მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637281.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
პროდუქცია შეფუთულია ეკოლოგიური, ბიოდეგრადირებადი მასალით.
The products come in environmentally responsible, biodegradable packaging.
637282.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მეთოდმა მშვენივრად იცის, რომ მხოლოდ კეთილი საქმეების კეთება წარმატებას ვერ მოუტანს.
But Method knows that just doing good things won’t make it successful.
637283.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
კომპანიის დამფუძნებელი და „მთავარი ეკოლოგი“ ადამ ლოური ამბობს: „ბიზნესი ყველაზე მძლავრი იარაღია პლანეტის უკეთესობისკენ შესაცვლელად."
“Business is the most powerful agent for positive change on the planet,” says Method co-founder and “chief greenskeeper” Adam Lowry.
637284.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჩვენ გვინდა ყველაფერი აღვადგინოთ და გავამდიდროთ, რასაც შევეხებით, რათა რაც უფრო დიდი კომპანია გავხდებით, მით უფრო მეტი სარგებელი მოვიტანოთ.
We want to become restorative and enriching in everything we do so that the bigger we get, the more good we can create.
637285.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
სწორედ ამიტომ მეთოდი მუდმივად ეძებს არა მხოლოდ პროდუქტის ეკოლოგიურად გაუმჯობესების გზებს, არამედ მთლიანად კომპანიის გაუმჯობესების ხერხებს.
That’s why at Method, we are always looking for ways to not just make our products greener, but our company better.
637286.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მეთოდი სოციალურად საპასუხისმგებლო მისიის გარდა, კარგად აწყობილი ბიზნესია ჭკვიანური მარკეტინგით.
Beyond its social responsibility mission, Method is a well-run business and savvy marketer.
637287.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მეთოდი მხოლოდ პროდუქციის ეკოლოგიურ შემცველობაზე კი არ ზრუნავს, არამედ ყურადღებას პროდუქტის ხარისხსა და ინოვაციაზე ამახვილებს.
Instead of touting the eco-friendly properties of its products, Method emphasizes product performance and innovation.
637288.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს პროდუქცია ნამდვილად ამართლებს.
Its products really work.
637289.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
სულ რამდენიმე წელიწადში ჭკვიანურმა ბიზნესმა მეთოდი ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად აქცია 100 მილიონ დოლარზე მეტი წლიური შემოსავლით.
In only a few short years, through smart business practices, Method has become one of the nation’s fastest-growing companies, with more than $100 million in annual revenues.
637290.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამ პროცესში კომპანია თავისი სოციალური მიზნების მიღწევასაც ახერხებდა.
In the process, it’s achieving its broader social goals.
637291.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
დიდი სოციალური მიზნების მქონე პატარა კომპანიები ცალკე თემაა, თუმცა დღესდღეობით სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მისიები აღარ არის ახალი კომპანიების წინასწარ ჩაფიქრებული ექსკლუზიური სფერო.
Small companies with big social goals are one thing, however, today, socially responsible missions are no longer the exclusive domain of well-intentioned start-ups.
637292.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
სოციალური პასუხისმგებლობა ძირითად მიმართულებად იქცა და ყოვლისმომცველი „სამყაროს შეცვლის“ ინიციატივები ეკუთვნის უამრავ მსხვილ კორპორაციას,როგორებიც არიან: ვოლმარტი, ნაიკი, სტარბაქსი, მარსი და პეპსიკო.
Social responsibility has gone mainstream, with large corporations— from Walmart and Nike to Starbucks, Mars, and PepsiCo—adopting broad-based “change the world” initiatives.
637293.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, ვოლმარტი – მზარდი სისწრაფით ხდება პლანეტის ეკოლოგიური „ძიძა“.
For example, Walmart is fast becoming the world’s leading eco-nanny.
637294.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეს ყველაფერი უფრო ბენ & ჯერისის ან მეთოდის ისტორიას გვახსენებს, ვიდრე მსხვილი, უპასუხისმგებლო კორპორაციის პოლიტიკას.
Sounding more like Ben & Jerry’s or Method than a large, uncaring corporation.
637295.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნაიკი აცხადებს: „ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრენდის სახელი, თანამშრომლების ენერგია და ჩვენი ბიზნესის მასშტაბურობა, რათა რეალურ ცვლილებას მივაღწიოთ“.
Nike states: “We can use the power of our brand, the energy and passion of our people, and the scale of our business to create meaningful change”.
637296.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნაიკის ერთ-ერთი მენეჯერი ამბობს: „ჩვენი მომხმარებლები სწორედ ამას ელიან ჩვენგან."
Says one Nike manager, “Our customers expect this from us."
637297.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
ზოგიერთი ბრენდი თავის დამკვიდრებას სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მისიებით ცდილობს.
Some brands are building their very identities around social responsibility missions.
637298.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პედიგრის ბრენდს აქვს მისია „ძაღლები მაგრები არიან“, რომლითაც კომპანია ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, აიყვანონ მაწანწალა ძაღლები და ხელი შეუწყონ ამ ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვას თავშესაფრებში.
For example, as previously discussed, Mars Inc.’s Pedigree brand is on a “Dogs rule” mission to urge people to adopt homeless dogs and support the care of these animals in shelters.
637299.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
2010 წელს კომპანიამ 1,5 მილიონი დოლარის გრანტი გადასცა ცხოველთა 1000-მდე თავშესაფარს.
Last year, it distributed $1.5 million in grants to 1,000 animal shelters.
637300.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მარკეტინგი პრაქტიკაში
პედიგრი ფეისბუქის ყოველ ახალ შემომატებულ მომხმარებელზე ერთ ულუფა ძაღლის საკვებს აჩუქებს ცხოველთა თავშესაფრებს.
Pedigree donates one bowl of dog food to shelters every time it gets a Facebook fan.