მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637321.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ენვაირონმენტალიზმი ორგანიზებული სოციალური მოძრაობაა, რომელიც მიზნად ისახავს მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
Environmentalism is an organized social movement seeking to minimize the harm done to the environment and quality of life by marketing practices.
637322.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თანამედროვე ენვაირონმენტალიზმის პირველ ტალღას სათავეში ედგნენ გარემოს დამცველები და დაინტერესებული მომხმარებლები.
The first wave of modern environmentalism was driven by environmental groups and concerned consumers.
637323.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მეორე ტალღის სათავეში ფედერალური ხელისუფლება აღმოჩნდა, მათ გარემოზე ზეგავლენის მქონე წარმოებებისთვის კანონები და რეგულაციები დაამტკიცეს.
The second wave was driven by the federal government, which passed laws and regulations governing industrial practices impacting the environment.
637324.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ენვაირონმენტალიზმის პირველი ორი ტალღა ახლა მესამე და უფრო ძლიერ ტალღაში გადადის, როდესაც კომპანიები თავად ცდილობენ არ დააზიანონ გარემო.
The first two environmentalism waves are now merging into a third and stronger wave, in which companies are accepting responsibility for doing no environmental harm.
637325.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ასეთი კომპანიები ეკოლოგიური მდგრადობის პოლიტიკას შეიმუშავებენ და ქმნიან სტრატეგიას, სადაც დაბალანსებულია ეკოლოგიური უსაფრთხოების და კომპანიის მოგების საკითხები.
Companies now are adopting policies of environmental sustainability—developing strategies that both sustain the environment and produce profits for the company.
637326.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კონსიუმერიზმი და ენვაირონმენტალიზმი მდგრადი მარკეტინგის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
Both consumerism and environmentalism are important components of sustainable marketing.
637327.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 4 - აღწერეთ მდგრადი მარკეტინგის პრინციპები.
Objective 4 - Describe the principles of sustainable marketing.
637328.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მრავალი კომპანია თავიდან ეწინააღმდეგებოდა სოციალურ მოძრაობებსა და შესაბამის კანონებს, მაგრამ დღესდღეობით უმეტესობა აღიარებს მომხმარებლის ინფორმირების, განათლებისა და დაცვის უპირატესობებს.
Many companies originally resisted these social movements and laws, but most now recognize a need for positive consumer information, education, and protection.
637329.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მდგრადი მარკეტინგის კონცეფციის თანახმად, კომპანიის მარკეტინგული გუნდი ვალდებულია ხელი შეუწყოს მარკეტინგული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
Under the sustainable marketing concept, a company’s marketing should support the best long-run performance of the marketing system.
637330.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მდგრადი მარკეტინგის ხუთი ძირითადი პრინციპი ასეთია: მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი, მომხმარებლისთვის ფასეულობის მიწოდებაზე ორიენტირებული მარკეტინგი, ინოვაციური მარკეტინგი, მისიის აღქმის მარკეტინგი და საზოგადოებრივი მარკეტინგი.
It should be guided by five sustainable marketing principles: consumer-oriented marketing, customer-value marketing, innovative marketing, sense-of-mission marketing, and societal marketing.
637331.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზან 5 - განმარტეთ ეთიკის როლი მარკეტინგში.
Objective 5 - Explain the role of ethics in marketing.
637332.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიები სულ უფრო ხშირად აცნობიერებენ პოლიტიკის და სამოქმედო სახელმძღვანელოების შემუშავების აუცილებლობას, რათა მენეჯერებმა უფრო იოლად შეძლონ მარკეტინგული ეთიკის საკითხების გააზრება.
Increasingly, companies are responding to the need to provide company policies and guidelines to help their managers deal with questions of marketing ethics.
637333.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რა თქმა უნდა, საუკეთესო სახელმძღვანელოც კი ვერ გადაჭრის ყველა რთულ ეთიკურ პრობლემას, რაც ინდივიდებისა და ფირმების წინაშე დგას.
Of course, even the best guidelines cannot resolve all the difficult ethical decisions that individuals and firms must make.
637334.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიუხედავად ამისა, მარკეტინგის სპეციალისტებს რამდენიმე პრინციპს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.
But there are some principles from which marketers can choose.
637335.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ერთ-ერთი პრინციპის თანახმად, ეთიკური საკითხების მოგვარება თავისუფალი ბაზრისა და სამართლებრივი სისტემის მოვალეობაა.
One principle states that the free market and the legal system should decide such issues.
637336.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მეორე და უფრო გულისხმიერი პრინციპი პასუხისმგებლობას სისტემას კი არა, ცალკეულ კომპანიებსა და მენეჯერებს აკისრებს.
A second and more enlightened principle puts responsibility not on the system but in the hands of individual companies and managers.
637337.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თითოეული ფირმა და მარკეტინგის მენეჯერი ვალდებულია შეიმუშაოს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და ეთიკური ქცევის ფილოსოფია.
Each firm and marketing manager must work out a philosophy of socially responsible and ethical behaviour.
637338.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მდგრადი მარკეტინგის კონცეფციის თანახმად, მენეჯერები ვალდებულნი არიან არ შემოიფარგლონ მხოლოდ იურიდიულად დასაშვებ ღონისძიებებზე ფიქრით და შეიმუშაონ პიროვნულ ღირსებაზე, კორპორაციულ ცნობიერებაზე და მომხმარებლების გრძელვადიან კეთილდღეობაზე დაფუძნებული სტანდარტები.
Under the sustainable marketing concept, managers must look beyond what is legal and allowable and develop standards based on personal integrity, corporate conscience, and long-term consumer welfare.
637339.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგის სპეციალისტებს მომხმარებელზე ინფორმაცია სჭირდებათ და ელექტრონული შპიონაჟის ინდუსტრიაც პასუხობს ამ მოთხოვნას ინტერნეტის მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებით.
Marketers are hungry for customer information, and the electronic tracking industry is answering the call by gathering consumer Internet behavior data.
637340.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 20. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
უოლ სტრიტ ჯორნალის თანამედროვე კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკის 50-მა ყველაზე პოპულარულმა ვებგვერდმა კვლევაში გამოყენებულ კომპიუტერში 3,000-ზე მეტი ფაილი ჩაწერა შპიონაჟისთვის.
A recent investigation by the Wall Street Journal found that the fifty most popular U.S. Websites installed more than 3,000 tracking files on the computer used in the study.