მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639101.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი (შემდგომში – ერთიანი რეესტრი) – ცენტრალური და ადგილობრივი საინფორმაციო რეესტრების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას.
“The Unified Register of Prospective Adoptive Children and Adoptive Parents” (hereinafter referred to as the “Unified Register”) – the unified system of central and local information registers, comprising the body of the data concerning prospective adoptive children and adoptive parents.
639102.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც: ა) ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი სამეურვეო/სამზრუნველო პირი ან/და შვილობილი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება; დ) სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.
Adoptive parent can be any adult, legally capable person, except for the person: (a) Whose parental rights have been annulled, or who has previously had a foster child under his or her guardianship/custodianship or an adoptee, but this relationship has been annulled on the grounds of his or her failure properly to perform his or her duties;(b) Whose parental rights are restricted in the required legal form established by the Georgian legislation; (c) Who cannot properly perform his or her paternal duties due to his or her state of health; (d) Who has been found guilty by a court of law of a grave or especially grave offence.
639103.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანას ექვემდებარება ერთიან რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც მიენიჭა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.
Adoptable person shall be a person under 18 years of age, recorded in the Unified Register, on whom the status of prospective adoptive child has been conferred.
639104.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს: ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ბ) რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი (შემდგომში – ობოლი ბავშვი); გ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად; დ) რომლის მშობელმა (მშობლებმა) მის გაშვილებაზე თანხმობა განაცხადა (განაცხადეს) და რომელიც აღრიცხულია ერთიან რეესტრში.
The status of prospective adoptive child shall be conferred on a person: (a) Whose parent (parents) has (have) been recognized by a court of law as missing or deceased; (b) Who has no parent (hereinafter referred to as an “orphan child”); (c) Who has been recognized as an abandoned child;(d) Whose parent (parents) has (have) given consent to his or her adoption and who is recorded in the Unified Register.
639105.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს, რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება – ამ უფლების ჩამორთმევიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო მშობლის (მშობლების) მიერ მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში – მშობლის (მშობლების) სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
The status of prospective adoptive child shall be conferred on a person whose parent (parents) has (have) been deprived of parental rights – 6 months after the deprivation of such rights, and in case of the parent's (parents') appealing against the court decision in respect of the deprivation of parental rights – after the court decision in respect of the refusal to allow the appeal of the parent (parents) takes legal effect.
639106.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება ერთიან რეესტრში.
The status of prospective adoptive child shall be conferred on a person by a relevant decision of a guardianship and custodianship agency, after which the data concerning the prospective adoptive child shall be recorded in the Unified Register.
639107.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მუხლი 7 შვილად აყვანა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
Article 7 Adoption and the Restrictions Connected therewith.
639108.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
პირის შვილად აყვანის მიზნებია მისი კეთილდღეობის, ინტერესების დაცვის, ღირსეულად აღზრდის, სრულფასოვანი განვითარებისა და მის მიერ განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
The objects of adoption of a person are to ensure the prospects for his or her well-being, protection of his or her interests, decent upbringing, adequate development and proper education.
639109.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანა დასაშვებია, თუ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშობა ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის.
Adoption shall be permitted if it creates a parent-child relationship between the adoptive parent and the adoptee.
639110.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა.
It shall be prohibited, with the view of adoption, to select a pregnant women in advance and to create the opportunity for her being taken outside the Georgian territory in order to organize the childbirth abroad, or to contribute to such action.
639111.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება.
It shall be prohibited to look for or offer a prospective adoptive child or adoptive parent by means of a public announcement.
639112.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
გამონაკლისია საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვილად აყვანის საკითხებზე უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს ან ცენტრალურ ორგანოს.
Exception shall be a public announcement stating that a local guardianship and custodianship agency or the Central Authority must be applied to in relation to the matters concerning adoption.
639113.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ასეთ განცხადებაში არ მიეთითება გასაშვილებელი ბავშვის ვინაობა.
The identity of the prospective adoptive child shall not be specified in such announcement.
639114.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადაზე მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.
Adoption may not be effected conditionally, with the indication of term, or by proxy.
639115.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის დროს მშვილებელს უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის იურიდიული მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს – შესაბამის ქვეყანაში შვილად აყვანის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან მისი არარსებობის შემთხვევაში – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურებით.
At the time of adoption, the adoptive parent shall be entitled to make use of the services of a lawyer or of other authorized legal person as envisaged by the Georgian legislation, and a foreign citizen – in case of absence of any authorized State agency implementing the adoption procedure in his or her respective country – to make use of the services of relevant accredited legal person.
639116.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ასაკობრივი სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა.
The difference in age between the adoptive parent and the prospective adoptive child must be no less than 16 years.
639117.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეამციროს ეს ასაკობრივი სხვაობა.
Given the valid reason, the court of law may reduce the said difference in age.
639118.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
დედინაცვლის (მამინაცვლის) მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა.
In case of the adoption of a child by his or her stepmother (stepfather), the age restriction introduced under paragraph 6 of this Article shall not apply.
639119.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილეობს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
A foreign citizen to whom, in the required legal form established by the Georgian legislation, the Georgian citizenship has been granted shall participate in the adoption procedure as a Georgian citizen.
639120.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მუხლი 8 შვილად აყვანის უპირატესი უფლება.
Article 8 Preferential Right to Adoption.