მოიძებნა 668044 ჩანაწერი
639421.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მოცემული შეთანხმების სამართავად, მხარეთა მიერ ამით არსდება მხარეთა საბჭო, რომელშიც თითოეულ მხარეს თანაბარი წარმომადგენლობა აქვს.
The Parties hereby establish a Council of Parties in which each Party has equal representation to manage this Agreement.
639422.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
საბჭოს ყველა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია და დასკვნა მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.
All decisions, recommendations, and findings of the Council shall be by consensus.
639423.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
საბჭო განსაზღვრავს თავის საკუთარ წესებსა და პროცედურებს.
The Council shall determine its own rules and procedures.
639424.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
საბჭოს შეუძლია განიხილოს ამ შეთანხმების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
The Council may consider any matter relating to the effective operation of the Agreement.
639425.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
კერძოდ, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის: (ა) ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მცდელობა; (ბ) მხარეთა უზრუნველყოფა იმ პრობლემათა განსახილველი ფორუმით, რომლებიც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას.
In particular it shall be responsible for: (a) seeking to resolve questions relating to the application of this Agreement; (b) providing a forum for discussing issues that may arise concerning this Agreement.
639426.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის: (გ) ამ შეთანხმების მოქმედების გაძლიერების გზების განხილვა; (დ) ამ შეთანხმების მე-16 მუხლში მოყვანილ დავების მოგვარების პროცედურათა ადმინისტრირება; (ე) ამ შეთანხმების შესწორებების მიღება მე-17 მუხლის თანახმად;
It shall be responsible for: (c) considering ways to enhance the operation of this Agreement; (d) administering the dispute settlement procedures set out in Article 16 of this Agreement; (e) adopting amendments to this Agreement in accordance with Article 17.
639427.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის: (ე) ამ შეთანხმების ფარგლებში სამუშაო ენების განსაზღვრა; (ვ) გადაწყვეტილებათა მიღება სახელმწიფოთა განაცხადების თაობაზე, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას მე-20 მუხლის მიხედვით; (ზ) პროცედურების შემუშავება მხარეთათვის საბჭოს გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესატყობინებლად და მხარეთათვის შესაძლებლობის მისაცემად, პროტესტი გამოთქვან მათი მიღების წინააღმდეგ.
It shall be responsible for: (f) determining the working languages under this Agreement; (g) deciding upon the application of States to accede to this Agreement pursuant to Article 20; (h) establishing procedures for notifying the Parties of Council decisions, recommendations and findings, and for Parties to object to their adoption.
639428.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ამ შეთანხმების რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შემდეგ სახელმწიფო დეპოზიტარს ატყობინებს თავის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ღვინის ეტიკეტირებას უკავშირდება.
Upon ratification, acceptance, or approval of, or accession to, this Agreement, a State shall notify to the depositary its laws, regulations and requirements relevant to the labelling of wine.
639429.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
დეპოზიტარი ამ ინფორმაციას გადასცემს არსებულ მხარეთა საკონტაქტო პუნქტებს და შეიტანს მას WWTG-ს ვებსაიტზე.
The depositary shall convey this information to the existing Parties’ contact points and incorporate it in the WWTG website.
639430.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
დეპოზიტარს ატყობინებს საკონტაქტო პუნქტს თავისი მთავრობის შესაფერის დონეზე, საიდანაც სხვა მხარეებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ამ მხარის ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ამ მხარის მიერ არის შეტყობინებული.
Notify to the depositary a contact point at an appropriate level in its government, from which other Parties can obtain further information on the laws, regulations and requirements of that Party relevant to the labelling of wine notified by that Party.
639431.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
დეპოზიტარი შეტყობინებულ დეტალებს საკონტაქტო პუნქტის შესახებ შეიტანს WWTG-ს ვებსაიტზე.
The depositary shall incorporate the notified contact point’s details on the WWTG website.
639432.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეულ მხარეს რჩევა ეძლევა, შეატყობინოს დეპოზიტარს წინადადებები ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შეცვლის თაობაზე.
Each Party is encouraged to notify to the depositary proposals to change its laws, regulations and requirements relevant to the labelling of wine.
639433.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
როდესაც ეს შესაძლებელია, შეტყობინება უნდა გაკეთდეს კანონის, ნორმატიული აქტის ან მოთხოვნის შეცვლის პროცესის დასაწყისში.
When possible, the notification should be made at the start of the process to change the law, regulation or requirement.
639434.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
დეპოზიტარი ნებისმიერ ამგვარ შეტყობინებას აქვეყნებს WWTG-ს ვებსაიტზე.
The depositary shall publish any such notification on the WWTG website.
639435.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული მხარე ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტების ან მოთხოვნების ნებისმიერ ცვლილებათა შესახებ დეპოზიტარს ატყობინებს 60 დღის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც ამგვარი ცვლილებები საბოლოო სახეს მიიღებს, ძალაში მათი შესვლის თარიღის მიუხედავად, ხოლო დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ამგვარ ცვლილებებს WWTG-ს ვებსაიტზე.
Each Party shall notify to the depositary any changes to its laws, regulations or requirements relevant to the labelling of wine within 60 days after such changes become final, regardless of the effective date, and the depositary shall promptly publish such changes on the WWTG website.
639436.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თუ ამგვარი ცვლილებები დაკავშირებულია ეტიკეტირების მოთხოვნებთან ნეტო შიგთავსის თაობაზე, შეტყობინება უნდა შეიცავდეს ნებისმიერ მოდიფიკაციას, შეტანილს შეჯამებაში ან აღწერაში, რომელიც აუცილებელია 9.4 ან 11.3 (ბ) მუხლების მიხედვით.
Should such changes relate to labelling requirements regarding net contents, the notification shall include any necessary modifications to the summary or description required under Articles 9.4 and 11.3 (b).
639437.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები ნებისმიერ მეორე მხარესთან აღნიშნული მხარის მიერ ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
Any Party may request in writing consultations with any other Party with respect to the adoption or application of any measure of that other Party that it considers inconsistent with this Agreement.
639438.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
კონსულტაციის მომთხოვნი მხარე გადასცემს თავის მოთხოვნას მეორე მხარეს და მოიყვანს მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს, და აგრეთვე სადავო ზომის აღწერასა და სარჩელის სამართლებრივ საფუძველს.
The requesting Party shall deliver its request to the other Party, and shall set out the reasons for the request, including identification of the measure at issue, and an indication of the legal basis for the complaint.
639439.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მომთხოვნი მხარე, ამავე დროს, მოთხოვნის ასლსა და მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს გადასცემს ყველა სხვა მხარეს.
The requesting Party shall, at the same time, deliver a copy of the request and the reasons for the request to all other Parties.
639440.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ნებისმიერ მხარეს, ყველა სხვა მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, შეუძლია კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება კონსულტაციების მოთხოვნის მიღების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში.
Any Party may participate in the consultations on delivery of written notice to all other Parties within 21 days of the date of receipt of the request for consultations.