მოიძებნა 669201 ჩანაწერი
638261.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
შესაგებლის ავტორმა განმარტა, რომ ნავსადგურიდან მუშაკთა გათავისუფლება მოხდა მოქმედი შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ თანამშრომლებზე ხორციელდებოდა დევნა, დისკრიმინაცია, ღირსების შელახვა, მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
The author of the counterclaim explained that the dismissal of the employees from the Port took place in conformity with the requirements of the Labour Code in force and the allegation of the claimant to the effect that the employees of the LLC “Poti Sea Port” were subjected to persecution, discrimination and humiliation of their dignity are groundless and no evidence in proof of the said allegation has been presented by the claimant.
638262.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
By means of his counterclaim, the Director General of the LLC “Poti Sea Port” did not recognize the claim and demanded from the court to refuse to satisfy it.
638263.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
ფოთის საქალაქო სასამართლოს, 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
Pursuant to the ruling of Poty City Court from March 21, 2008, the claim was not satisfied because of its being groundless.
638264.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ თენგიზ ჯაიანი, ზაზა ტორჩინავა, მამუკა შენგელია, სერგო თირქია, მერაბ რომანაშვილი მუშაობდნენ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“: თენგიზ ჯაიანი, რომან რომანაშვილი, გიორგი ღურჯია - ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ცვლის უფროსად, სერგო თირქია - ენერგეტიკის სამსახურის ოსტატად, ხვიჩა გოგია - მექანიზაციისა და ტექნოლოგიის სამსახურის 42-ტონიანი საკონტეინერო გადამტვირთველის ცვლის მძღოლ-ოპერატორად, მამუკა შენგელია - ცენტრალური სარემონტო მექანიკური სახელოსნოს ოსტატად, ვახტანგ თირქია - სარკინიგზო სამსახურის სავაგონო ოპერაციების ცვლის დისპეტჩერად.
It was established by the Court that Tengiz Djaiani, Zaza Torchinava, Mamuka Shengelia, Sergo Tirkia, Merab Romanashvili worked for the LLC “Poti Sea Port”: Tengiz Djaiani, Roman Romanashvili, Giorgi Gurdjia – at the oil-loading terminal as shiftman, Sergo Tirkia – as a skilled workman of Power Engineering Service, Khvicha Gogia – as shift driver-operator of 42-tonne container re-loader of the Mechanization And Technology Service, Mamuka Shengelia – as a skilled workman of the Central Mechanical-repair Department, Vakhtang Tirkia – as shift dispatcher of carload operations of the Railway Service.
638265.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
დადგენილ იქნა ასევე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები 2007 წლის 15 ნოემბერს მონაწილეობას იღებდნენ ნავსადგურის თანამშრომლების მიერ გამართულ აქციაში.
There was also established the factual circumstance of the case that on November 15, 2007, the claimants took part in the rally held by the employees of the Port.
638266.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
დადგენილ იქნა, რომ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ უფროსის 2007 წლის 23 ოქტომბრის და 2007 წლის 30 ნოემბრის ბრძანებებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტის და 38-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
It was established that pursuant to orders from the Director General of the LLC “Poti Sea Port” of October 23, 2007, and November 30, 2007, based on paragraph (d) of Article 37 and Article 38 of the Labour Code, the labour relations were terminated with the claimants and they were dismissed from their offices.
638267.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
გათავისუფლებისას მოსარჩელეებმა მიიღეს ერთი თვის შრომის ანაზღაურება.
Upon their dismissal, the claimants were paid the remuneration of labour due for one month.
638268.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
დადგენილ იქნა, რომ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ უფროსის 2007 წლის 31 ოქტომბრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ნავსადგურის პროფკომიტეტის მიერ გამოთავისუფლებულ იქნა მათ მიერ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის შენობაში დაკავებული სამუშაო ოთახი.
It was established that based on the written demand from the Head of the LLC “Poti Sea Port” dated October 31, 2007, the Trade Union Committee of the port vacated the workroom it occupied in the premises of the Administration of the LLC “Poti Sea Port”.
638269.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმებით მიიჩნია, რომ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მუშაკთა გათავისუფლების ბრძანებები შედგენილი იყო კანონმდებლობის, კერძოდ შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ.
On examining the established factual circumstances of the case, the court of first instance held that the orders concerning the dismissal of the employees of the LLC “Poti Sea Port” were drawn up in conformity with the Legislation, namely Articles 37, 38 of the Labour Code and, therefore, held the claim concerning the reinstatement in employment to be groundless.
638270.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მუშაკთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მიღებული ბრძანებები მიიჩნია კანონშეუსაბამოდ, მოსარჩელეთა მოთხოვნას განაცდურის ანაზღაურებაზე უთხრა უარი.
Taking into consideration the factual circumstance that the Court held the orders issued in respect to the dismissal of the employees from office to be contrary to the Law, the demand of the claimants concerning the compensation of their forced lay-up time was not satisfied.
638271.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ ნავსადგურის ადმინისტრაცია ახორციელებდა დისკრიმინაციას თანამშრომლებზე, რადგან მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი სასამართლოში ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
The Court did not take into consideration the explanation of the claimants to the effect that the Administration of the Port allegedly practised discrimination against its employees, as far as the claimants could not present to the Court any evidence in proof of this factual circumstance.
638272.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ უფროსის 2007 წლის 31 ოქტომბრის განკარგულების - (ნავსადგურის პროფკომიტეტის სამუშაო ოთახის გამოთავისუფლების) გაუქმების შესახებ - სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და ნავსადგურის მუშაკთა პროფესიული კავშირს შორის 2007 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილ იყო 2004 წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება და შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“, როგორც მესაკუთრეს შეეძლო დასაბუთებული პრეტენზიის გამო სხვისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
As for the plaintiff's claim in respect to the cancellation of the decree from the Head of the LLC “Poti Sea Port” of October 31, 2007 (concerning the vacation of the workroom of the Union Committee of the Port), the said claim, in conformity with Article 170 of the Labour Code of Georgia, was held by the Court to be groundless, as far as from January 01, 2007, the Collective Agreement between the LLC “Poti Sea Port” and the Trade Union of the Port, concluded in 2004, was terminated and the LLC “Poti Sea Port” as the proprietor was entitled, based on the valid demand, to claim the item of property from other entities.
638273.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ, ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
The said ruling was appealed on a cassation basis by the claimant, who demanded to cancel the ruling in question and to satisfy the claim.
638274.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან“ მუშაკთა გათავისუფლების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას.
In the main session of the Court of Appeal, a representative of the appellants explained that in case of the dismissal of the employees from the LLC “Poti Sea Port” there had taken place discrimination.
638275.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
2007 წლის 15 ოქტომბრის აქციასა და მუშაკთან გათავისუფლებას შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი.
There was causal relationship between the rally of October 15, 2007 and the dismissal of the employees.
638276.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
შრომის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად აკრძალულია შრომით ურთიერთობებში რაიმე სახის დისკრიმინაცია.
In accordance with Article 2 of the Labour Code, any kind of discrimination in labour relations shall be prohibited.
638277.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს სპეციალური კატეგორიის დასაქმებულების გათავისუფლების სპეციალურ წესს.
Part 3 of Article 23 of the Georgian Law on Trade Unions provides for a special procedure for the dismissal of the employees of special category.
638278.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული შრომის კოდექსის 38-ე მუხლით და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი განსხვავებულად არეგულირებს დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების წესს, და ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლს, რადგან ეს არის სპეციალური და უფრო ახალი კანონი.
Article 38 of the Labour Code, applied by the court of first instance, and Article 23 of the Georgian Law on Trade Unions govern the procedure for the dismissal of employees differently, and in this case preference is given to Article 23 of the Georgian Law on Trade Unions, because it is a special and newer legislation.
638279.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, დამსაქმებელი ვალდებული იყო პროფკავშირების წევრების განთავისუფლებამდე მიეღო წინასწარი თანხმობა შესაბამისი პროფკავშირული ორგანოდან - ფოთის პორტის პროფკავშირული ორგანოდან.
According to the explanation of the representative of the appellant, the employer was obliged, prior to dismissing the Trade Union members, to obtain advance consent from a relevant labour organization, i.e. the Trade Union of Poti Seaport.
638280.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
აღნიშნულ საფუძველზე მითითებით აპელანტთა წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
Referring to the ground indicated above, the representative of the appellants demanded to cancel the ruling appealed against and to satisfy the claim.