მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639021.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი მოვიხსენიო ამასწინანდელი განხილვები, გამართული იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა შორის, რომლებიც ეხებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის შესასწავლი მოწყობილობის გასაუმჯობესებლად გამიზნულ პროექტს (შემდგომში „პროექტად“ წოდებულს), და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი ღონისძიებანი.
Excellency, I have the honour to refer to the recent discussions held between the representatives of the Government of Japan and of the Government of Georgia concerning the project for the Improvement of Japanese Language Learning Equipment of Tbilisi State University (hereinafter referred to as " the Project"), and to propose on behalf of the Government of Japan the following arrangements.
639022.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
საქართველოში იაპონური ენის შესწავლისთვის ხელშეწყობის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და სამართლებრივი ნორმების თანახმად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს თვრამეტ მილიონ შვიდას ათას იენამდე თანხის ოდენობით (შემდგომში „გრანტად“ წოდებულს).
For the purpose of contributing to the promotion of Japanese language education in Georgia, the Government of Japan shall extend to the Government of Georgia, in accordance with the relevant laws and regulations of Japan, a grant up to Eighteen Million and Seven Hundred Thousand yen (hereinafter referred to as “the Grant”).
639023.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
გრანტი გამოიყოფა მოცემულ ღონისძიებათა ძალაში შესვლის თარიღსა და 2009 წლის 31 მარტს შორის პერიოდში.
The Grant shall be available during the period between the date of entry into force of the present arrangements and March 31, 2009.
639024.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
The period may be extended by mutual consent between the authorities concerned of the two Governments.
639025.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
საქართველოს მთავრობამ გრანტი უნდა გამოიყენოს ჯეროვნად და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რათა შეძენილ იქნეს პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს იაპონურ ან ქართულ პროდუქტებს (შემდგომში „მოწყობილობად“ წოდებულს) და მოწყობილობის შესყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებანი, მოწყობილობის საქართველოში ტრანსპორტირების ჩათვლით.
The Grant shall be used by the Government of Georgia properly and exclusively for the purchase of the equipment, which shall be products of Japan or Georgia, necessary for the execution of the Project (hereinafter referred to as “the Equipment”) and of services relating to procurement of the Equipment, including the transportation of the Equipment to Georgia.
639026.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
ზემომოყვანილი ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, როდესაც ორი ქვეყნის მთავრობები ამას აუცილებლად მიიჩნევენ, გრანტის ფარგლებში შეიძლება შეძენილ იქნეს მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს იაპონიის ან საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების პროდუქტებს.
Notwithstanding the provisions of sub­paragraph above, when the two Governments deem it necessary, the Equipment which are products of countries other than Japan or Georgia may be purchased under the Grant.
639027.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
საქართველოს მთავრობა ან მის მიერ დანიშნული ორგანო იაპონიის მოქალაქეებთან დებს კონტრაქტებს იაპონურ იენებში მე-3 პუნქტში მოხსენიებული მოწყობილობისა და მომსახურებათა შეძენის თაობაზე.
The Government of Georgia or its designated authority shall enter into contracts in Japanese yen with Japanese nationals for the purchase of the Equipment and services referred to in paragraph 3.
639028.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
ტერმინი „იაპონიის მოქალაქეები“, როდესაც იგი მოცემულ ღონისძიებებშია გამოყენებული, ნიშნავს იაპონელ ფიზიკურ პირებს ან იაპონიის იურიდიულ პირებს, კონტროლირებულს ფიზიკური პირების მიერ.
The term “Japanese nationals” whenever used in the present arrangements means Japanese physical persons or Japanese juridical persons controlled by Japanese physical persons.
639029.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
ამგვარი კონტრაქტების შესაფერისობა გრანტისათვის უნდა დაამოწმოს იაპონიის მთავრობამ.
Such contracts shall be verified by the Government of Japan to be eligible for the Grant.
639030.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
საქართველოს მთავრობა ან მის მიერ დანიშნული ორგანო საბანკო შეთანხმებების გზით ხსნის ანგარიშს, რომელიც მხოლოდ გრანტის რეალიზაციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული, ანგარიში იხსნება საქართველოს მთავრობის სახელზე, იაპონურ ბანკში, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ან მის მიერ დანიშნული ორგანო.
The Government of Georgia or its designated authority shall open through banking arrangements an account to be used only for the purpose of the implementation of the Grant, in the name of the Government of Georgia at a bank in Japan designated by the Government of Georgia or its designated authority.
639031.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
იაპონიის მთავრობა ახორციელებს გადახდებს იაპონურ იენებში, რათა დაფაროს საქართველოს მთავრობის ან მის მიერ დანიშნული ორგანოს ვალდებულებანი, ნაკისრი ზემოთ, მე-4 პუნქტში მოხსენიებული დამოწმებული კონტრაქტების (შემდგომში „დამოწმებულ კონტრაქტებად“ მოხსენიებულის) მიხედვით.
The Government of Japan shall make payments in Japanese yen to cover the obligations incurred by the Government of Georgia or its designated authority under the verified contracts referred to in paragraph 4. above (hereinafter referred to as “the Verified Contracts”).
639032.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
გადახდები ხდება ზემოთ, ქვეპუნქტში მოხსენიებულ ანგარიშზე, როდესაც გადახდის მოთხოვნები ზემოთ, ქვეპუნქტში მოხსენიებული ბანკის მიერ წარედგინება იაპონიის მთავრობას თანახმად საქართველოს მთავრობის მიერ ან მის მიერ დანიშნული ორგანოს მიერ გაცემული გადახდის სანქციისა.
To the account referred to in sub­paragraph above, when payment requests are presented by the bank referred to in sub­paragraph above to the Government of Japan under an authorization to pay issued by the Government of Georgia or its designated authority.
639033.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
საქართველოს მთავრობა იღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოს მოწყობილობის სწრაფი განბაჟება და საქართველოში შიდა ტრანსპორტირება.
The Government of Georgia shall take necessary measures to ensure prompt customs clearance and internal transportation in Georgia of the Equipment
639034.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
საქართველოს მთავრობა იღებს აუცილებელ ზომებს, რათა გაათავისუფლოს იაპონიის მოქალაქეები საბაჟო გადასახადებისგან, შიდა გადასახადებისგან და სხვა ფინანსური მოსაკრებლებისგან, რომლებიც საქართველოში დაწესებული შეიძლება იყოს გრანტის ფარგლებში მოწყობილობისა და მომსახურებათა მიწოდებასთან მიმართებაში;
The Government of Georgia shall take necessary measures to exempt Japanese nationals from customs duties, internal taxes and other fiscal levies which may be imposed in Georgia with respect to the supply of the Equipment and services under the Grant;
639035.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
რათა შეუქმნას იაპონიის მოქალაქეებს, ვისი მომსახურებანიც საჭირო შეიძლება იყოს დამოწმებული კონტრაქტების მიხედვით მოწყობილობისა და მომსახურებათა მიწოდებასთან დაკავშირებით, იმგვარი პირობები, როგორიც აუცილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მათი შესვლისა და იქ ყოფნისათვის მათი სამუშაოს შესასრულებლად.
To accord Japanese nationals whose services may be required in connection with the supply of the Equipment and services under the Verified Contracts such facilities as may be necessary for their entry into Georgia and stay therein for the performance of their work.
639036.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
რათა უზრუნველყოს მოწყობილობის ჯეროვანი და ეფექტიანი მოვლა-შენახვა და გამოყენება.
To ensure that the Equipment be maintained and used properly and effectively.
639037.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
რათა საკუთარ თავზე აიღოს ყველა ხარჯი, გარდა გრანტით დაფარული ხარჯებისა, რომლებიც აუცილებელია პროექტის რეალიზაციისთვის.
To bear all the expenses, other than those covered by the Grant, necessary for the implementation of the Project.
639038.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
გრანტის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობის სანაოსნო ტრანსპორტირებასთან და საზღვაო დაზღვევასთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ნებისმიერი ისეთი შეზღუდვების დაწესებისაგან, რომელთაც ხელი შეუძლიათ შეუშალონ სამართლიან და თავისუფალ კონკურენციას სანაოსნო-სატრანსპორტო და საზღვაო-სადაზღვევო კომპანიებს შორის.
With regard to the shipping and marine insurance of the Equipment purchased under the Grant, the Government of Georgia shall refrain from imposing any restrictions that may hinder fair and free competition among the shipping and marine insurance companies.
639039.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
გრანტის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობა რეექსპორტირებული არ უნდა იქნეს საქართველოდან.
The Equipment purchased under the Grant shall not be re-exported from Georgia.
639040.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
ორი ქვეყნის მთავრობები კონსულტაციებს მართავენ ერთმანეთთან ნებისმიერი იმ საკითხის თაობაზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მოცემულ ღონისძიებათა შედეგად ან მათთან დაკავშირებით.
The two Governments shall consult with each other in respect of any matter that may arise from or in connection with the present arrangements.