მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639241.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში ცენტრალური ორგანო ვალდებულია სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას) მოსთხოვოს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ყოველწლიურად მოწოდება სპეციალური ფორმის შესაბამისად, სანამ გაშვილებულ ბავშვს არ შეუსრულდება 18 წელი.
In case of intercountry adoption, the Central Authority shall be obliged pursuant to the special agreement to demand from the Central Authority of the adoptive country (or, in case of absence of any such Authority, from the relevant authorized organization, licensed or/and accredited in the receiving country) the annual furnishing, in accordance with the special form, of the information concerning the state of health and social status of the adopted child, until the adopted child reaches the age of 18.
639242.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამტკიცებს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების სპეციალურ ფორმას.
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia shall approve the special form for the furnishing of the information concerning the state of health and social status of an adopted child.
639243.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან ბათილად ცნობის საფუძვლები.
Grounds for Annulment or Invalidation of Court Decision Concerning Adoption.
639244.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ: ა) შვილად აყვანა განხორციელდა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით; ბ) ამას მოითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაშვილების ინტერესების გათვალისწინებით; გ) გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ეფუძნება ყალბ დოკუმენტებს; დ) შვილად აყვანა ფიქციურია.
The court decision concerning adoption may be annulled in the required legal form established by the Georgian procedural legislation if: (a) Adoption has been effected in violation of the requirements of this Law; (b) This is demanded by a guardianship and custodianship agency in consideration of the interests of the adoptee; (c) The decision concerning adoption is based on counterfeit documents; (d) Adoption is fictitious.
639245.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის გაუქმების შესახებ საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.
Examination of the case concerning the annulment of adoption must be conducted with participation of a guardianship and custodianship agency.
639246.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სასამართლოს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს.
Court can annul the decision concerning adoption only in the case, if it establishes that the annulment is in the best interests of the adoptee.
639247.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
თუ ნაშვილები 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ ნაშვილების თანხმობით.
If the adoptee is 10 years or above 10 years of age, the annulment of the court decision concerning adoption shall be permissible only with the consent of the adoptee.
639248.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
აკრძალულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებაზე თანახმა არიან მშვილებელი, გამშვილებელი და ნაშვილები.
It shall be prohibited to annul the decision concerning adoption after the attainment of majority by the adoptee except for the cases, where the adoptive parent, the person offering the child for adoption and the adoptee give their consent to the annulment of the court decision.
639249.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
The court decision concerning adoption may be invalidated in the required legal form established for the invalidation of court decisions by the Georgian legislation.
639250.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი და ასეთი მოთხოვნით განცხადების წარდგენის წესი.
Person Authorized to Raise Claim to Annul Court Decision Concerning Adoption and the Required Form for Submission of Application in Respect of Such Claim.
639251.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა შეუძლიათ: ა) ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს), თუ შვილად აყვანა განხორციელდა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ბავშვის ინტერესების დასაცავად.
A claim to annul court decision concerning adoption may be submitted to the court by: (a) Biological parents of the child, if the adoption has been effected in violation of the requirements of this Law; (b) Guardianship and custodianship agency, if it is necessary to protect the interests of the child.
639252.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
დაინტერესებული პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს, ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც წყვეტს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს.
The person concerned, who deems that adoption is not in the best interests of the adoptee and must be annulled, shall inform thereof the relevant guardianship and custodianship agency which shall decide the issue of the submission to the court of the application in respect of the claim to annul the court decision concerning adoption.
639253.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
The application in respect of the claim to annul the court decision concerning adoption shall be submitted to a court of the location whereto the place of residence of the adoptive parent belongs.
639254.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
თუ მოსარჩელეა ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და მისთვის (მათთვის) უცნობია ბავშვის მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
If claimant is the biological parent (parents) of the adoptee and the identity of the adoptive parent of the child is unknown to him or her (them), the application in respect of the claim to annul the court decision concerning adoption shall be submitted to a court of the location where such decision has been passed.
639255.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო სასარჩელო წარმოების წესით და საქმის განხილვაში მოპასუხედ უნდა ჩაებას მშვილებელი.
In case of annulment of the court decision and the resumption of legal proceedings, the case shall be examined on a general action proceedings basis and the adoptive parent must be made to participate in the examination of the case.
639256.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები.
Consequences of Annulment or Invalidation of Court Decision Concerning Adoption.
639257.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანა ბათილად ცნობილად ჩაითვლება შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
Adoption shall be deemed to be invalidated from the moment when the court decision concerning the annulment of adoption takes legal effect.
639258.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების შესახებ, ვალდებულია 2 კვირის ვადაში გადაუგზავნოს იგი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
The court passing the decision concerning the annulment of adoption must within the period of 2 weeks transmit it to a Civilian Registry Office of the location where the registration of adoption has been conducted.
639259.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს, აგრეთვე მათ ნათესავებს შორის წყდება არსებული უფლება-მოვალეობანი.
Upon the invalidation of adoption, the existing rights and duties between the adoptee and the adoptive parent, as well as between their respective relatives, shall terminate.
639260.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი შვილად აყვანის შესახებ
შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისას უფლება-მოვალეობები აღდგება შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს) და შთამომავლობით ნათესავებს შორის.
Upon the annulment of the court decision concerning adoption, the rights and duties between the child and biological parent (parents) and hereditary relatives shall be restored.