მოიძებნა 668048 ჩანაწერი
75721.
აველუმი | თავი I
ასეა საქმე, ბატონებო. სრული განუკითხაობა სუფევს ქვეყანასა ზედა.
That’s how things are, gentlemen. Complete anarchy reigns over the country.
75722.
აველუმი | თავი I
ვირთხები დღითი-დღე მყარად იკიდებენ ფეხს ჩვენს შეგნებაში და არა მარტო შეგნებაში.
Day in, day out, rats grab hold of our feet in our imagination, and not only in our imagination.
75723.
აველუმი | თავი I
პავლე ისევ სავლედ იქცა და ხვალ და ზეგ, შეიძლება, მართლა აღიგავოს პირისაგან მიწისა ნეკრესიც და მოწამეთაც, ბაგრატიც და ალავერდიც, იყალთოც და გეგუთიც...
Paul has become Saul again and, tomorrow or the day after, may sweep from the face of the earth Nekresi and Motsameta monasteries, Bagrat and Alaverdi cathedrals, Iqalto academy and Geguti…
75724.
აველუმი | თავი I
გაანათლე უფალო, სული მონისა შენისა საქართველოსი, ქრისტეს მესიის მშობელისა (ეს ვერ გვაპატია სწორედ ჩვენმა ერთმორწმუნე მფარველმა), რუსთაველის მშობელისა, ილია მართლის მშობელისა და ილია მართლის მკვლელის მშობელისაც... ამინ. უკუნითი უკუნისამდე.
Lord, enlighten the soul of thy servant Georgia, that gave birth to Christ the Messiah (which is what our fellow-believer and protector has not been able to forgive us), to Rustaveli, to Ilia the Just and to the killer of Ilia the Just… Amen. For ever and ever.
75725.
აველუმი | თავი I
მეორედ მოსვლამდე არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.
We must have no hope until the second coming.
75726.
აველუმი | თავი I
სონიასაც ასე ურჩევნია ალბათ - რაც არ არსებობს, ნაკლებად შემაწუხებელია თვალისთვისაც და სინდისისთვისაც.
This is how Sonia probably preferred things: what doesn’t exist is less of a bother to the eye and the conscience.
75727.
აველუმი | თავი I
მაგრამ, რაც თვალს აკლდება, სულს თუ არ ემატება, მაშინ სიცოცხლე მართლა კიტრადაც აღარ ღირს...
But if what the eye can’t see is missing from the soul, too, then life really isn’t worth a toss…
75728.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს.
Tbilisi State University was founded in 1918.
75729.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
იგი პირველი უნივერსიტეტი იყო კავკასიაში.
It was the first University in the Caucasus.
75730.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
საქართველოში უნივერსიტეტის შექმნის საქმეს სათავეში ჩაუდგა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღზრდილ ქართველ მეცნიერთა ჯგუფი.
The initiative of founding a university in Georgia came from a group of Georgian scholars and scientists educated at Petersburg University.
75731.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
ჯგუფს ხელმძღვანელობდა დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი.
The team was led by the eminent Georgian scholar Ivane Javakhishvili.
75732.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს საქართველოში განათლების უძველეს ტრადიციას.
Tbilisi State University continues the ancient traditions of education in Georgia.
75733.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
საისტორიო წყაროები მიუთითებენ IV საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე – კოლხეთში ბერძნული რიტორიკული სკოლის არსებობას.
Historical sources point to the existence of a Greek school of rhetoric in the 4th cent. A.D. on Georgian territory-in Colchis.
75734.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
ადრინდელ შუა საუკუნეებში ქართველები კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს აარსებენ საზღვარგარეთ:
In early medieval times Georgians set up cultural-educational centres abroad:
75735.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
პალესტინაში (საბაწმიდა, სინას მთა, იერუსალიმი), საბერძნეთში (ათონი), ბულგარეთში (პეტრიწონი).
In Palestine (Sabatsmida. Mount Sinai, Jerusalem), Greece (Mount Athos), Bulgaria (Petritsoni).
75736.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
აკადემიები არსებობდა XII საუკუნის საქართველოშიც – გელათსა და იყალთოში.
In the 12th-century Georgia academies functioned in Gelati and Iqalto.
75737.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
არსებობის 70 წლის მანძილზე უნივერსიტეტში შეიქმნა მრავალი საქვეყნოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლა:
Over the 70 years of the existence of the University a number of universally known scientific schools have been set up here:
75738.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
მათემატიკური (ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა, ვ. კუპრაძე), ფსიქოლოგიური (დ. უზნაძე), ფიზიოლოგიური (ივ. ბერიტაშვილი).
That of mathematics (A. Razmadze, N. Muskhelishvili, I. Vekua, V. Kupradze), psychology (D. Uznadze), physiology (I. Beritashvili).
75739.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროვნული სამეცნიერო სკოლები, რომელთა მეშვეობითაც ქართველოლოგია საერთაშორისო სამეცნიერო დისციპლინად იქცა:
Special mention should be made of the national scholarly schools thanks to which Georgian Studies has become an international scholarly discipline:
75740.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1988
ქართული ისტორიოგრაფიის (ივ. ჯავახიშვილი);
Georgian historiography (I. Javakhishvili),