მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639181.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სასამართლო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოიტანს მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას.
Together with the decision in respect of adoption, the court shall take decision in respect of the deprivation of parental rights.
639182.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
თუ პირველადი ფორმის შევსების მიუხედავად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მშობელი (მშობლები) არ გამოცხადდა (გამოცხადდნენ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში თავისი (თავიანთი) საბოლოო გადაწყვეტილების დასადასტურებლად და ბავშვი იმყოფება მზრუნველობის გარეშე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უადრეს მშობიარობიდან 6 კვირისა, მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.
If, notwithstanding the filling in of the primary form, the parent (parents) should fail, within the period specified in paragraph 2 of this Article, to appear before the guardianship and custodianship agency to attest his or her (their) final decision, and the child remains without care, the guardianship and custodianship agency shall immediately, but no earlier than 6 weeks after the childbirth, apply to a court of law with claim in respect of the deprivation of parental rights.
639183.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
10 წლის ან მეტი ასაკის ბავშვის გაშვილებისას აუცილებელია მისი თანხმობა.
In case of the adoption of a child of 10 or more years of age, his or her consent shall be necessary.
639184.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას საჭიროა ორივე მეუღლის თანხმობა.
In case of the adoption of a child by spouses, the consent of both spouses shall be required.
639185.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ბავშვის გაშვილება მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე.
Adoption of Child without Consent of Parent (Parents).
639186.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ობოლი ან/და მიტოვებული ბავშვის გაშვილება დასაშვებია მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე.
An orphan or abandoned child may be adopted without the consent of the parent (parents).
639187.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ბავშვის გაშვილებაზე მშობლის (მშობლების) თანხმობა არ არის საჭირო, თუ იგი (ისინი) აღიარებულია (აღიარებული არიან) ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ან/და ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება.
The consent of the parent (parents) to the adoption of a child shall not be required, if he or she (they) is (are) recognized as legally incapable, missing or dead, or/and is (are) deprived of his or her (their) parental rights.
639188.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, შვილად აიყვანონ ბავშვი, განცხადება შეაქვთ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს მათი მომზადებისა და შეფასების პროცედურებს.
A Georgian citizen and a stateless person permanently resident in Georgia, expressing the wish to adopt a child, shall file an application with a local guardianship and custodianship agency, which shall immediately initiate their training and assessment procedure.
639189.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესის შესახებ გამოცემული ბრძანების შესაბამისად.
The application must be accompanied with the documents in accordance with the order issued by the Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia concerning the procedure for the recording of the prospective adoptive families/persons.
639190.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს მშვილებელი ოჯახის/პირის მომზადებას საქართველოს შრომის, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით.
The local guardianship and custodianship agency shall ensure the training of the prospective adoptive family/person pursuant to the programme approved by the Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia.
639191.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ამ პროცედურების გავლის შემდეგ ხდება მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასება და მისი მონაცემები იგზავნება ცენტრალურ რეესტრში.
After the completion of these procedures, the prospective adoptive family/person shall be assessed and the data concerning it/him or her shall be transmitted to the Central Register.
639192.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
უცხო ქვეყნის მოქალაქეს შვილად აყვანის შესახებ განცხადება თანდართული დოკუმენტებით შეაქვს ცენტრალურ რეესტრში.
A foreign citizen shall file the application for the adoption, together with the documents attached thereto, with the Central Register.
639193.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის დასრულების შემდეგ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) დაკავშირებით არსებულ ყველა მასალას აგზავნის ცენტრალურ რეესტრში.
After the completion of the procedure of adoption, the local guardianship and custodianship agency shall transmit all available materials connected with the adoption to the Central Register.
639194.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამტკიცებს შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესს.
The Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia shall approve the procedure for the storage and issuance of the information concerning the adoption and the biographical background of adopted persons.
639195.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
The procedure for the recording of the prospective adoptive families/persons shall be approved by the Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia. 
639196.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ცენტრალური ორგანო ან/და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას მშვილებლის ცენტრალურ ან ადგილობრივ რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 1 კვირის ვადაში.
The Central Authority or/and a local guardianship and custodianship agency, basing on the investigation conducted by the social worker, shall develop a conclusion within 1 week from the date on which the name of the adoptive parent is entered in the Central Register or a local register.
639197.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება: ა) მშვილებლის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, შვილად აყვანის მოტივი; ბ) გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა; გ) ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის გაშვილების მოტივი, თუ ცნობილია ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) ვინაობა.
The conclusion concerning the adoption shall specify: (a) The biographical background, personal characteristics, social status and the state of health of the adoptive parent, and his or her motives for the adoption; (b) The biographical background, personal characteristics, social status and the state of health of the prospective adoptive child; (c) The social status and the state of health of the biological parent (parents), the motives for the consent to the adoption of the child, and the identity of the biological parent (parents), if available.
639198.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საჭიროების შემთხვევაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის აღზრდის შესაძლებლობას ეთნიკური, რელიგიური და კულტურული გარემოს გათვალისწინებით.
Where necessary, the conclusion concerning the adoption must take into account the possibilities for the education of a child, giving due consideration to the ethnic, religious, and cultural environment.
639199.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე გაშვილების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
In case of the adoption of a child within the Georgian territory, the conclusion prepared by the relevant local guardianship and custodianship agency shall, within the period of 1 week after its preparation, be submitted to the relevant regional (urban) court.
639200.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში დასკვნა მომზადებიდან 2 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
In case of the intercountry adoption of a child, the conclusion shall, within the period of 2 weeks from its preparation, be submitted to the relevant regional (urban) court.