მოიძებნა 668048 ჩანაწერი
638301.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი, ან სხვა სპეციალური კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის“ 26-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოქმედებს საქართველოს შრომის კოდექსი და განსახილველი დავის გადაწყვეტისას სწორედ ამ კანონის ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.
The issues, which are not governed by this Code or some other special law, are governed by the Civil Code of Georgia in accordance with part 2 of Article 26 of the Georgian Law on Normative Acts, there applies the Labour Code of Georgia and the provisions of this very law must be applied when solving the dispute under consideration.
638302.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
რადგან განსახილველი დავის საგანს დასაქმებულთა შრომის ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად აღიარება წარმოადგენს, შესაბამისად დავის გადასაწყვეტად შრომის კოდექსის ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან სწორედ იგია სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს ხელშეკრულების მოშლის, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.
As far as the invalidation of the order concerning the termination of labour relations is the subject of the dispute under consideration, consequently, the provisions of the Labour Code must be applied in order to solve this dispute, since the Code is a special legislation regulating the basis for the abrogation of the contract and the termination of labour relations between the employer and the employee.
638303.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული კოდექსი დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არ ითვალისწინებს მესამე პირთა, მათ შორის პროფკავშირის თანხმობას.
The Chamber explains that the said Code does not provide for the consent of third parties, including trade unions, in cases of termination of labour relations with employees.
638304.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
შესაბამისად, შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორის გასაჩივრებული ბრძანებები არ შეიძლება ბათილად ცნობილ იქნას პროფკავშირების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, რადგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მხოლოდ შრომის კოდექსითაა რეგლამენტირებული.
Consequently, the appealed orders of the Director General of the LLC “Poti Sea Port” cannot be invalidated pursuant to the Georgian Law on Trade Unions as far as the termination of labour relations is regulated only by the Labour Code.
638305.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე # ას-680-1010-07 არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროფკავშირთან შეთანხმების აუცილებლობის შესახებ.
In relation to a case of a similar category, namely case No AS-680-1010-07, the Supreme Court did not share the opinion of the cassator that it was necessary to agree the issue of his dismissal with the trade union.
638306.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
მან მიიჩნია რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ „შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მესამე პირთა, მათ შორის პროფკავშირის თანხმობას.
It held that the inferior court had rightfully ruled that “the Labour Code does not provide for the consent of third parties, including trade unions, in cases of termination of labour relations with employees”.
638307.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გათავისუფლებულ მუშაკთა მიმართ განხორციელდა შრომის კანონმდებლობით აკრძალული დისკრიმინაცია, რადგან მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
The Chamber cannot either agree with the opinion of the appelants to the effect that the dismissed employees were subjected to the discrimination, prohibited under the labour legislation, as far as the claimants could not indicate any evidence in proof of the said factual circumstance.
638308.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
Under Article 102 of the Code of Civil Procedure of Georgia, each party must prove the circumstances upon which it bases its demand and counterclaim.
638309.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
ამ გარემოებათა დამტკიცება ხდება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით თუ ნივთიერი მტკიცებულებებით.
These circumstances are proved by the explanations of the parties themselves, by the testimony of witnesses and by means of material evidence.
638310.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
პალატა დაუდასტურებლად მიიჩნევს აპელანტთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, რომ არა პროფკავშირების წევრობა და მასში აქტიური საქმიანობა, მხარეებს შრომითი ურთიერთობა გაუგრძელდებოდათ.
The Chamber holds that the opinion of the appellants to the effect that, but for their membership of and intense activity within the Trade Unions, the labour relations with the Parties would have been prolonged, to be unconfirmed.
638311.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
მოსარჩელეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწორედ პროფკავშირის წევრობისა და მასში საქმიანობის გამო ადგილი ჰქონდა მოსარჩელეთა შევიწროებას, მათთვის მტრული, დამამცირებელი ღირსების შემლახავი გარემოს შექმნას ან ისეთ მდგომარეობაში მათ ჩაყენებას, რამაც გააუარესა მათი მდგომარეობა ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
The claimants have presented to the court no proof which could attest that it was the membership of and activity within the Trade Union, that resulted in the persecution of the claimants, in the creation of a debasing and humiliating environment for them and in putting them into the state which deteriorated their plight as compared with other individuals under similar conditions.
638312.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
არცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა თუნდაც იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მართლა მიაკითხეს სახლში რომელიმე მოსარჩელეს და დააშინეს, მოსარჩელეებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
The claimants have not presented to the Court any witness who could at least attest to the fact that any claimant was really visited at home and intimidated.
638313.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
საპირისპირო განმარტებას აკეთებს მეორე მხარე და განმარტავს, რომ მსგავს ქმედებას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
A statement to the contrary is made by the adversary party, which explains that no such actions on the part of the Administration have taken place.
638314.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
საქმეში წარმოდგენილია იმ 30 თანამშრომლის სია, რომლებიც ორი თვის განმავლობაში 2007 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაათავისუფლა ადმინისტრაციამ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მათ შორისაა რამდენიმე მოსარჩელეც.
The case lists those 30 employees, who were dismissed by the Administration within the period of two months from October 2007 to December 2007 pursuant to paragraph (d) of Article 37 of the Labour Code, including several claimants.
638315.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა თვლის რომ სამუშაოდან დათხოვნა დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ შეხებია მხოლოდ მოსარჩელეებს (მოსარჩელეთა განმარტებით პროფკავშირის აქტივისტებს) და მას უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონდა.
Based on the aforesaid, the Chamber holds that the dismissal from employment within the specified period of time has not affected only the claimants (Union activists, according to the explanation of the claimants) and was in fact of a more extensive nature.
638316.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
საქართველოს შრომის კოდექსში საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება თავისი სურვილის მიხედვით დაიქირაოს ან გაათავისუფლოს თანამშრომლები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მესაკუთრემ შრომითი ურთიერთობა გააგრძელოს მისთვის მისაღებ და სასურველ კანდიდატთან.
The Labour Code of Georgia, in conformity with paragraph 2 of Article 30 of the Georgian Constitution, provides for the right of an owner, at his/her discretion to employ or dismiss the employees, which means that an owner shall prolong labour relations with the candidates who are agreeable and desirable for him/her.
638317.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დისკრიმინაციად იქნეს მიჩნეული.
The said circumstance cannot be deemed to be discrimination.
638318.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
შრომის კოდექსის მეორე მუხლის მეხუთე ნაწილი დისკრიმინაციად არ თვლის პირთა განსხვავების აუცილებლობას, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან და არის მესაკუთრის მიზნის მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
Part 5 of Article 2 of the Labour Code does not deem the necessity to make a distinction between individuals, which results from the inherent essence and specificity of the work and is a commensurate and indispensable means for the attainment of the objectives of the owner, to be discrimination.
638319.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
ნიშანდობლივია, რომ მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით მოსარჩელეთა და დანარჩენ პირთა გათავისუფლებისას ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად არ იცოდა გათავისუფლებული 30 თანამშრომლიდან ვინ იყო პროფკავშირის წევრი და ვინ არა.
It is significant that, according to the explanation of the representatives of the defendant, at the moment of the dismissal of the claimants and other persons, the Administration did not in fact know, which ones of the 30 dismissed employees were members of the Trade Union and which ones were not.
638320.
საერთაშორისო ურთიერთობები | განჩინება საქართველოს სახელით
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მითითება მათი დისკრიმინაციის თაობაზე დაუსაბუთებელია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
Based on the aforesaid, the Chamber holds that the allegation of the claimants about their discrimination is groundless, which fact rules out the possibility of the claim to be satisfied.