მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639041.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
გარდა ამისა, მაქვს პატივი შემოგთავაზოთ, რომ წინამდებარე ნოტამ და თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტამ, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურებს თანხმობას ზემომოყვანილ ღონისძიებებზე, შეადგინოს შეთანხმება ორ მთავრობას შორის, რომელიც ძალაში შევა თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტის მიღების დღეს.
I have further the honour to propose that the present Note and Your Excellency's Note in reply confirming on behalf of the Government of Georgia the foregoing arrangements shall constitute an agreement between the two Governments, which shall enter into force on the date of Your Excellency's Note in reply.
639042.
საერთაშორისო ურთიერთობები | პროექტი - იაპონიის ნოტა
ვსარგებლობ მოცემული შესაძლებლობით, დავუდასტურო თქვენს აღმატებულებას ჩემი უღრმესი პატივისცემა.
I avail myself of this opportunity to extend to Your Excellency the assurance of my highest consideration.
639043.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის, დათარიღებულის (ნოტების გაცვლის ხელმოწერის თარიღი) (შემდგომში „ნოტების გაცვლად“ მოხსენიებულის), რომელიც ეხება იაპონიის კულტურულ თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის შესასწავლი მოწყობილობის გასაუმჯობესებლად გამიზნულ პროექტთან (შემდგომში „პროექტად“ წოდებულთან) მიმართებაში, I, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებთან დაკავშირებით, იაპონიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს სურთ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი საპროცედურო დეტალები, რომლებიც შეთანხმებულ იქნა ორი ქვეყნის მთავრობათა შესაბამის ორგანოებს შორის.
With reference to paragraph1., 3., 4. and 5. of the Exchange of Notes between the Government of Japan and the Government of Georgia dated (the date of signature of Exchange of Notes) (hereinafter referred to as “the Exchange of Notes”) concerning the Japanese cultural cooperation for the project for the Improvement of Japanese Language Learning Equipment of Tbilisi State University (hereinafter referred to as " the Project"), the representatives of the Government of Japan and of the Government of Georgia wish to record the following procedural details which have been agreed upon between the authorities concerned of the two Governments.
639044.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
გრანტი ეფექტიანად და არადისკრიმინაციულად უნდა იქნეს გამოყენებული ნოტების გაცვლის მე-3 პუნქტის (1) ქვეპუნქტში მოხსენიებული მოწყობილობისა და მომსახურებათა შესაძენად.
The Grant shall be used efficiently and non­discriminately for the purchase of the equipment and services referred to in sub-paragraph (1) of paragraph 3.of the Exchange of Notes.
639045.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
ამგვარ მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ ან მის მიერ დანიშნულმა ორგანომ დაიქირაოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი, რომელიც საქართველოს მთავრობას ან მის მიერ დანიშნულ ორგანოს დაეხმარება ზემოხსენებული მოწყობილობისთვის ტენდერის ჩატარებაში.
In order to ensure compliance with such requirements, it is required that the Government of Georgia or its designated authority employ an independent and competent agent for assisting the Government of Georgia or its designated authority to conduct the tender for the above-mentioned equipment.
639046.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
ამდენად, საქართველოს მთავრობა ან მის მიერ დანიშნული ორგანო ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან ერთი თვის განმავლობაში დებს ნოტების გაცვლის მე-4 პუნქტში მოხსენიებულ კონტრაქტს „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემასთან“ (შემდგომში „აგენტად“ წოდებულთან), რომელიც საქართველოს მთავრობას ან მის მიერ დანიშნულ ორგანოს დახმარებას აღმოუჩენს თანახმად აგენტის მომსახურებათა სფეროსი, რომელიც დანართშია მოყვანილი.
The Government of Georgia or its designated authority shall, therefore, conclude a contract referred to in paragraph 4.of the Exchange of Notes, within one month after the date of entry into force of the Exchange of Notes, with Japan International Cooperation System (JICS)(hereinafter referred to as “the Agent”)to assist the Government of Georgia or its designated authority in accordance with the Scope of the Agent's Services as set forth in Appendix.
639047.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
აღნიშნული კონტრაქტი ძალაში შედის იაპონიის მთავრობის მიერ წერილობითი ფორმით დამოწმების შემდეგ.
The said contract shall become effective upon the verification of the Government of Japan in written form.
639048.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
აღნიშნული ნოტების გაცვლის I პუნქტში მოხსენიებული თანხა მოიცავს აგენტის ჰონორარს.
The amount mentioned in paragraph 1. of the said Exchange of Notes shall include the Agent's fee.
639049.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
საქართველოს მთავრობა ან მის მიერ დანიშნული ორგანო ზემოხსენებული კონტრაქტის თანახმად გასცემს გადახდის სანქციას ბანკზე, რომელიც ნოტების გაცვლის მე-5 პუნქტის (1) ქვეპუნქტშია მოხსენიებული.
The Government of Georgia or its designated authority shall issue an authorization to pay, in accordance with the above­mentioned contract, to the bank referred to in sub­paragraph (1) of paragraph 5. of the Exchange of Notes.
639050.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
საქართველოს მთავრობის არც ერთმა ოფიციალურმა პირმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ესა თუ ის ნაწილი იაპონიის მოქალაქეების სამუშაოსი მოწყობილობისა და მომსახურებათა შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც ზემოხსენებული ნოტების გაცვლის მე-4 პუნქტშია მოხსენიებული.
Any official of the Government of Georgia shall not undertake any part of the Japanese nationals' work of purchase of the Equipment and services mentioned in paragraph 4. of the above-mentioned Exchange of Notes.
639051.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
როდესაც პროექტის გეგმაში და/ან სქემაში რაიმე ცვლილებაა შესატანი, საქართველოს მთავრობა წინასწარ კონსულტაციას მართავს იაპონიის მთავრობასთან და იღებს მის თანხმობას ამ ცვლილებაზე.
When the plan and/or design of the Project is to be modified, the Government of Georgia shall have a prior consultation with and obtain the consent to the modification of the Government of Japan.
639052.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
აგენტის მომსახურებათა სფერო.
Scope of the Agent's Services.
639053.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
იმ პროდუქტების, რომლებისთვისაც ტენდერი უნდა ჩატარდეს (შემდგომში „მოწყობილობად“ წოდებულების) სიის მომზადება თანახმად მოთხოვნისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ან მის მიერ დანიშნული ორგანო წარუდგენს იაპონიის საელჩოს საქართველოში.
Preparation of the list of the products to be tendered (hereinafter referred to as “the Equipment”) on the basis of the request which was submitted in a written form to the Embassy of Japan in Georgia by the Government of Georgia or its designated authority.
639054.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
მოწყობილობის ფასისა და სპეციფიკაციების შესწავლა და ტენდერის მაქსიმალური ფასის განსაზღვრა.
Surveying the cost and specifications of the Equipment and determining the ceiling price of the tender.
639055.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
სატენდერო დოკუმენტების პროექტის მომზადება, რომლებშიც შედის ტენდერის პირობები და ტექნიკური სპეციფიკაციები.
Preparation of the draft of tender documents which include terms and conditions of the tender and the technical specifications.
639056.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
ტენდერის საჯაროდ გამოცხადება და სატენდერო დოკუმენტების დარიგება.
Making the public notice of the tender and distributing the tender documents.
639057.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
საქართველოს მთავრობისთვის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის დახმარების გაწევა ტენდერის გახსნაში აგენტის ოფისში ტენდერში მონაწილეთა წარმომადგენლების თანდასწრებით, ტენდერის შეფასება და ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა.
Assisting the Government of Georgia or its designated authority to open tender at the office of the Agent in the presence of the representatives of the tenderers and to evaluate the tender and to determine the successful tenderer
639058.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ნუსხა
ტენდერის შეფასების თაობაზე ანგარიშის მომზადება ინგლისურ ენაზე და ამ ანგარიშის წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის.
Preparation of the tender evaluation report in English language and submission of the report to the Government of Georgia or its designated authority.
639059.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, განხილვათა ჩანაწერი
ნოტების გაცვლასთან, დათარიღებულთან (ნოტების გაცვლის ხელმოწერის თარიღი), რომელიც ეხება იაპონიის კულტურულ თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის შესასწავლი მოწყობილობის გასაუმჯობესებლად გამიზნულ პროექტთან მიმართებაში (შემდგომში „ნოტების გაცვლად“ მოხსენიებულთან) დაკავშირებით, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს სურთ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი.
In connection with the Exchange of Notes dated (date of signature of the Exchange of Notes) concerning the Japanese cultural cooperation for the project for the Improvement of Japanese Language Learning Equipment of Tbilisi State University (hereinafter referred to as “the Exchange of Notes”), the representatives of the Japanese Delegation and of the Georgian Delegation wish to record the following
639060.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, განხილვათა ჩანაწერი
ნოტების გაცვლის მე-3 პუნქტის (1) ქვეპუნქტთან მიმართებაში, იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა არ დაუშვას რაიმე ისეთი წინადადება, საჩუქარი ან გადახდა, ანაზღაურება ან სარგებელი, რომელიც ინტერპრეტირებული იქნება როგორც საქართველოში არსებული კორუფციული პრაქტიკა, შეთავაზებული იქნება რა როგორც ნოტების გაცვლის მე-4 პუნქტში მოხსენიებული კონტრაქტების დადებისკენ წაქეზება ანდა როგორც ჯილდო ამგვარი კონტრაქტების დადების სანაცვლოდ.
With regard to subparagraph (1) of paragraph 3. of the Exchange of Notes, the representative of the Japanese Delegation stated that the Government of Japan understands that the Government of Georgia will take necessary measures to prevent any offer, gift or payment, consideration or benefit which would be construed as a corrupt practice in Georgia from being made as an inducement to or reward for the award of the contracts referred to in paragraph 4. of the Exchange of Notes.