მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639081.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ამგვარი შეერთება ძალაში შედის შეერთების შესახებ დოკუმენტის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის შესანახად ჩაბარების თარიღის მომდევნო თვის პირველ დღეს.
Such accession shall take effect on the first day of the month following the deposit of the instrument of accession with the Secretary General of the Council of Europe.
639082.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ამ შეთანხმების ხელმოწერის ან მასთან შეერთების მსურველი ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ჯერ არ შეუდგენია პირველი მუხლის პირველ აბზაცში მოხსენიებული და დანართში მოყვანილი დოკუმენტების საკუთარი სია, ხელშემკვრელ მხარეებს წარუდგენს ამგვარი დოკუმენტების სიას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეშვეობით.
Any government wishing to sign or accede to this Agreement which has not yet drawn up its list of the documents mentioned in Article 1, paragraph 1, and appearing in the appendix, shall submit a list of such documents to the Contracting Parties through the Secretary General of the Council of Europe.
639083.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ეს სია ითვლება ყველა ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულად და ემატება ამ შეთანხმების დანართს, თუკი გენერალური მდივნის მიერ მისი გადაგზავნიდან ორი თვის განმავლობაში გამოთქმული არ იქნება რაიმე პროტესტი.
This list shall be considered to be approved by all the Contracting Parties and shall be added to the appendix to this Agreement if no objection is raised within two months of its transmission by the Secretary General.
639084.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
იგივე პროცედურა გამოიყენება, თუ რომელიმე ხელმომწერ სახელმწიფოს მის მიერ შედგენილი და დანართში შემავალი დოკუმენტების სიის შეცვლა სურს.
The same procedure shall apply if a signatory government wishes to alter the list of documents drawn up by it and embodied in the appendix.
639085.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საბჭოს წევრებსა და შეერთების მსურველ სახელმწიფოებს აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს და ნებისმიერ იმ წევრთა სახელებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას რატიფიკაციის თაობაზე დათქმის გარეშე ან რატიფიკაცია გაუკეთეს მას.
The Secretary General of the Council of Europe shall notify members of the Council and acceding States of the date of entry into force of this Agreement and the names of any members who have signed without reservation in respect of ratification or who have ratified it.
639086.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს მის მიერ შეთანხმების გამოყენება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის სამი თვით ადრე ამის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
Any Contracting Party may terminate its own application of the Agreement by giving three months' notice to that effect to the Secretary General of the Council of Europe.
639087.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
In witness whereof the undersigned, being duly authorised thereto, have signed this Agreement.
639088.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
შესრულებულია პარიზში, 1957 წლის 13 დეკემბერს, ინგლისურად და ფრანგულად, ორივე ტექსტი არის რა თანაბრად ავთენტიკური, ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში.
Done at Paris, this 13th day of December 1957, in English and French, both texts being equally authentic, in a single copy which shall remain deposited in the archives of the Council of Europe.
639089.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს უგზავნის ხელმომწერ მთავრობებს.
The Secretary General of the Council of Europe shall transmit certified copies to the signatory governments.
639090.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ამ კანონის მიზნებია: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების განხორციელებას, უზრუნველყოს შვილად აყვანის სისტემის გამართული ფუნქციონირება და შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილე ყველა პირის უფლებათა დაცვა, ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის შვილად აყვანის პროცედურის ეფექტიანად განხორციელებას, განსაზღვროს საერთაშორისო გაშვილების არსი და უზრუნველყოს ამ პროცედურის გამჭვირვალობა.
The objects of this Law are: On the basis of the principles recognized by the international treaties and agreements concluded by Georgia and the Georgian legislation, to promote the exercise of the right of the child to grow up in a family environment, to ensure the proper functioning of the system of adoption and the protection of the rights of all persons involved in the adoption procedure, to facilitate the efficient execution of the procedure of adoption of children by competent authorities within the Georgian territory, to define the essence of intercountry adoption and to ensure transparency of this procedure.
639091.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნების მისაღწევად ბავშვის შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები.
In order to achieve the objects set out in paragraph 1 of this Article, the activities in respect of the adoption of children shall be carried out solely by the competent authorities determined by this Law.
639092.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანის წესს, პირობებსა და პროცედურებს.
This Law determines the order, conditions and procedures for the adoption of a juvenile Georgian citizen or a stateless person permanently resident in Georgia.
639093.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომლებსაც სურთ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის შვილად აყვანა.
This Law covers a Georgian citizen, stateless person permanently resident in Georgia, and a foreign citizen wishing to adopt a person specified in paragraph 1 of this Article.
639094.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“, ჰააგის კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
Legal grounds for adoption are: the Georgian Constitution, the United Nations Convention on the Rights of the Child, the Hague Convention on Protection of Children and Co-operation in Respect of Intercountry Adoption, other international treaties and agreements concluded by Georgia, the Civil Code of Georgia, the present Law and other legislative and sub-legislative normative acts.
639095.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: შვილად აყვანა – მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის.
For the purposes of this Law, the terms used therein have following meanings: “Adoption” – the parent-child relationship established between the adoptive parent and the adoptee.
639096.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
გასაშვილებელი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს.
“Prospective adoptive child” – a person under 18 years of age who, in the required form established by this Law, is recorded in the Unified Register of Prospective Adoptive Children and Adoptive Parents and is in compliance with the conditions specified in paragraph 2 of Article 6 of this Law.
639097.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მშობლის (მშობლების) ვინაობა, მის მიტოვებულ ბავშვად აღიარებამდე.
“Foundling child” – a person under 18 years of age whose identity and/or that of his or her parent (parents) could not be established at the moment of his or her discovery and within 6 weeks from that moment, before his or her being recognized as an abandoned child.
639098.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მიტოვებული ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის აღმოჩენის მომენტში და ამ მომენტიდან 6 კვირის ვადაში ვერ დადგინდა მისი ან/და მშობლის (მშობლების) ვინაობა და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ იქნა მიტოვებულად.
“Abandoned child” – a person under 18 years of age whose identity and/or that of his or her parent (parents) could not be established at the moment of his or her discovery and within 6 weeks from that moment and who, in the required legal form established by the Georgian legislation, has been recognized as an abandoned child.
639099.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სოციალური მუშაკი – სერტიფიცირებული, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც შეიმუშავებს დასკვნას ბავშვისათვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭებისა და მისი შვილად აყვანის შესახებ, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
“Social worker” – a certified officer of a guardianship and custodianship agency having special powers, who draws a conclusion concerning the conferring of the status of prospective adoptive child upon a child and concerning his or her adoption, also performing other functions as assigned to him or her by the Georgian legislation.
639100.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ცენტრალური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), რომელიც აწარმოებს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურაში.
“Central Authority” – Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia or/and an authorized agency (organization) within its system, maintaining the Unified Register of Prospective Adoptive Children and Adoptive Parents and, in the required legal form established by the Georgian legislation, participating in the adoption procedure.