მოიძებნა 668048 ჩანაწერი
666221.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა მიზნებია: მოკლე ვადებში შეთანხმდეს და გაფორმდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და "Jafza"-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობასა და "DPW"-ს შორის მე-7 ტერმინალის მოკლე ვადით კონცესიურების შესახებ; "Jafza"-სთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებულ მომსახურებათა საზღაურად ნაღდი ფულით განსახორციელებელი გადახდების ნაცვლად, გადასახდელი საფასურები ორი წლის განმავლობაში გაიქვითება მე-7 ტერმინალის შესახებ "DPW"-სთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული საიჯარო გადასახადის სანაცვლოდ.
The Objectives of the Contracting Parties are: to promptly negotiate and conclude the proposed Contract for Consulting Services between [GoG] and Jafza, and the short-term concession for Berth #7 between [GoG] and DPW; in lieu of cash payment for services provided under the Jafza contract, fees will be off-set over two years against rental payments due under the Berth #7 contract with DPW.
666222.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
ხელი შეეწყოს "DW"-ს, მის ფილიალებსა და ასოცირებულ წევრებს იმ აუცილებელი ინფორმაციის, არსებული თემატური გამოკვლევების და მისთ. მიღებაში, რომელიც შეეხება სამრეწველო და ეკონომიკურ საქმიანობას, პორტის ტვირთბრუნვას და მისთ., რათა საშუალება მიეცეს "Jafza"-სა და "DPW"-ს, ჩაატარონ აუცილებელი გამოკვლევები და მიმოხილვები.
To assist DW its affiliate and associates to receive all necessary information, existing background studies, etc. in relation to the industrial and economic activity, port traffic, etc., to enable Jafza and DPW to conduct the necessary studies and reviews.
666223.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
საქართველოს მთავრობასა და "Dubai World"-ს, მის ასოცირებულ წევრებსა და ფილიალებს შორის კეთილსინდისიერი კომერციული მოლაპარაკებების დაწყება ზემოთ, მე-2 ფაზაში გათვალისწინებული კონკრეტული პროექტების თაობაზე და მე-3 ფაზაში გათვალისწინებული სხვა პროექტების თაობაზე კონკრეტული შეთანხმებების რეალიზაციის მიზნით.
The [GOG] and Dubai World and its associates and affiliates to enter into good-faith commercial negotiations for realization of the specific Agreements for specific projects envisaged in Phase 2 and other projects identified in Phase 3 above.
666224.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
საკონსულტაციო შესწავლის შედეგების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მოწვევით, "Jafza" საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს ცალკე კონტრაქტს საქართველოში ეკონომიკური ზონების შესახებ ახალი კანონის განხილვისა და შექმნის მიზნით.
Based on the findings of the consulting study and on invitation of GOG Jafza will enter into a separate contract with the GOG, to review and create the new Law for Economic Zones (EZ) in Georgia.
666225.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
უბრალოდ ახალი კანონპროექტის შექმნის გარდა, კონტრაქტის მიხედვით "Jafza" აგრეთვე დაეხმარება საქართველოს მთავრობას იმის შესწავლაში, თუ რა ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტები და კანონები ეკონომიკური ზონების შესახებ კანონის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობაზე და აგრეთვე შესთავაზებს მასში შესატან საჭირო ცვლილებებს.
Apart from just creating a new draft law, under this contract Jafza will also assist the GoG in studying the impact of other legislations and laws of the country on the practicability of Economic Zone Law and suggest required modification to the same.
666226.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
ამ სამუშაოს მიზანია ამგვარი კანონმდებლობის საუკეთესო ნიმუშის შექმნა და საქართველოს საერთო საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა.
The objective of this activity is to create best in class legislation to improve overall attractiveness of Georgia as an investment destination.
666227.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა ვალდებულებები.
Obligations of the Contracting Parties.
666228.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები თანდართული ფორმის მიხედვით გააფორმებენ კონფიდენციალურობის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაციის, იდეებისა და ცოდნის ორმხრივ გაცვლას.
The Contracting Parties shall enter into a Confidentiality Agreement in the form annexed hereto, to cover the mutual exchange of information, ideas and expertise with regard to the development of the Project.
666229.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
ამ მემორანდუმის ხელმოწერის დღიდან 12 თვის განმავლობაში (შემდგომში „ექსკლუზიურობის ვადა“) შეთანხმებაში მონაწილე არც ერთი მხარე არ ჩაერთვება რაიმე განხილვაში, მოლაპარაკებაში, მსგავს შეთანხმებასა თუ გარიგებაში, რომელიც პირდაპირი თუ ირიბი გზით მიმდინარეობს რომელიმე მესამე მხარესთან პროექტის I და II ფაზებისთვის ზოგადად მონიშნული შეთანხმებების გაფორმების განზრახვით.
Upon the execution of this MoU, neither of the Contracting Parties shall enter into any discussions, negotiations, similar agreement or arrangement, directly or indirectly, with any third party for the development of any portions of Phase 1 and Phase 2 of the Project for a period of 12 months from the date hereof (the “Exclusivity Period”), with the intention of concluding the agreements outlined for Phase 1 and Phase 2.
666230.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ მოლაპარაკებების წარმოება/თანხმობის მიცემა პროცესს აფერხებს (შემდგომში „შეფერხება“), ექსკლუზიურობის ვადა გაგრძელდება იმავე დროით, რა დროითაც „შეფერხება" მოხდა.
Provided however that if negotiations/approvals from the [GOG] are delaying the process (the “Delay”), the Exclusivity Period will be extended by the same amount of time as the Delay.
666231.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
გარდა ამისა, ექსკლუზიურობის ვადა დაუყოვნებლივ შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ საწყისი კვლევის შედეგები არახელსაყრელი აღმოჩნდება და "Jafza"/"DPW" პროექტის განხორციელებაზე უარის თქმას გადაწყვეტს.
Further provided that if the initial study proves to be unfavorable and Jafza / DPW chose not proceed with the project, then the Exclusivity Period shall immediately terminate.
666232.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
ექსკლუზიურობის ვადის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ან საქართველოს ნებისმიერი სხვა სამინისტრო, უწყება თუ წარმომადგენელი არ შესთავაზებს და არც სხვაგვარად ეცდება ამ შესაძლებლობათა მიყიდვას ან გადაცემას რომელიმე სხვა მხარისთვის; ექსკლუზიურობის ვადა აგრეთვე ვრცელდება ფოთის პორტის მე-7 საკონტეინერო ტერმინალთან დაკავშირებულ არსებულ ტენდერზე.
During the Exclusivity Period the [GOG] or any other ministry, agency or representative of Georgia shall not “shop” or otherwise attempt to sell or transfer these opportunities to any other party; the Exclusivity Period also extends to the existing tender for Berth #7 at Poti Port.
666233.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
თუ საქართველოს მთავრობა რაიმე მიზეზით გადაწყვეტს, არ განახორციელოს პროექტის რომელიმე ფაზა, იგი ერთი (1) წლის განმავლობაში არ ჩაატარებს პროექტის ამ ნაწილით განსაზღვრულ სამუშაოებს რომელიმე სხვა მხარესთან ისე, რომ ჯერ იგივე პირობები "Jafza"/"DPW"-ს, ან "Jafza"/"DPW"-ს მიერ დასახელებულ პირს არ შესთავაზოს.
If the [GOG] decides not to proceed with any of the phases for any reason, for a period of one (1) year the [GOG] shall not develop that portion of the Project with any other party without first offering on the same terms to Jafza / DPW or a nominee of Jafza / DPW.
666234.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, არ განახორციელოს პროექტის რომელიმე ნაწილი, ამგვარი გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს კომერციული თვალსაზრისით გონივრულ სტანდარტებს, რომელთა შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს "Jafza"/"DPW"-ს.
If the [GOG] decides not to proceed with a portion of the project, such decision shall be based on commercially reasonable standards which shall be communicated immediately to Jafza / DPW.
666235.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
ექსკლუზიურობის ვადის დაწყებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში მონაწილე მხარეები და მათ მიერ დანიშნული წარმომადგენლები კეთილსინდისიერად წარმართავენ მოლაპარაკებებს საკონსულტაციო მომსახურებისა და მე-7 ტერმინალის საკონცესიო ხელშეკრულების (პროექტის I ფაზა) გაფორმებისა და შემდგომი შესრულების მიზნით.
The Contracting Parties and their appointed representatives shall negotiate in good faith with the objective of concluding and thereafter executing the Contract for Consulting Services and Berth #7 Concession (Phase 1 of Project) within the first four weeks of the commencement of the Exclusivity Period.
666236.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
შესწავლა ჩატარდება მომდევნო 30 კვირის განმავლობაში ან იმ ვადებში, რომლებიც განისაზღვრება საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებით.
The study shall be carried out during the following 30 weeks, or as otherwise agreed in the Contract for Consulting Services.
666237.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
კომერციული განხორციელებადობის დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა და "DW" წარმართავენ კეთილსინდისიერ კომერციულ მოლაპარაკებებს II ფაზაში ჩამოთვლილი ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
Subject to confirmed commercial feasibility, [GOG] and DW shall enter into good faith commercial negotiations for the contracts listed under Phase 2.
666238.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
"Jafza"-სა და "DPW"-ს, ან მათს ფილიალებს მიეცემა უფლებები და კონცესია ეკონომიკური ზონისა და საკონტეინერო ტერმინალ(ებ)ის მშენებლობასთან, ექსპლუატაციასთან, მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებასთან, მართვასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით, რის დროსაც "Jafza" და "DPW" (ან მათი ფილიალები) მიიღებენ ერთპიროვნული მართვის უფლებებს შესაბამისი პროექტების ფარგლებში მიმდინარე ყველა სამუშაოებთან მიმართებაში.
Jafza and DPW, or their affiliates, will be granted the rights and concession for the development, operation, maintenance, management and financing of the EZ and container terminal(s) with Jafza and DPW (or their affiliates) receiving sole management rights for all operations within the respective projects.
666239.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები თანახმანი არიან, ყოველგვარი გონივრული ძალისხმევა მიმართონ ამ მემორანდუმის პირობათა განხორციელებაზე მომუშავე ჯგუფების შესაქმნელად ამ მემორანდუმის ხელმოწერიდან ორი (2) კვირის განმავლობაში და ყველა ღონეს იხმარენ, რათა საბოლოო შეთანხმება პროექტის II ფაზისთვის განსაზღვრულ ხელშეკრულებათა თაობაზე მიღწეულ იქნეს 3-თვიანი ვადის განმავლობაში.
The Contracting Parties agree to use all reasonable endeavors to establish teams for implementation of this MoU within two (2) weeks of signing of this MoU and shall use all commercially reasonable endeavors to reach a definitive agreement on the contracts for Phase 2 of Project within a 3 month period.
666240.
საერთაშორისო ურთიერთობები | ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ეკონომიკური ზონების, პორტისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული განვითარების შესახებ
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები თანხმდებიან მასზე, რომ 1-ლ მუხლში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ერთმანეთს მიაწვდიან გონივრულობის ფარგლებში საჭირო ყველა ინფორმაციასა და დახმარებას.
The Contracting Parties agree to provide each other with all reasonably required information and assistance, in order to facilitate the achievement of the objectives set forth in Article 1 above.