მოიძებნა 668044 ჩანაწერი
640341.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
ყველა პოტენციური ინვესტორი (მიაქციეთ ყურადღება, ჩვენ მსოფლიო აუდიტორიაზე ვართ ორიენტირებულნი) გაიგზავნება ახლებურად გადაკეთებულ ვებსაიტზე 'Invest in Georgia' („დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში“), რომელიც კამპანიის დაწყების წინ განახლდება ხოლმე.
All potential investors (nb we are targeting a global audience) will be directed to the revised 'Invest in Georgia' website which will be updated before the campaign launches.
640342.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
აქ მათ შეეძლებათ შეიტყონ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შესაბამისი ქართული ორგანიზაციების საკონტაქტო დეტალები, რაც წაახალისებს და დაეხმარება მათ, დაესწრონ ღონისძიებას ან სემინარს, თავად მოინახულონ ქვეყანა, ან უბრალოდ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია.
Here they will be able to get further information abut Georgia, the potential investment opportunities and the contact details of the relevant organisations in Georgia to encourage and help them attend an event or seminar, visit the country for themselves or simply find out further information.
640343.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმთავრესი სექტორები.
Key Sectors for FDI.
640344.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
ძირითადი სექტორები, რომლებითაც, ჩვენი თვალთახედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არიან დაინტერესებული, არის შემდეგი: საბანკო საქმე, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, საკუთრება.
Key sectors we see F.D.I. being interested in are: Banking, Tourism, Agriculture, Energy, Infrastructure, Property.
640345.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
სამუშაოს მოცულობა და შინაარსი.
Scope of Work.
640346.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
„M&C სააჩის“ სამუშაოს მოცულობასა და შინაარსში შევა: კომუნიკაციის სტრატეგიისა და კომუნიკაციის გეგმის შემუშავება; შემუშავება შემოქმედებითი იდეისა, რომელიც წაახალისებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდებას საქართველოში, რაც მოიცავს ბეჭდვით, სატელევიზიო და ონლაინურ რეკლამას, ხელმძღვანელობა და მართვა კომუნიკაციის გეგმის ყველა აუცილებელი ასპექტისა, როგორებიცაა მაგალითად ღონისძიებები, ფორუმები და კოორდინაცია მესამე მხარეთა მედიაპარტნიორებთან; მედია-სტრატეგიისა და მედია-გეგმის შემუშავება ჩვენი მედია-სააგენტოს „უოკერ მედიას“ მეშვეობით.
The scope of work for M&C Saatchi will include: Developing a communications strategy and communications plan; Developing a creative idea that will encourage foreign direct investment into Georgia, to include press, TV, on-line advertising and to handle and manage all aspects of the communications plan as necessary e.g. Events, Forums, and co-ordination with third party media partners; Developing a media strategy and media plan, through our media agency, Walker Media.
640347.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
გეგმის პროექტი თან ერთვის, რაშიც შედის ზემოთ, 2.2. ნაწილში ზოგადად აღწერილი წინადადებანი.
A draft plan is attached, including the proposals outlined in section 2.2 above.
640348.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
შემოქმედებითი იდეის, ბიუჯეტისა და მედია-გრაფიკის დამტკიცების შემდეგ, ჩვენ ვიყიდით მედია-გეგმას, რომელიც შესაბამისობაში იქნება რეკლამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო მითითებებთან.
On approval of the creative idea, budget and media schedule, we will, acting on behalf of the Government of Georgia, buy the media plan according to international advertising guidelines.
640349.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
ყველა იმ აუცილებელი ბეჭდვითი, სატელევიზიო და ციფრული სარეკლამო მასალის წარმოება და მოწოდება, რომლის შეძენის შესახებაც მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
Production and supply of all necessary print, TV and digital advertising materials, as per the final approved media buy.
640350.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
კამპანიის ფარგლებში, სტრატეგიული ინფორმაციის ჩასმა ყველა ღონისძიებაში, ფორუმში, ვებსაიტში, პროგრამასა და სპეციალურ ანგარიშში, რომლებიც მომზადდება მესამე მხარის პარტნიორთა (მაგალითად, „ფაინენშელ ტაიმსის“) მიერ.
Strategic input into all events, forums, websites, programming and special reports undertaken by third party partners (e.g. the FT) as part of the campaign.
640351.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
განზრახულია კამპანიის დაწყება 2007 წლის მაისში და კამპანიის წარმოება წლის დანარჩენი ნაწილის განმავლობაში.
The intention is to start the campaign in May 2007 and to run the campaign for the remainder of the year.
640352.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
აპრილში ჩვენ შევიმუშავებთ, დავგეგმავთ და ვაწარმოებთ შემოქმედებით სამუშაოს, დავგეგმავთ და ვიყიდით აუცილებელ საინფორმაციო საშუალებებს, დავამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობას მესამე მხარეებთან და შევათანხმებთ ღონისძიებებისა და ფორუმების გამართვის დროსა და ადგილს.
In April we will develop, plan and produce the creative work, plan and buy the necessary media, arrange third party partnerships and agree timings and location for the events and forums.
640353.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
ყველა სახის საქმიანობას, მის დაწყებამდე, ფორმალურ თანხმობას განუცხადებს და დაამტკიცებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
All activity will be formally agreed and approved by The Ministry of Economic Development prior to commencement.
640354.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
ზემომოყვანილი წინადადებებისთვის საჭირო მთლიანი ბიუჯეტია 7 788 946 დოლარი.
The total budget required for the above proposal is $7,788,946.
640355.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
ეს თანხა შემდეგნაირად დაიხარჯება: ყველა სახის მედია, სპეციალური ანგარიშები, ტელეპროგრამები და ა.შ.; სატელევიზიო, ონლაინური და ბეჭდვითი რეკლამის დამზადება; სააგენტო ჰონორარები.
This will be spent as follows: All media, special reports, TV programmes etc; Production of TV, on-line and print advertising; Agency fees.
640356.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემომოყვანილი მონაცემები მხოლოდ წინასწარ შეფასებებს წარმოადგენს და შეიძლება შეიცვალოს საბოლოო მედია-გრაფიკებიდან, შემოქმედებითი სამუშაოდან, სამუშაოს ზუსტი მოცულობიდან და შინაარსიდან და მისთ. გამომდინარე.
Please note that the above are estimates only and subject to change depending on final media schedules, creative work, exact scope of work etc.
640357.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
სამართლებრივი მოსაზრება.
Legal Consideration.
640358.
საერთაშორისო ურთიერთობები | სამარკეტინგო კამპანიასთან "დააბანდეთ ინვესტიციები საქართველოში" დაკავშირებული წინადადება
დამტკიცების შემთხვევაში, ეს წინადადება გაფორმდება ფორმალურ, იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე კონტრაქტად, რომელიც ითვალისწინებს შემოქმედებითი სამუშაოსა და მედია-გრაფიკის საბოლოო დამტკიცებას.
If approved, this proposal will be drawn into a formal, legally binding contract subject to the final approval of creative work and media schedule.
640359.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება ეფუძნება ყველა ადამიანისთვის არსებითად დამახასიათებელი ღირსებისა და თანასწორობის პრინციპებს, და რომ ყველა წევრმა-სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, განახორციელონ, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ერთობლივი და ინდივიდუალური ქმედებანი, რათა მიაღწიონ გაეროს ერთ-ერთ მიზანს, რომელიც მდგომარეობს ხელშეწყობასა და წახალისებაში საყოველთაო პატივისცემისა და დაცვისა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისა ყველასათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა თუ რელიგიისა.
The States Parties to this Convention, considering that the Charter of the United Nations is based on the principles of the dignity and equality inherent in all human beings, and that all Member States have pledged themselves to take joint and separate action, in co-operation with the Organization, for the achievement of one of the purposes of the United Nations which is to promote and encourage universal respect for and observance of human rights and fundamental freedoms for all, without distinction as to race, sex, language or religion.
640360.
საერთაშორისო ურთიერთობები | საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ
ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებისა და უფლებების თვალსაზრისით, და რომ ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს მასში დეკლარირებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, რაიმე სახის განსხვავების გარეშე, კერძოდ რასასთან, კანის ფერთან ან ეროვნულ წარმომავლობასთან დაკავშირებული განსხვავების გარეშე.
Considering that the Universal Declaration of Human Rights proclaims that all human beings are born free and equal in dignity and rights and that everyone is entitled to all the rights and freedoms set out therein, without distinction of any kind, in particular as to race, colour or national origin.