulfill the brand promise, the company created The PEDIGREE Adoption Drive Foundation, which has raised millions of dollars for helping “shelter dogs” find good homes.
637107.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მისიის აღქმის მარკეტინგმა პედიგრი სამყაროს ნომერ პირველ ბრენდად აქცია ძაღლების კვების სფეროში.
Sense-of-mission marketing has made PEDIGREE the world’s number-one dog food brand.
637108.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ზოგიერთი კომპანია თავის კორპორაციულ მისიას ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში აყალიბებს.
Some companies define their overall corporate missions in broad societal terms.
637109.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, საველე აღჭურვილობისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმა პატაგონიის მისია ვიწრო კონტექსტში იქნებოდა „საველე აღჭურვილობისა და ტანსაცმლის გაყიდვა“.
For example, defined in narrow product terms, the mission of outdoor gear and apparel maker Patagonia might be “to sell clothes and outdoor equipment”.
637110.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ამის ნაცვლად პატაგონიამ თავისი მისია ყოვლისმომცველი გახადა და გამოაცხადა, რომ ამზადებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომელიც მაქსიმალურად ნაკლებად აზიანებს გარემოს.
However, Patagonia states its mission more broadly, as one of producing the highest quality products while doing the least harm to the environment.
637111.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თავიდანვე, პატაგონიამ სოციალურად საპასუხისმგებლო მისია აიღო საკუთარ თავზე.
From the start, Patagonia has pursued a passionately held social responsibility mission.
637112.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ჩვენთვის, პატაგონიელებისთვის, „ველური და ლამაზი ადგილების სიყვარული მათი გადარჩენისთვის ბრძოლას ნიშნავს, ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ პლანეტის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების საწინააღმდეგო პროცესებს“.
For us at Patagonia, “a love of wild and beautiful places demands participation in the fight to save them, and to help reverse the steep decline in the overall environmental health of our planet”.
637113.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ჩვენი არსებობის მიზანია „საუკეთესო პროდუქტის შექმნა და არასაჭირო, ზიანის თავიდან აცილება, ბიზნესმა შთაგონება უნდა მისცეს ეკოლოგიური კრიზისის გადაჭრის გზების ძიებას და განხორციელებას“.
Our reason for being is to “build the best product and cause no unnecessary harm—to use business to inspire and implement solutions to the environmental crisis”.
637114.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„მიუხედავად ამისა, მშვენივრად ვიცით, რომ ჩვენი საქმიანობა ეკოლოგიაზე გარკვეულ კვალს ტოვებს."
"Yet we’re keenly aware that everything we do as a business—or have done in our name—leaves its mark on the environment."
637115.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
არ არსებობს სრულყოფილად მდგრადი ბიზნესი, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობთ ნაკლები კვალი დავტოვოთ და ნაკლებად დავაზიანოთ.
As yet, there is no such thing as a sustainable business, but every day we take steps to lighten our footprint and do less harm.
637116.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
1985 წლიდან მოყოლებული, კომპანია მოგების 10%-ს ეკოლოგიური პროექტების მხარდასაჭერად მიმართავს.
Each year since 1985, the company has given away 10 percent of its pretax profits to support environmental causes.
637117.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
იგი თავის დროს, სერვისებს, არასაგადასახადო მოგების 10%-ს და გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მინიმუმ 1%-ს ასობით ეკოლოგიურ ჯგუფს ახმარს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ ეკოლოგიური ზარალის შესამცირებლად.
Today, it donates its time, services, and at least 1 percent of sales or 10 percent pretax profits to hundreds of grassroots environmental groups all over the world who work to help reverse the environmental tide.
637118.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
წლების განმავლობაში ისეთი ცნობილი და „პრინციპების მოგებაზე წინ დამყენებელი“ კომპანიები, როგორებიც არიან: პატაგონია, ბენ & ჯერისი, ბოდი შოპი და ბარტს ბიზი, არც ისე კარგი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებისთვის იბრძოდნენ.
Over the years, companies such as Patagonia, Ben & Jerry’s, The Body Shop, and Burt’s Bees—all known and respected for putting “principles before profits”—have at times struggled with less-than-stellar financial returns.
637119.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში წამოვიდა სოციალური საქმიანობის სპეციალისტების ახალი თაობა, ამ კარგად მომზადებულმა ბიზნესმენეჯერებმა მშვენივრად იციან, რომ „კარგი საქმის“ გასაკეთებლად ჯერ მომგებიანი ბიზნესოპერაციები უნდა განახორციელონ.
In recent years, however, a new generation of social entrepreneurs has emerged, well-trained business managers who know that to “do good,” they must first “do well” in terms of profitable business operations.
637120.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
როგორც თავის დასაწყისში მოთხრობილი ისტორიიდან გავიგეთ, ტიმბერლენდის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ შვარცი ამ პროცესს „კომერციისა“ და „სამართლიანობის“ დიდებულ და მომგებიან კავშირს უწოდებს.
As we learned in the chapter-opening story, Timberland CEO Jeff Swartz refers to this as the beautiful—and profitable—nexus between “commerce” and “justice”.