მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639401.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
არაფერი ამ შეთანხმებაში, გარდა 5.5 მუხლისა, ხელს არ უშლის იმპორტიორ მხარეს, მოითხოვოს „ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის“ მოყვანა თავდაპირველ ჭურჭელზე.
Nothing in this Agreement, with the exception of Article 5.5, shall prevent an importing Party from requiring National Mandatory Information to be specified on the primary container.
639402.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
არც ერთი იმპორტიორი მხარე არ ზღუდავს „ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის“ ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის განთავსებას.
No importing Party shall restrict the placement of either National Mandatory Information or voluntary information.
639403.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ „ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის“ ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის, ანდა ორივე მათგანის, ორი ან მეტი ერთეული ნაჩვენები იყოს ერთსა და იმავე მხედველობის არეში, ან ერთმანეთთან კავშირში, ან ერთმანეთთან გარკვეულ სიახლოვეში.
An importing Party may require that two or more items of National Mandatory Information or voluntary information or both appear in the same field of vision as, or in conjunction with, or in a certain proximity to, one another.
639404.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ „ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია“ ნაჩვენები არ იყოს ჭურჭლის ძირზე ან თავსახურზე.
An importing Party may require that National Mandatory Information not be displayed on the base or cap of a container.
639405.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ინფორმაცია წარმომავლობის ქვეყნის შესახებ წარმოდგენილი იყოს ფორმით „-ის პროდუქტი“, „-ის ღვინო“ ან მსგავსი ფორმით, ან წარმომავლობის ქვეყნის სახელწოდების ფორმით, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ზედსართავი ან არსებითი სახელი კავშირში სიტყვასთან „ღვინო“.
Each importing Party shall permit country of origin information to be presented in the form of “Product of”, “Wine of” or a similar phrase, or the name of the country of origin, used as either an adjective or a noun in conjunction with the word “wine”.
639406.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ეტიკეტზე მოსაყვანი ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ დამზადებული კუპაჟების შესახებ, რომელიც იმპორტიორმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, განიხილება როგორც „ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია“.
Labelling information regarding multi-country blends that may be required by an importing Party shall be treated as National Mandatory Information.
639407.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ პროდუქტის სახელწოდებად გამოყენებული იყოს ტერმინი „ღვინო“.
Each importing Party shall permit the use of the term “wine” as the product name.
639408.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეულ იმპორტიორ მხარეს შეუძლია ეტიკეტებზე მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ღვინის ტიპის, კატეგორიის, კლასის ან კლასიფიკაციის შესახებ, როგორც „ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია“.
Each importing Party may require further information on labels concerning the type, category, class, or classification of the wine as National Mandatory Information.
639409.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსი აღნიშნული იყოს მეტრული სისტემის გამოყენებით და ნაჩვენები იყოს მილილიტრებით ან ლიტრებით, აბრევიატურების ml, mL, l, და L ჩათვლით.
Each importing Party shall permit net contents to be stated using the metric system and displayed as either millilitres or litres, including the abbreviations ml, mL, l, and L.
639410.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მე-15 მუხლის მიხედვით საჭირო ინფორმაციის გარდა, თითოეული მხარე ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწერილია მისი მოთხოვნები ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩვენებასთან მიმართებაში, გადასცემს დეპოზიტარს, რომელიც ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას WWTG-ს ვებსაიტზე.
In addition to the information required under Article 15, each Party shall provide information summarizing or describing its requirements concerning the display of net contents information to the depositary which shall maintain and publish such information on the WWTG website.
639411.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მუხლი 6.1 გამოიყენება, როდესაც ნეტო შიგთავსია 50 მილილიტრი, 100 მილილიტრი, 187 მილილიტრი, 200 მილილიტრი, 250 მილილიტრი, 375 მილილიტრი, 500 მილილიტრი, 750 მილილიტრი, 1 ლიტრი, 1,5 ლიტრი, 2 ლიტრი, 3 ლიტრი, ან უფრო დიდი მთელი ლიტრების რაოდენობათა მიხედვით, იმ მოცულობათა გარდა, რომელნიც ნებადართული არ არის იმპორტიორი მხარის მიერ.
Article 6.1 shall apply where the net contents is 50ml, 100ml, 187ml, 200ml, 250ml, 375ml, 500ml, 750ml, 1 litre, 1.5 litres, 2 litres, 3 litres, or larger in quantities of whole litres, except for those volumes that are not permitted by the importing Party.
639412.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ალკოჰოლის რეალური შემცველობა: თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალური შემცველობა მოცულობასთან შეფარდებით ეტიკეტზე ნაჩვენები იყოს პროცენტულად, მაქსიმუმ ერთი ათწილადით.
Actual Alcohol Content: Each importing Party shall permit the actual alcoholic content by volume to be indicated on the label in percentage terms to a maximum of one decimal point.
639413.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალური შემცველობა გამოხატული იყოს აღნიშვნით alc/vol.
Each Party shall permit the actual alcoholic content to be expressed by alc/vol (e.g., 12% alc/vol or alc12%vol).
639414.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული მხარე ნებართვას, რომ ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც „აისვაინი“, „აის ვაინი“, „აის-ვაინი“, ან ამ სიტყვის მსგავსი ვარიანტი, იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღვინო დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისგან, როგორც ეს 1-ლ დანართშია გათვალისწინებული.
Each Party shall permit wine to be labelled as Icewine, ice wine, ice-wine, or similar variation thereof, only if that wine is made exclusively from grapes naturally frozen on the vine, as provided in Annex 1.
639415.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ შემდეგი საკითხების განხილვას ეტიკეტირების შესახებ დამატებითი შეთანხმების დადების მიზნით სამი წლის განმავლობაში შეთანხმების ხელმოსაწერად 19.1 მუხლში განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან: ა) ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება ინფორმაციას ალკოჰოლის შემცველობის დასაშვები გადახრების, ყურძნის დაკრეფის წლის, ჯიშის და მეღვინეობის რეგიონების თაობაზე; ბ) ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება „ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის“ ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის, ან ორივე მათგანის დაკავშირებას; გ) ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხები, რომლებიც შეეხება ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა შრიფტის ზომა, ეტიკეტზე ნეტო შიგთავსის წარმოდგენა, რამდენიმე ენა და აისვაინი.
Consistent with Article 2 of this Agreement, the Parties shall continue discussing the following matters with a view to concluding an additional agreement on labelling within three years from the closing of the period for signature of the Agreement as specified in Article 19.1: (a) labelling requirements concerning information on alcohol tolerance, vintage, variety, and wine regions. (b) labelling requirements concerning the linking of National Mandatory Information or voluntary information or both; and (c) any other relevant trade facilitating matters concerning labelling requirements such as type size, presentation of net contents, multiple languages, and icewine.
639416.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
პრეამბულაში მოყვანილი მიზნების შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ მუშაობას ღვინით ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე და სხვა იმგვარ საკითხებზე, როგორიც მხარეთა შორის შეიძლება იყოს შეთანხმებული.
Consistent with the objectives of the Preamble, the Parties shall continue to work on other matters concerning the facilitation of trade in wine, and such other matters as may be agreed among the Parties.
639417.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მოცემული შეთანხმების სამართავად, მხარეთა მიერ ამით არსდება მხარეთა საბჭო, რომელშიც თითოეულ მხარეს თანაბარი წარმომადგენლობა აქვს.
The Parties hereby establish a Council of Parties in which each Party has equal representation to manage this Agreement.
639418.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
საბჭოს ყველა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია და დასკვნა მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.
All decisions, recommendations, and findings of the Council shall be by consensus.
639419.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
საბჭო განსაზღვრავს თავის საკუთარ წესებსა და პროცედურებს.
The Council shall determine its own rules and procedures.
639420.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
საბჭოს შეუძლია განიხილოს ამ შეთანხმების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
The Council may consider any matter relating to the effective operation of the Agreement.