მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ერთი ხედვა გვეუბნება, რომ ამ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავისუფალმა ბაზარმა და სამართლებრივმა სისტემამ.
One philosophy is that the free market and the legal system should decide such issues.
637162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ კომპანიები და მათი მენეჯერები არ არიან პასუხისმგებელნი მორალურ გადაწყვეტილებებზე.
Under this principle, companies and their managers are not responsible for making moral judgments.
637163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიებს შეუძლიათ საღი აზრის გათვალისწინებით გააკეთონ ის, რის უფლებასაც ბაზარი და სამართლებრივი სისტემა იძლევა.
Companies can in good conscience do whatever the market and legal systems allow.
637164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მეორე ხედვის თანახმად, პასუხისმგებლობა ეკისრება არა სისტემას, არამედ ინდივიდუალურ კომპანიებსა და მენეჯერებს.
A second philosophy puts responsibility not on the system but in the hands of individual companies and managers.
637165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აღნიშნული ხედვა უფრო პრინციპულია და კომპანიებს „სოციალური ცნობიერების“ ქონას ავალდებულებს.
This philosophy suggests that a company should have a “social conscience”.
637166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიები და მენეჯერები ვალდებულნი არიან, მაღალი ეთიკური და მორალური სტანდარტებით იხელმძღვანელონ,როდესაც კორპორაციულ გადაწყვეტილებებს იღებენ და მნიშვნელობა არ აქვს, „რის უფლებას იძლევა სისტემა“.
Companies and managers should apply high standards of ethics and morality when making corporate decisions, regardless of “what the system allows”.
637167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ისტორიაში უამრავი მაგალითი გვხვდება, როდესაც კომპანიამ იურიდიულად გამართულად, მაგრამ უპასუხისმგებლოდ იმოქმედა.
History provides an endless list of examples of company actions that were legal but highly irresponsible.
637168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თითოეულმა კომპანიამ და მარკეტინგის მენეჯერმა აუცილებელია შეიმუშაოს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და ეთიკური ქცევის ფილოსოფია.
Each company and marketing manager must work out a philosophy of socially responsible and ethical behavior.
637169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საზოგადოებრივი მარკეტინგის კონცეფციის თანახმად, თითოეული მენეჯერი ვალდებულია არ შემოიფარგლოს მხოლოდ სამართლებრივი საკითხებით და შეიმუშაოს სტანდარტები პიროვნული კეთილსინდისიერების, კორპორაციული ცნობიერების და მომხმარებლების გრძელვადიანი კეთილდღეობის გათვალისწინებით.
Under the societal marketing concept, each manager must look beyond what is legal and allowed and develop standards based on personal integrity, corporate conscience, and long-run consumer welfare.
637170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუ ეთიკის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს ღიად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე მივუდგებით, მომხმარებლებთან ჩამოყალიბდება ნდობასა და გულწრფელობაზე დაფუძნებული, მჭიდრო ურთიერთობა.
Dealing with issues of ethics and social responsibility in an open and forthright way helps to build strong customer relationships based on honesty and trust.
637171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სინამდვილეში, უამრავი კომპანია ცდილობს მომხმარებლების ჩართვას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კამპანიებში.
In fact, many companies now routinely include consumers in the social responsibility process.
637172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
2007 წლის შემოდგომაზე მატელის რამდენიმე საუკეთესოდ გაყიდვად სათამაშოში თუთიის საღებავი აღმოჩნდა, მატელი იძულებული გახდა, მილიონობით სათამაშო უკან დაებრუნებინა.
In the fall of 2007, the discovery of lead paint on several of its best-selling products forced Mattel to make worldwide recalls on millions of toys.
637173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მიუხედავად საფრთხეებისა, კომპანიამ ყოველგვარი ყოყმანისა და ინციდენტის მიჩქმალვის გარეშე მოახდინა რეაგირება.
Threatening as this was, rather than hesitating or hiding the incident, the company’s brand advisors were up to the challenge.
637174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სწრაფმა და გადამწყვეტმა ნაბიჯებმა მატელის ბრენდს მომხმარებლების ნდობა შეუნარჩუნა და უფრო მეტიც, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაყიდვების მოცულობა 6%-ით გაიზარდა.
Their quick, decisive response helped to maintain consumer confidence in the Mattel brand, even contributing to a 6 percent sales increase over the same period from the year before.
637175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ესენი იყვნენ 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების 400 დედა ფლეიგრაუნდის საზოგადოებიდან, ეს კერძო ონლაინქსელი თავად მატელის მსოფლიო მომხმარებლების ინტერესების დაცვის დეპარტამენტმა დააფუძნა 2007 წლის ივნისში „დედების მოსმენისა და მათი ცხოვრებისა თუ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით“.
They were the 400 moms with kids ages 3 to 10 who constitute The Playground community, a private online network launched by Mattel’s worldwide consumer insights department in June 2007 to “listen to and gain insight from moms’ lives and needs”.
637176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საზოგადოება ფლეიგრაუნდის წევრები კრიზისის პერიოდში ინტენსიურად თანამშრომლობდნენ კომპანიასთან და მონაწილეობდნენ როგორც სათამაშოების დაბრუნების, ასევე საპასუხო გეგმის შემუშავების პროცესში.
Throughout the crisis, The Playground community members kept in touch with Mattel regarding the product recalls and the company’s forthright response plan, even helping to shape the post recall promotional strategy for one of the affected product lines.
637177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მატელის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს: „კრიზისის პერიოდშიც კი ის ბრენდები, რომლებიც ჩართულები არიან ორმხრივ დიალოგში მომხმარებელთან, კიდევ უფრო მჭიდრო და ნდობით აღსავსე ურთიერთობას აყალიბებენ“.
Even in times of crisis, “brands that engage in a two-way conversation with their customers create stronger, more trusting relationships,” says a Mattel executive.
637178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეკოლოგიის დაცვა და ეთიკური საკითხები განსაკუთრებით პრობლემატურია საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტებისთვის.
As with environmentalism, the issue of ethics presents special challenges for international marketers.
637179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, ქრთამის აღებ-მიცემა ამერიკაში მკაცრად აკრძალულია, გარდა ამისა, 60-ზე მეტ ქვეყანას ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს მრავალი შეთანხმება მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ.
For example, bribes and kickbacks are illegal for U.S. firms, and a variety of treaties against bribery and corruption have been signed and ratified by more than 60 countries.
637180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მიუხედავად ამისა, ეს ყოველივე დღემდე სტანდარტული ბიზნესპრაქტიკაა უამრავ ქვეყანაში.
Yet these are still standard business practices in many countries.