მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637201.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეთიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტის შემუშავების ციკლი ან კიდევ სადისტრიბუციო სისტემა.
It’s just as important as our product development cycle or our distribution system.
637202.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს არის პატივისცემასა და გულწრფელობაზე დაფუძნებული კულტურა და არა წუთიერი კრიზისის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა.
It’s about creating a culture based on integrity and respect, not a culture based on dealing with the crisis of the day.
637203.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ჩვენ ყოველდღე ვეკითხებით საკუთარ თავს, ვიქცევით თუ არა სწორად”?
We ask ourselves every day, ‘Are we doing the right things?’”
637204.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი კომპანია.
The Sustainable Company.
637205.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მარკეტინგს საფუძვლად უდევს რწმენა, რომ მომხმარებლების მოთხოვნილებების და სურვილების შემსრულებელი კომპანიები წარმატებულები არიან.
At the foundation of marketing is the belief that companies that fulfill the needs and wants of customers will thrive.
637206.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს, გამიზნულად თუ ძალაუნებურად აზიანებს მათ - საზოგადოების სხვა წევრებს ან მომავალ თაობებს — აუცილებლად წარუმატებელი იქნება.
Companies that fail to meet customer needs or that intentionally or unintentionally harm customers, others in society, or future generations will decline.
637207.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ერთ-ერთი დამკვირვებელი ამბობს: „მდგრადობა ბიზნესის აღმავალი მეგატრენდია, ისევე როგორც ელექტროფიკაცია და მასობრივი წარმოება, ის უდიდეს გავლენას ახდენს კომპანიის კონკურენტუნარიანობაზე და პასუხისმგებელია მის გადარჩენაზეც კი".
Says one observer, “Sustainability is an emerging business megatrend, like electrification and mass production, that will profoundly affect companies’ competitiveness and even their survival”.
637208.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი კომპანიები ქმნიან ფასეულობებს მომხმარებლებისთვის სოციალურად, ეკოლოგიურად და ეთიკურად გამართული ღონისძიებების მეშვეობით.
Sustainable companies are those that create value for customers through socially, environmentally, and ethically responsible actions.
637209.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მდგრადი მარკეტინგი ქმნის გარემოს, სადაც კომპანიებს შეუძლიათ ურთიერთმომგებიანი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან და შექმნან ღირებულება მომხმარებლისთვის, რათა მათგანაც მიიღონ სარგებელი დღეს თუ მომავალში.
Sustainable marketing provides the context in which companies can build profitable customer relationships by creating value for customers in order to capture value from customers in return—now and in the future.
637210.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვოლმარტი: მსოფლიოს სუპერ „ეკოძიძა“.
Walmart: The World’s Super Eco-Nanny.
637211.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
როცა „კარგ“ კორპორაციებზე ვფიქრობთ – ანუ კომპანიებზე, რომლებიც თავიანთი მდგრადი ქმედებებით ხელს უწყობენ გარემოს შენარჩუნებას – ალბათ, უპირველესად, გვახსენდება პატაგონია, ტიმბერლენდი, ბენ & ჯერიზი, ჰოულ ფუდ მარკეტი ან სტოუნიფილდ ფარმი.
When you think of the corporate “good guys”—companies that are helping to save the world through sustainable actions— you probably think of names like Patagonia, Timberland, Ben & Jerry’s, Whole Foods Market, or Stonyfield Farm.
637212.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
როგორც აღმოჩნდა, დღეს არც ერთი კომპანია არ აკეთებს იმდენს ეკოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისით, რამდენსაც ვოლმარტი.
When it comes to sustainability, perhaps no company in the world is doing more good these days than Walmart.
637213.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
აი, რას წერს ერთი სკეპტიკურად განწყობილი ჟურნალისტი: „კომპანია, რომლის 2600 სავაჭრო ცენტრს მინიმუმ 190 კმ2 მიწა უჭირავს; კომპანია, რომლის ავტოსადგომების საერთო ფართობი – 300 კმ2 – ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპას ფართობის ტოლია, რომელსაც 2004 წელს დიდძალი ჯარიმების გადახდა მოუხდა ქვეყნის ცხრა შტატში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის, დღეს მწვანე რელიგიის მიმდევარი გახდა“.
Notes one incredulous reporter: “The company whose 2,600 supercenters take up at least 46,000 acres of earth, whose 117 square miles of asphalt parking lots add up to the size of Tampa, Florida, and who in 2004 faced fines for violating environmental laws in nine states, has found green religion”.
637214.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
კრიტიკოსები დიდხანს ლანძღავდნენ ვოლმარტს მრავალი სახის სოციალურად საზიანო ქმედებებისთვის, უსამართლო შრომითი პრაქტიკით დაწყებული და მცირე დასახლებების განადგურებით დამთავრებული.
Critics have long bashed Walmart for a broad range of alleged social misdeeds, from unfair labour practices to destroying small communities.
637215.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამიტომ ბევრ მომხმარებელს უკვირს, როცა ესმის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია დედამიწის ბუნების დაცვის საქმეშიც პირველ ადგილზეა.
So, many consumers are surprised to learn that the world’s largest company is also the world’s biggest crusader for the cause of saving the world for future generations.
637216.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვოლმარტი სწრაფად ყალიბდება მსოფლიოს სუპერ „ეკოძიძად“.
Walmart is rapidly emerging as the world’s super “eco-nanny”.
637217.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
გრძელვადიან პერიოდში ვოლმარტის გაცხადებული გარემოსდაცვითი მიზნებია 100 პროცენტით განახლებადი ენერგიის გამოყენება, ნულოვანი ნარჩენები და მხოლოდ ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომელიც გარემოს არ აზიანებს.
In the long run, Walmart’s stated environmental goals are to use 100 percent renewable energy, create zero waste, and sell only products that sustain the world’s environment.
637218.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ მიზნების მისაღწევად ვოლმარტიარა მხოლოდ საკუთარ სავაჭრო ცენტრებს „ამწვანებს“, არამედ აქტიურად მუშაობს თავის 100 ათას მომწოდებელთან, 2,2 მილიონ დაქირავებულ თანამშრომელთან და ყოველკვირეულად მის მაღაზიებში შემოსულ 200 მილიონ მომხმარებელთან, რათა ისინიც ასევე მოიქცნენ.
Toward that goal, Walmart is not only greening up its own operations but also working with its vast networks of 100,000 suppliers, 2. million employees, and the 200 million customers who walk through its doors every week to get them to do the same.
637219.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვოლმარტს მთელ მსოფლიოში თითქმის 7,900 მაღაზია აქვს და ეს უზარმაზარი მაღაზიები ასევე უზარმაზარი რაოდენობით ენერგიასა და სხვა რესურსებს მოიხმარენ.
Walmart operates almost 7,900 stores around the world, and its huge stores are gluttons for energy and other resources.
637220.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამიტომ მაღაზიების მეტი ეფექტიანობისკენ გადადგმულ თითოეულ პატარა ნაბიჯსაც კი უზარმაზარი შედეგის მოტანა შეუძლია გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
So even small steps toward making stores more efficient can add up to huge environmental savings.