მოიძებნა 669201 ჩანაწერი
639461.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
საბჭო ნებისმიერ შეთავაზებულ შესწორებას განიხილავს საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართება ყველა მხარის მიერ მისი მიღების შემდეგ.
The Council shall consider any proposed amendment at the first Council meeting held after all of the Parties have received it.
639462.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
გადაწყვეტილება შეთავაზებული შესწორების მიღების ან უარყოფის თაობაზე საბჭოს შეუძლია მიიღოს არა უადრეს 90 დღისა ყველა მხარისთვის მისი გადაგზავნიდან.
The Council may decide to adopt or reject the proposed amendment no earlier than 90 days after its communication to all Parties.
639463.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
შესწორებები ექვემდებარება დამტკიცებას მხარეთა მიერ.
Amendments shall be subject to acceptance by the Parties.
639464.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
შესწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები დამტკიცების შესახებ შესანახად ჰბარდება დეპოზიტარს.
Instruments of acceptance in respect of an amendment shall be deposited with the depositary.
639465.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
შესწორება ძალაში შედის ყველა მხარეთაგან დამტკიცების შესახებ დოკუმენტების მიღებიდან ოცდამეათე დღეს ან მაშინ, როდესაც საბჭო გადაწყვეტს.
An amendment shall enter into force on the 30th day following the receipt by the depositary of the instruments of acceptance from all Parties, or as otherwise decided by the Council.
639466.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თითოეული მხარე, რომელიც ამ შეთანხმებას რომელიმე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ უერთდება, ხდება შესწორებული შეთანხმების მხარე.
Each State that accedes to this Agreement after the entry into force of any amendment shall become a Party to the Agreement as amended.
639467.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
მხარეს შეუძლია ამ შეთანხმებიდან გასვლა დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით.
A Party may withdraw from this Agreement by providing written notification to the depositary.
639468.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
დეპოზიტარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის შეტყობინებას მხარეებს.
The depositary shall promptly communicate the notification to the Parties.
639469.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
შეთანხმებიდან გასვლა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, თუკი შეტყობინებაში უფრო გვიანდელი თარიღი არ არის დასახელებული.
Withdrawal shall take effect six months after the date the depositary receives the notification, unless the notification specifies a later date.
639470.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
შეტყობინება ძალაში არ შედის, თუ შეტყობინება გაუქმდება ექვსი თვის გასვლამდე ან, როდესაც უფრო გვიანდელი თარიღია დასახელებული, ამ თარიღის დადგომამდე.
The withdrawal shall not take effect if the notification is withdrawn prior to the expiry of the six months, or where a later date is specified, the occurrence of that date.
639471.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ეს შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად „ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების“ მხარეთა მიერ 2007 წლის 1-ლ დეკემბრამდე.
This Agreement shall be open for signature by Parties to the Mutual Acceptance Agreement until 1 December 2007.
639472.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ.
This Agreement is subject to ratification, acceptance or approval by signatory States.
639473.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ შესანახად ჰბარდება დეპოზიტარს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მათ სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებს.
Instruments of ratification, acceptance or approval shall be deposited with the depositary, which shall promptly communicate them to the other signatory States.
639474.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ეს შეთანხმება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მეორე დოკუმენტის მიღების თარიღის შემდეგი თვის პირველ დღეს.
This Agreement shall enter into force on the first day of the month following the date the depositary receives the second instrument of ratification, acceptance or approval.
639475.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ამის შემდეგ, თითოეული მომდევნო ხელმომწერი სახელმწიფოსთვის იგი ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღის შემდეგი თვის პირველ დღეს.
It shall enter into force for each subsequent signatory State thereafter on the first day of the month following the date of deposit of its instrument of ratification, acceptance or approval.
639476.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ხელმომწერი სახელმწიფო ეცდება რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ თავისი დოკუმენტი შესანახად ჩააბაროს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, ან ისეთი უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში, როგორიც საბჭომ შეიძლება დაადგინოს.
A signatory State will seek to deposit its instrument of ratification, acceptance or approval within 30 months of the date this Agreement enters into force, or such longer period as the Council may decide.
639477.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
თუ ხელმომწერ სახელმწიფოს არ ჩაუბარებია ამგვარი დოკუმენტი ამ ვადის ბოლოსათვის, ამ ხელმომწერმა სახელმწიფომ, არა უგვიანეს 90 დღისა რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ თავისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარებამდე, დეპოზიტარს უნდა მიაწოდოს ასლი თავისი კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნებისა, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს.
If a signatory State has not deposited such instrument by the end of this period, the signatory State shall no later than 90 days before depositing its instrument of ratification, acceptance or approval, provide to the depositary a copy of its laws, regulations and requirements relating to wine labelling practices and the mechanisms to regulate them.
639478.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც ამ შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, შეუძლია, დეპოზიტარისთვის წერილობითი განაცხადის წარდგენით, მოითხოვოს მასთან შეერთება.
Any State that has not signed this Agreement may by written application to the depositary seek to accede to it.
639479.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
ამგვარ განაცხადში შედის ასლი ამ სახელმწიფოს კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნებისა, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს, და დეკლარაცია, რომელშიც კონსტატირებულია განმცხადებლის მიდგომა „ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისადმი“.
Such application shall include a copy of that State's laws, regulations and requirements relating to labelling practices and the mechanisms to regulate them, and a statement of the applicant’s approach towards the Mutual Acceptance Agreement.
639480.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ
დეპოზიტარი მხარეებს უკავშირდება შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე სახელმწიფოს განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
The depositary shall circulate to the Parties within 30 days of receipt of a State’s application to accede to the Agreement.