მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86861.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
შესაბამისად, რეგიონების მიხედვით ეკონომიკური აქტივობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არათანაბარზომიერი განაწილება გავლენას ახდენს შიდა მიგრაციაზე.
Accordingly, unequal distribution of economic activity and direct foreign investments by regions affects internal migration.
86862.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
სამუშაო ძალის მობილიზება ხდება კონკრეტულად დედაქალაქში, რაც, თავის მხრივ, ზრდის თბილისში უმუშევრობის დონეს.
Mobilization of workforce occurs specifically in the capital, which, in turn, increases the level of unemployment in Tbilisi.
86863.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია თბილისში და 2017 წლის მონაცემებით 24.7%-ს შეადგენს.
In particular, unemployment levels throughout the country are the highest in Tbilisi amounting to 24.7%, based on the data of 2017.
86864.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
2017 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
Compared to the previous year, in 2017 unemployment rate has been increased by regions in Imereti, Kvemo Kartli, Tbilisi and Shida Kartli regions.
86865.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
In Tbilisi, where unemployment rate is the highest, this indicator has increased by 1.2 percentage points.
86866.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ა.რ.-ში, შესაბამისად 3.3 და 5.8 პროცენტული პუნქტით.
The unemployment rate is most decreased in the region of Samegrelo-Zemo Svaneti and Adjara AR, respectively by 3.3 and 5.8 percentage points.
86867.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
2017 წელს წინა წელთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა განათლების მიღწეული დონის მიხედვით შემცირებულია უმაღლესი და საშუალო განათლების მქონე პირებში, შესაბამისად 8,4% და 3,3%-ით (უმაღლესი განათლება: 2017წ.- 104.9 ათასი ადამიანი; 2016წ. - 114.5 ათასი ადამიანი; საშუალო განათლება: 2017წ.- 99.3 ათასი ადამიანი; 2016წ. - 102.7 ათასი ადამიანი), მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში უმუშევართა რაოდენობა პროფესიული განათლების მქონე პირებში გაზრდილია 6,7%-ით.
Compared to the previous year, in 2017 the number of unemployed people by the level of education achieved was reduced in persons with higher and secondary education, by 8,4% and 3,3% respectively (higher education: 2017 - 104.9 thousand people, 2016 - 114.5 thousand people; secondary education: 2017 - 99.3 thousand people, 2016 - 102.7 thousand people), while in the same period the number of unemployed persons with vocational education is increased by 6,7%.
86868.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ამასთან, უმუშევრობის დონე განათლების მიღწეული დონის მიხედვით შემცირებულია უმაღლესი განათლების მქონე პირებში და 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი თუ 16.1%-ს შეადგენდა, 2017 წელს იგი 15.5%-მდე შემცირდა.
In addition, the rate of unemployment by the level of education achieved has been decreased in persons with higher education, and if this indicator amounted to 16.1% in 2016, it decreased to 15.5% in 2017.
86869.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
პროფესიული განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე იმავე პროცენტულ მაჩვენებელზე იქნა შენარჩუნებული,
The unemployment rate for persons with vocational education has been maintained at the same percentage figure,
86870.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
უმუშევრობის დონე საშუალო განათლების მქონე პირებში გაიზარდა 14.4%-ით 2017 წელს, მაშინ როცა 2016 წელს იგი 13.4% იყო.
Unemployment rate for persons with secondary education has increased by 14.4% in 2017, which was 13.4% in 2016.
86871.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
შრომის ბაზრის მიწოდების მხარის ანალიზისას, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ერთ-ერთ მთავარ დეტერმინანტზე, რასაც შრომის ანაზღაურება წარმოადგენს.
While analyzing the labour market in terms of supply, it is necessary to pay attention to one of the main determinants that is the remuneration of labour.
86872.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
დასაქმების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეკონომიკური სექტორების მიხედვით ხელფასებს შორის განსხვავება წარმოადგენს.
One of the main challenges of employment is the difference between salaries by economic sectors.
86873.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ბოლო წლებში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის მკვეთრი ზრდა, რომელმაც 2017 წელს 999.1 ლარი შეადგინა.
The sharp increase in the average monthly nominal salaries of wage employees may be considered a positive trend in recent years, which amounted to 999.1 GEL in 2017.
86874.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
მიუხედავად ხელფასის ზრდისა, მკვეთრი განსხვავებაა ხელფასებს შორის ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით, რაც მეტყველებს ზოგიერთ სექტორში დაბალ შრომის ნაყოფიერებაზე.
Despite the increase in wages, there is a sharp contrast between salaries by the types of economic activity, which demonstrates low fertility in some sectors.
86875.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
მაღალია ანაზღაურება შემდეგ სექტორებში: საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება.
Highly paid sectors are: financial activities, transport and communications, construction, electricity, gas and water production and distribution.
86876.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
დაბალია ანაზღაურება შემდეგ სექტორებში: განათლება, სასტუმროები და რესტორნები, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა.
There are low salaries in the following sectors: education, hotels and restaurants, agriculture, hunting and forestry.
86877.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
შრომის ბაზრის ანალიზისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მიგრაციის საკითხებზე, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია შრომითი რესურსების ადეკვატურობისა და მათზე წვდომის თვალსაზრისით.
While analyzing the labour market, special attention must be paid to migration issues, as this is important in terms of adequacy and access to labour resources.
86878.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
2006 წლიდან მოყოლებული საგრძნობი ცვალებადობა შეინიშნება მიგრაციულ სალდოსთან დაკავშირებით, რაც წარმოაჩენს არაერთგვაროვან სურათს.
Since 2006, a marked change in the migration balance has been observed, which shows a different picture.
86879.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
2017 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 85.5 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 7.4%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელზე.
In 2017, the number of emigrants reached 85.5 thousand people, which is 7.4% less than the figure of 2016.
86880.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
იმავე პერიოდში, იმიგრანტების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა და 83.2 ათასი კაცი შეადგინა.
In the same period, the number of immigrants decreased by 7.7% compared to the previous year and reached 83.2 thousand people.