მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637241.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ და ხსენებულ მდგრადობასთან დაკავშირებული სხვა მიზნების მისაღწევად ვოლმარტი მრავალრიცხოვან მიმწოდებლებს სთხოვს, შეისწავლონ თავიანთი პროდუქტების ნახშირბადის სიცოცხლის ციკლი და კარგად დაფიქრდნენ საქონლის წარმოების, ნედლეულის მიღების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების მეთოდებზე.
To accomplish this and other sustainability goals, Walmart is asking its huge corps of suppliers to examine the carbon life cycles of their products and rethink how they source, manufacture, package, and transport these goods.
637242.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვოლმარტი უფრო შორს მიდის და ქმნის საკუთარი „მდგრადობის ინდექსს“ — მიმწოდებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით – რომელიც ასახავს მის მიერ გაყიდული ყველა პროდუქტის სიცოცხლის ციკლს და უკავშირდება კომპანიის ნებისმიერ საქმიანობას, წყლის გამოყენებითა და ატმოსფეროში სათბურის გაზის გამოყოფით დაწყებული და სამართლიანი შრომითი პირობების შექმნით დამთავრებული.
Walmart is even developing a Sustainability Index—based on information provided by suppliers—that tracks the life cycle of every product it sells, measuring it on everything from water use and greenhouse gas emissions to fair labor practices.
637243.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
რამდენიმე წელიწადში ვოლმარტი აპირებს თავის ყველა პროდუქტზე ამ ინდექსის ამსახველი ეტიკეტის დართვას, თითოეული პროდუქტის ეკოლოგიური მიზანშეწონილობისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების მასშტაბების მითითებით.
Within a few years, Walmart wants to place a Sustainability Index tag on all its goods that details each product’s ecofriendliness and social impact.
637244.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაღალი ქულების მქონე პროდუქტები ვოლმარტის მაღაზიებში განსაკუთრებული პრივილეგიებით და, სავარაუდოდ, თაროზე მეტი ადგილით ისარგებლებენ.
High-scoring products will earn preferential treatment—and likely more shelf space—in Walmart stores.
637245.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვოლმარტის მასშტაბების გამო, მომწოდებლების მიერ პროდუქტისა თუ შეფუთვის სულ ოდნავი ცვლილებაც კი მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
Because of Walmart’s size, even small supplier product and packaging changes have a substantial environmental impact.
637246.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, ვოლმარტის მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა, კომპანია პი & ჯიმ შექმნა ტუალეტის ქაღალდის ახალი შეფუთვა და ოთხი ჩვეულებრივი რულონის ქაღალდი ერთ პატარა რულონში გააერთიანა.
For example, to meet Walmart’s requests, P&G developed a mega roll technology for its Charmin brand, which combines the sheets of four regular toilet paper rolls into one small roll.
637247.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ თითქოსდა მცირე ცვლილების შედეგად წელიწადში 89,5 მილიონი მუყაოს გულარი და 163 ტონა შესაფუთი ცელოფანი დაიზოგა.
The seemingly minor change saves 89. million cardboard rolls and 360,000 pounds of plastic packaging wrap a year.
637248.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამას გარდა, ეს ვოლმარტს საშუალებას აძლევს, თავის სატვირთო მანქანებზე 42%-ით მეტი ახალი ქაღალდი დატვირთოს, რითაც წელიწადში დაახლოებით 200 ათას ლიტრ საწვავს ზოგავს.
It also allows Walmart to ship 42 percent more units on its trucks, saving about 54,000 gallons of fuel a year.
637249.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მიმწოდებელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ვოლმარტის მდგრადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო, თუმცა უმეტესობა თანახმაა.
Although some suppliers are grumbling about Walmart’s heavy-handed sustainability requirements, most are joining in.
637250.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმის გამო, რომ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებას მიმწოდებლებს აკისრებს, ვოლმარტი გადაიქცა „გარემოს დაცვის ერთგვარ პრივატიზებულ სააგენტოდ, რომელსაც სამთავრობო სააგენტოზე გაცილებით უფრო ძლიერი ბერკეტები აქვს, – ამბობს ერთ-ერთი მიმომხილველი.
When imposing its environmental demands on suppliers, Walmart “has morphed into a sort of privatized Environmental Protection Agency, only with a lot more clout,” says an industry observer.
637251.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
"გარემოს დაცვის სააგენტოს მხოლოდ შვიდნიშნა ჯარიმის დაკისრება შეუძლია, ვოლმარტს კი შესწევს ძალა, კომპანიას თავისი ბრუნვის მეოთხედი ერთ წამში დააკარგვინოს“.
“The EPA can levy only a seven-figure fine, Walmart can wipe out more than a quarter of a business in one fell swoop”.
637252.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მდგრადობისადმი მიმართული ძალისხმევა ვოლმარტის თვით ყველაზე დიდი კრიტიკოსების მოწონებას იმსახურებს.
Walmart’s sustainability efforts have earned praise from even its harshest critics.
637253.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუმცა თავად ვოლმარტისთვის ეკოლოგიაზე ზრუნვა მხოლოდ „სწორი საქციელი“ როდია.
But for Walmart, leading the eco-charge is about more than just doing the right thing.
637254.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ის სასარგებლოა ბიზნესის თვალსაზრისითაც.
Above all, it also makes good business sense.
637255.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
უფრო ეფექტიანი ოპერაციები და ნაკლებნარჩენებიანი პროდუქცია არა მხოლოდ გარემოსთვისაა კარგი, არამედ ვოლმარტის ფულსაც ზოგავს.
More efficient operations and less wasteful products are not only good for the environment but also save Walmart money.
637256.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
შემცირებული ხარჯები, თავის მხრივ, ვოლმარტს იმის საშუალებას აძლევს, რაც ყოველთვის ყველაზე კარგად გამოსდიოდა – დაზოგოს მომხმარებლის ფული.
Lower costs, in turn, let Walmart do more of what it has always done best—save customers money.
637257.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
„ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ გრძელვადიან ძალისხმევას, რომელიც ჩვენს საქმიანობას მთლიანად შეცვლის ფარული დანახარჯების შემცირების, მომავალი თაობებისთვის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და მომხმარებლისთვის მდგრადი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდების გზით, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა ფული დაზოგონ და უფრო კარგად იცხოვრონ“.
“We’ve laid the foundation for a long-term effort that will transform our business by driving out hidden costs, conserving our natural resources for future generations, and providing sustainable and affordable products for our customers so they can save money and live better”.
637258.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
სოციალურ პასუხისმგებლობის მქონე მარკეტინგი: შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!
Socially Responsible Marketing: Making the World a Better Place!
637259.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც გაიგებთ ტერმინს „სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მარკეტინგი“, დიდი ალბათობით გაგახსენდებათ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: ბენ & ჯერისი, ბოდი შოპი, ბარტს ბიზი, სტოუნიფილდ ფარმზი, პატაგონია, ტომს შუზი და სხვები.
Chances are, when you hear the term socially responsible business, a handful of companies leap to mind, companies such as Ben & Jerry’s, The Body Shop, Burt’s Bees, Stonyfield Farms, Patagonia, and TOMS Shoes, to name a few.
637260.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ და სხვა კომპანიებმა დაამკვიდრეს „ფასეულობებით მართული ბიზნესის“ და „მზრუნველი კაპიტალიზმის“ კონცეფციები.
Such companies pioneered the concept of “values-led business” or “caring capitalism”.