მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86921.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
გარდა ამისა, ზრდით ხასიათდება მსუბუქი მრეწველობის სფერო, განსაკუთრებით ტექსტილის ინდუსტრია, ასევე ავეჯის წარმოება, რაც ამ დარგებში კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნას შემდეგ წლებშიც დააგენერირებს.
In addition, the growth is observed in the sector of light industry, especially textile industry and furniture production, which in turn generates demand for qualified workforce over the next years.
86922.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ვაჭრობის სექტორი უზრუნველყოფს მთლიანი დასაქმების 10%-ს და ბიზნეს სექტორის დასაქმების 26%-ს.
Trade sector provides 10% and business sector - 26% of total employment.
86923.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
2010-2017 წლებში ვაჭრობის სექტორმა შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ბიზნეს სექტორის დასაქმების ზრდაში.
In 2010-2017, the trade sector made the highest contribution to growth of business sector employment.
86924.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
აღნიშნულ სექტორში მთლიანი დასაქმების და ბიზნეს სექტორის დასაქმების მონაცემები რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ამ სექტორში არაფორმალურ დასაქმებაზე მიანიშნებს.
The overall employment data in this sector and employment data in the business sector is somewhat different from each other, which indicates informal employment in this sector.
86925.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
თუმცა, სხვაობა თანდათან მცირდება, რაც არაფორმალურიდან ფორმალურ დასაქმებაში გადასვლის შედეგია.
Though, the difference is gradually decreasing, which is the result of transition from non-formal to formal employment.
86926.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ბიზნეს სექტორის მონაცემებზე დაყრდნობით, ვაჭრობის სექტორის დასაქმების 60%-ზე მეტი მცირე ზომის საწარმოებზე მოდის.
Based on the business sector data, more than 60% of trade sector employment accounts for small enterprises.
86927.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ყველაზე მცირე ნაწილი კი საშუალო ზომის საწარმოებშია დასაქმებული.
The smallest part is employed in medium size enterprises.
86928.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა ყველაზე დიდი წილი საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე მოდის, ყველაზე მცირე ნაწილი კი ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტზე.
By the types of economic activities, the largest share of employed accounts for retail and wholesale trade, while the smallest part accounts for the repair of cars, household goods, and personal consumption items.
86929.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ვაჭრობის სექტორის დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი თბილისში, აჭარასა და იმერეთშია დასაქმებული.
The largest part of the trade sector workers are employed in Tbilisi, Ajara and Imereti.
86930.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
საშუალო მაჩვენებელთან შედარებით დაბალია შრომის ანაზღაურება ვაჭრობის სექტორში.
In comparison with the average rate, the labour remuneration is low in the trade sector.
86931.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
საცალო ვაჭრობის კუთხით განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული სექტორის განვითარებაში.
The activities carried out in retail trade have made a significant contribution to the development of the sector.
86932.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
აღსანიშნავია 2017 წელს მსხვილი სავაჭრო ცენტრის "გალერეა თბილისი”-ს გახსნა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
It is worth mentioning that in 2017 a big shopping center "Galleria Tbilisi" with the investment of 70 mln US dollars was opened.
86933.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ამასთანავე, ტურიზმის სექტორის სწრაფ ზრდასთან ერთად მოსალოდნელია აღნიშნული სექტორის შემდგომი განვითარება.
In addition, further development of the tourism sector is expected along with its rapid growth.
86934.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
მშენებლობის სექტორი მთლიანი დასაქმების 5%-ს და ბიზნეს სექტორის დასაქმების 11%-ს შეადგენს.
The construction sector constitutes 5% and the business sector - 11% of the overall employment.
86935.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
ბიზნეს სექტორის მონაცემებზე დაყრდნობით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი მცირე ზომის საწარმოებშია დასაქმებული.
Based on the business sector data, the largest part of employment in the construction sector accounts for small enterprises.
86936.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
მშენებლობის სექტორი გამოირჩეოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით და პროდუქტიულობის დონე ამ სექტორში ბიზნეს სექტორის საშუალო პროდუქტიულობის დონეზე მაღალია.
The construction sector was distinguished by the inflow of direct foreign investments and the level of productivity in this sector is higher than the average productivity level of the business sector.
86937.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
პროდუქტიულობასთან ერთად, მაღალია აღნიშნულ სექტორში საშუალო შრომის ანაზღაურება.
Along with productivity, average labour salaries are high in this sector.
86938.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
2017-2020 წლებში, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება.
In 2017-2020, it is planned to accelerate infrastructural projects with the aim of promoting economic growth.
86939.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
მხოლოდ 2019 წელს 2 მლრდ. ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება არის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის გზების მშენებლობა-განვითარების, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სამელიორაციო და წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
Only in 2019, it is planned to invest more than 2 bln GEL in infrastructure projects, including construction and development of roads, integrated management of solid waste and water infrastructure.
86940.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი
მთის კურორტების განვითარების მიმართულებით 2019 წელს დაგეგმილი პროექტების მოცულობა კი დაახლოებით 178 მლნ. ლარს შეადგენს.
In order to develop mountain resorts, the project planned for 2019 amounts to about 178 mln GEL.