მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639061.
საერთაშორისო ურთიერთობები | იაპონიის ნოტა, განხილვათა ჩანაწერი
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის დელეგაციას საწინააღმდეგო არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზემოთ მოხსენიებული განცხადებისა.
The representative of the Georgian Delegation stated that his Delegation has no objection to the statement by the representative of the Japanese Delegation referred to above.
639062.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
წინამდებარე დოკუმენტის ხელმომწერი სახელმწიფოები, არიან რა ევროპის საბჭოს წევრები, მოწადინებულნი, გააადვილონ პირთა მოგზაურობა მათს ქვეყნებს შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე.
The governments signatory hereto, being members of the Council of Europe, Desirous of facilitating personal travel between their countries, have agreed as follows.
639063.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ხელშემკვრელ მხარეთა მოქალაქეებს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, შეუძლიათ ყველა საზღვრების გადაკვეთით შევიდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე ან დატოვონ ეს ტერიტორია, წარადგენენ რა ერთ-ერთ დოკუმენტს, მოყვანილს ამ შეთანხმების დანართში, რომელიც მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს.
Nationals of the Contracting Parties, whatever their country of residence, may enter or leave the territory of another Party by all frontiers on presentation of one of the documents listed in the Appendix to this Agreement, which is an integral part thereof.
639064.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ზემოთ, პირველ აბზაცში მოხსენიებული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ იმ ვიზიტებზე, რომელთა ხანგრძლივობაც სამ თვეს არ აღემატება.
The facilities mentioned in paragraph 1 above shall be available only for visits of not more than three months' duration.
639065.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
მოქმედი პასპორტები ან ვიზები შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ყველა იმ ვიზიტის შემთხვევაში, რომელთა ხანგრძლივობაც სამ თვეს აღემატება, ან იმ შემთხვევებში, როდესაც მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლა ხდება შემოსავლის მომტანი საქმიანობის წარმოების მიზნით.
Valid passports and visas may be required for all visits of more than three months' duration or whenever the territory of another Party is entered for the purpose of pursuing a gainful activity.
639066.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინს ხელშემკვრელი მხარის „ტერიტორია“ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მისთვის ამგვარ ხელშემკვრელ მხარეს მიკუთვნებული აქვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარისთვის გადასაგზავნად გაგზავნილ დეკლარაციაში.
For the purposes of this Agreement, the term "territory" of a Contracting Party shall have the meaning assigned to it by such a Party in a declaration addressed to the Secretary General of the Council of Europe for communication to all other Contracting Parties.
639067.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
იმდენად, რამდენადაც ამას ერთი ან რამდენიმე მხარე მიიჩნევს აუცილებლად, საზღვრის გადაკვეთა ხდება მხოლოდ ნებადართულ პუნქტებში.
To the extent that one or more Contracting Parties deem necessary, the frontier shall be crossed only at authorised points.
639068.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
წინამავალი დებულებები არანაირად ზიანს არ აყენებს კანონებსა და ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არეგულირებს უცხოელთა ვიზიტებს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
The foregoing provisions shall in no way prejudice the laws and regulations governing visits by aliens to the territory of any Contracting Party.
639069.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ეს შეთანხმება ზიანს არ აყენებს დებულებებს რომელიმე შინასახელმწიფოებრივი კანონისა და ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა, კონვენციებისა თუ შეთანხმებებისა, რომლებიც ძალაშია ამჟამად ან ამის შემდეგ შეიძლება შევიდეს ძალაში, რის დროსაც უფრო ხელსაყრელი პირობები საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებით ვრცელდება სხვა ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეებზე.
This Agreement shall not prejudice the provisions of any domestic law and bilateral or multilateral treaties, conventions or agreements now in force or which may hereafter enter into force, whereby more favourable terms are applied to the nationals of other Contracting Parties in respect of the crossing of frontiers.
639070.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას აძლევს მის მიერ შედგენილ და ამ შეთანხმების დანართში შემავალ სიაში მოხსენიებული ნებისმიერი დოკუმენტის მფლობელს, ხელახლა შევიდეს მის ტერიტორიაზე ფორმალობის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მოქალაქეობა დავის საგანს წარმოადგენს.
Each Contracting Party shall allow the holder of any of the documents mentioned in the list drawn up by it and embodied in the Appendix to this Agreement to re-enter its territory without formality even if his nationality is under dispute.
639071.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას, თავის ტერიტორიაზე შესვლა და დარჩენა აუკრძალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის იმ მოქალაქეებს, რომელთაც იგი არასასურველად მიიჩნევს.
Each Contracting Party reserves the right to forbid nationals of another Party whom it considers undesirable to enter or stay in its territory.
639072.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს შესაძლებლობას, საზოგადოებრივ წესრიგთან, უსაფრთხოებასთან ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეაყოვნოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლა ანდა ბრძანოს მისი მოქმედების დროებითი შეჩერება ყველა ან ზოგიერთ სხვა მხარეთა მიმართ, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-5 მუხლის დებულებებით.
Each Contracting Party reserves the option, on grounds relating to ordre public, security or public health, to delay the entry into force of this Agreement or order the temporary suspension thereof in respect of all or some of the other Parties, except insofar as the provisions of Article 5 are concerned.
639073.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
გატარებული ზომის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის სხვა მხარეებს.
This measure shall immediately be notified to the Secretary General of the Council of Europe, who shall inform the other Parties.
639074.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
იგივე პროცედურა გამოიყენება მაშინვე, როგორც კი ეს ზომა მოქმედებას წყვეტს.
The same procedure shall apply as soon as this measure ceases to be operative.
639075.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წინამავალ აბზაცში მოხსენიებული ერთ-ერთი შესაძლებლობით სარგებლობს, შეუძლია მოითხოვოს ამ შეთანხმების გამოყენება მეორე მხარის მიერ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თავად იგი იყენებს მას აღნიშნული მხარის მიმართ.
A Contracting Party which avails itself of either of the options mentioned in the preceding paragraph may not claim the application of this Agreement by another Party save insofar as it also applies it in respect of that Party.
639076.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ეს შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრთათვის, რომელთაც შეუძლიათ მისი მხარეები გახდნენ ან: ხელმოწერის გზით რატიფიკაციის თაობაზე დათქმის გარეშე; ანდა ხელმოწერის გზით რატიფიკაციის თაობაზე დათქმით, რასაც რატიფიკაცია მოჰყვება.
This Agreement shall be open to the signature of the members of the Council of Europe, who may become Parties to it either by: signature without reservation in respect of ratification; signature with reservation in respect of ratification followed by ratification.
639077.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტები რატიფიკაციის შესახებ შესანახად ჰბარდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
Instruments of ratification shall be deposited with the Secretary General of the Council of Europe.
639078.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ეს შეთანხმება ძალაში შედის პირველ დღეს იმ თვისა, რომელიც მოსდევს თარიღს, როდესაც საბჭოს სამი წევრი, მე-8 მუხლის თანახმად, ხელს აწერს შეთანხმებას რატიფიკაციის თაობაზე დათქმის გარეშე, ან რატიფიკაციას უკეთებს მას.
This Agreement shall enter into force on the first day of the month following the date on which three members of the Council shall, in accordance with Article 8, have signed the Agreement without reservation in respect of ratification or shall have ratified it.
639079.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრი, რომელიც შემდგომში ხელს მოაწერს შეთანხმებას რატიფიკაციის თაობაზე დათქმის გარეშე, ან რატიფიკაციას გაუკეთებს მას, შეთანხმება ძალაში შედის პირველ დღეს იმ თვისა, რომელიც მოსდევს ამგვარ ხელმოწერას ან რატიფიკაციის შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებას.
In the case of any member who shall subsequently sign the Agreement without reservation in respect of ratification or shall ratify it, the Agreement shall enter into force on the first day of the month following such signature or the deposit of the instrument of ratification.
639080.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პირთა გადაადგილებაზე რეგულაციის შესახებ შეთანხმება
ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ არაწევრ სახელმწიფოს, შეუერთდეს მას.
After entry into force of this Agreement, the Committee of Ministers of the Council of Europe may invite any non-member State to accede to it.