მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637181.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მსოფლიო ბანკის თანახმად, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ქრთამის მიცემის ფაქტი ფიქსირდება.
The World Bank estimates that bribes totalling more than $1 trillion per year are paid out worldwide.
637182.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქრთამს ყველაზე ხშირად იძლეოდნენ ინდური, რუსული და ჩინური კომპანიები.
One study showed that the most flagrant bribe-paying firms were from India, Russia, and China.
637183.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
სხვა კორუფციულ ქვეყნებს შორის აღსანიშნავია ერაყი, მიანმანი და ჰაიტი.
Other countries where corruption is common include Iraq, Myanmar, and Haiti.
637184.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კორუფცია ყველაზე იშვიათია შვედეთში, ახალ ზელანდიასა და დანიაში.
The least corrupt were companies from Sweden, New Zealand, and Denmark.
637185.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ჩნდება კითხვა, რამდენად უნდა დაიცვას ეთიკური სტანდარტები კომპანიამ, როდესაც იძულებულია კონკურენტუნარიანი იყოს დაბალი სტანდარტების მქონე ქვეყნებში.
The question arises as to whether a company must lower its ethical standards to compete effectively in countries with lower standards.
637186.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მრავალ სამრეწველო თუ პროფესიულ ასოციაციას გააჩნია ეთიკის კოდექსი, უამრავი კომპანია ახლა ცდილობს საკუთარი კოდექსის შემუშავებას.
Many industrial and professional associations have suggested codes of ethics, and many companies are now adopting their own codes.
637187.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მაგალითად, ამერიკის მარკეტინგულმა ასოციაციამ შეიმუშავა .
For example, the American Marketing Association.
637188.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიები ქმნიან სასწავლო პროგრამებს მენეჯერებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ეთიკური საკითხების შესახებ და შეძლონ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
Companies are also developing programs to teach managers about important ethical issues and help them find the proper responses.
637189.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აქ ტარდება ეთიკის საკითხებზე ვორკშოპები (სამუშაო შეხვედრები), სემინარები და იქმნება ეთიკის კომიტეტები.
They hold ethics workshops and seminars and create ethics committees.
637190.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
უფრო მეტიც, მსხვილი ამერიკული კომპანიების უმეტესობამ აიყვანა მაღალი დონის ეთიკის ოფიცრები, რომლებსაც ევალებათ ეთიკური საკითხების განხილვა და თანამშრომლების ეთიკური პრობლემების გადაჭრა.
Furthermore, most major U.S. companies have appointed high-level ethics officers to champion ethical issues and help resolve ethics problems and concerns facing employees.
637191.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
მან 2002 წელს დააფუძნა გლობალური ეთიკის ოფისი და შექმნა ეთიკის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გლობალური ეთიკის მაღალი დონის ოფიცერი.
In 2002, PwC established a global ethics office and comprehensive ethics program, headed by a high-level global ethics officer.
637192.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეთიკის პროგრამა იწყება ქცევის კოდექსით, სახელწოდებით „როგორ ვაკეთებთ ბიზნესს.“
The ethics program begins with a code of conduct called “The Way We Do Business”.
637193.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიის თანამშრომლები ეცნობიან ქცევის კოდექსს და ეთიკის ტრენინგ-პროგრამებიდან სწავლობენ რთული ეთიკური საკითხების გადაჭრას, რომელიც მაშინვე იწყება, როგორც კი თანამშრომელი მუშაობას დაიწყებს და გრძელდება მთელი კარიერის განმავლობაში.
PwC employees learn about the code of conduct and about how to handle thorny ethics issues in comprehensive ethics training programs, which start when the employee joins the company and continue throughout the employee’s career.
637194.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
აღნიშნულ პროგრამაში შედის ეთიკური დახმარების ხაზი და მიმდინარეობს რეგულარული კომუნიკაცია ყველა დონეზე.
The program also includes an ethics helpline and regular communications at all levels.
637195.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სამუელ დიპიაცა ამბობს: „ცხადია, მხოლოდ დოკუმენტის გავრცელება საკმარისი არ არის."
“It is obviously not enough to distribute a document,” says PwC’s former CEO, Samuel DiPiazza.
637196.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
"ჩვენს ყველა ნათქვამსა თუ საქმეში ეთიკა დევს“.
“Ethics is in everything we say and do”.
637197.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
რა თქმა უნდა, კოდექსები და ეთიკის პროგრამები ეთიკურ ქცევას არ უზრუნველყოფს.
Still, written codes and ethics programs do not ensure ethical behavior.
637198.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეთიკის დაცვა და სოციალური პასუხისმგებლობის აღება მთელი კორპორაციის ძალისხმევას მოითხოვს.
Ethics and social responsibility require a total corporate commitment.
637199.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
ეს უნდა იყოს კორპორაციული კულტურის ნაწილი.
They must be a component of the overall corporate culture.
637200.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მდგრადი მარკეტინგი: სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა
„ჩემთვის ეთიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ის ღრმად არის ჩანერგილი ჩვენს პიროვნებასა და საქმიანობაში."
“I see ethics as a critical issue deeply embedded in who we are and what we do."