მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637141.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სასიამოვნო პროდუქტის პრობლემა გახლავთ ის, რომ კარგად იყიდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მომხმარებელს აზარალებს.
The challenge posed by pleasing products is that they sell very well but may end up hurting the consumer.
637142.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აქედან გამომდინარე, პროდუქტს სასურველია ჰქონდეს გრძელვადიანი სარგებელი და პარალელურად მისი სასიამოვნო თვისებები არ შემცირდეს.
The product opportunity, therefore, is to add long-run benefits without reducing the product’s pleasing qualities.
637143.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სამკურნალო პროდუქტს სასურველია დაემატოს სასიამოვნო თვისებები, რათა მომხმარებლისთვის უფრო სასურველი გახდეს.
The challenge posed by salutary products is to add some pleasing qualities so that they will become more desirable in consumers’ minds.
637144.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, პეპსიკომ დაიქირავა „იდეალისტი მეცნიერების“ ჯგუფი, რომელსაც სათავეში ედგა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი.
For example, PepsiCo recently hired a team of “idealistic scientists,” headed by a former director of the World Health Organization.
637145.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ექიმები, მედიცინის მუშაკები და ჯანსაღი ცხოვრების წესის სხვა მიმდევრები პეპსიკოს ჯანდაცვის გლობალური პოლიტიკის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მუშაობენ და ეძებენ შედარებით ჯანსაღ ინგრედიენტებს თავიანთი მრავალფეროვანი პროდუქციისთვის.
The group of physicians, PhDs, and other health advocates, under the direction of PepsiCo’s vice president for global health policy, looks for healthier ingredients that can go into multiple products.
637146.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, მათი ძალისხმევის შედეგად შემუშავდა სრულიად ნატურალური, არაკალორიული შაქრის შემცვლელი, რომელიც დღეისათვის პეპსიკოს რამდენიმე პროდუქტში გვხვდება.
For example, their efforts led to an all-natural zero-calorie sweetener now featured in several new PepsiCo brands.
637147.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგული ეთიკა.
Marketing Ethics.
637148.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაღალი ეთიკური ნორმები მდგრადი მარკეტინგის ქვაკუთხედია.
Good ethics are a cornerstone of sustainable marketing.
637149.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
არაეთიკური მარკეტინგი გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანს აყენებს მომხმარებელს და მთელ საზოგადოებას.
In the long run, unethical marketing harms customers and society as a whole.
637150.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უფრო მეტიც, ის საბოლოო ჯამში ძირს უთხრის კომპანიის რეპუტაციას, აქვეითებს მის ეფექტურობას და საერთოდ, საფრთხეს უქმნის კომპანიის არსებობას.
Further, it eventually damages a company’s reputation and effectiveness, jeopardizing its very survival.
637151.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აქედან გამომდინარე, მდგრადი მარკეტინგის მიზნები, როგორიც არის მომხმარებლის და ბიზნესის გრძელვადიანი კეთილდღეობა, მხოლოდ ეთიკური მარკეტინგის მეშვეობით მიიღწევა.
Thus, the sustainable marketing goals of long-term consumer and business welfare can be achieved only through ethical marketing conduct.
637152.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კეთილსინდისიერი მარკეტოლოგები უამრავ მორალურ დილემას აწყდებიან.
Conscientious marketers face many moral dilemmas.
637153.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ვინაიდან ყველა მენეჯერს არ გააჩნია მყარი მორალური პრინციპები, კომპანიებმა აუცილებელია შეიმუშაონ „კორპორაციული მარკეტინგული ეთიკის პოლიტიკა“ ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო, რომლითაც იმოქმედებს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი.
Because not all managers have fine moral sensitivity, companies need to develop corporate marketing ethics policies—broad guidelines that everyone in the organization must follow.
637154.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აღნიშნული სახელმძღვანელო აუცილებელია შეეხოს დისტრიბუტორებთან ურთიერთობის საკითხებს, სარეკლამო სტანდარტებს, სამომხმარებლო სერვისებს, ფასების პოლიტიკას, პროდუქტის შემუშავებას და ზოგად ეთიკურ სტანდარტებს.
These policies should cover distributor relations, advertising standards, customer service, pricing, product development, and general ethical standards.
637155.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
საუკეთესო სახელმძღვანელოც კი ვერ მოიცავს მარკეტოლოგის წინაშე წარმოქმნილ ყველა რთულ ეთიკურ სიტუაციას.
The finest guidelines cannot resolve all the difficult ethical situations the marketer faces.
637156.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ცხრილში 20.1 ჩამოთვლილია რამდენიმე რთული ეთიკური პრობლემა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი მარკეტოლოგი.
Table 20.1 lists some difficult ethical issues marketers could face during their careers.
637157.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუ მარკეტოლოგი ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობას მიანიჭებს გაყიდვების მყისიერ მაჩვენებელს, ასეთ მარკეტინგს შეგვიძლია ვუწოდოთ მორალს მოკლებული და ამორალურიც კი.
If marketers choose immediate sales-producing actions in all these cases, their marketing behavior might well be described as immoral or even amoral.
637158.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
თუ მარკეტოლოგი საერთოდ უარს იტყვის ყოველგვარ მოქმედებაზე, მაშინ ის ვერ იქნება ეფექტური და თან უბედურად იგრძნობს თავს მუდმივი მორალური წნეხის გამო.
If they refuse to go along with any of the actions, they might be ineffective as marketing managers and unhappy because of the constant moral tension.
637159.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მენეჯერებმა აუცილებელია ჩამოაყალიბონ გარკვეული პრინციპები, რათა უკეთესად გაითავისონ თითოეული ვითარების მორალური მნიშვნელობა და გადაწყვიტონ, რამდენად შორს შეიძლება წასვლა საღი აზრის გათვალისწინებით.
Managers need a set of principles that will help them figure out the moral importance of each situation and decide how far they can go in good conscience.
637160.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ კომპანიებმა და მარკეტინგის მენეჯერებმა ეთიკის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე?
But what principle should guide companies and marketing managers on issues of ethics and social responsibility?