მოიძებნა 668045 ჩანაწერი
87261.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ვაკანსიებზე შეთავაზებული საშუალო ნომინალური ხელფასი მერყეობს განათლების დონისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად.
It should be noted that an average nominal salary offered on vacancies varies in accordance with the level of education and competence requirements.
87262.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ბუღალტრები, რადგან საკმაოდ ხშირად ისინი ემსახურებიან ერთზე მეტ სუბიექტს, რაც მთლიანობაში ზრდის მათ საერთო შემოსავალს.
Accountants may be considered the exception, since they often serve more than one entity, which in turn increases their common income.
87263.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
კვლევის თანახმად, ვაკანსიების შევსებისას პრობლემები დაფიქსირდა როგორც „თეთრსაყელოიანი“, ასევე „ლურჯსაყელოიანი“ სამუშაო ძალის მოძიებაზე.
According to the survey, the problems with filling the vacancies both with "white-colar" and "blue-collar" workforce were observed.
87264.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
კომპანიებს, რომლებსაც გააჩნდათ ვაკანსიები, მათგან 13%-ს შეექმნა პრობლემა ვაკანტური პოზიციების შევსების მხრივ.
13 % of companies having vacancies had a problem in filling vacant positions.
87265.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
ამასთან, ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნა ტრანსპორტისა და საკვებით მომსახურების სექტორის საწარმოებს.
In addition, the majority of problems were related to the sector of transport and food services.
87266.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
განთავსების საშუალებების სექტორის საწარმოებში ვაკანსიების შევსებისას პრობლემები 23%-ის შემთხვევაში, ხოლო ტურისტული მომსახურების საწარმოთა 18%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა.
The problems in filling up vacancies had 23% of enterprises in the field of accommodation and 18% of enterprises in the field of tourism services.
87267.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
პროფესიული ჯგუფების კუთხით კი ყველაზე მეტი სირთულე დაფიქსირდა მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებული პირების მოძიებაზე, კერძოდ მზარეულებზე, მიმტანებსა და გიდებზე.
In terms of professional groups, most of the difficulties was observed in looking for employees in the field of services and sales, in particular cooks, waiters and guides.
87268.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
საგულისხმოა, რომ პრობლემები დაფიქსირდა დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელის, მათ შორის დამლაგებლებისა და ნარჩენების გამტანების მოძიებაზე.
It is noteworthy that the problems were found to find elementary workers, including cleaners and waste pickers.
87269.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთხსენებულ პოზიციებზე შეთავაზებული საშუალო ნომინალური ხელფასი საკმაოდ დაბალია, ვაკანტური პოზიციების შევსების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს შეთავაზებული დაბალი ანაზღაურება და/ან არსებული სამუშაო გარემო.
Since an average nominal salary offered for the above positions is quite low, the lowest payment and/or existing work environment may be considered as a major hindering factor for filling vacant positions.
87270.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
კვლევის თანახმად, ვაკანტური პოზიციების შეუვსებლობის მიზეზთაგან ყველაზე ხშირად დასახელდა აპლიკანტთა არაკვალიფიციურობა, გამოცდილების ნაკლებობა და ასევე, აპლიკანტთა მხრიდან უფრო მაღალი ანაზღაურების მოლოდინი.
According to the survey, incompetence of applicants and lack of experience, as well as expectation for a high salary are major reasons for the failure to fill up vacant positions.
87271.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
ამასთან, კვლევის მიხედვით, ვაკანტური პოზიციების შევსების გამომწვევი მიზეზები ცალკეული პროფესიული ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია.
In addition, according to the survey, the reasons for filling up vacant positions are different by certain professional groups.
87272.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
კერძოდ, მენეჯერებისა და მომსახურების სფეროს მუშაკების ვაკანსიების შევსებისას უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა მათი კვალიფიკაცია და გამოცდილების არქონა, დამწყები კვალიფიკაციის მუშახელის ვაკანსიების შევსებისას კი შეთავაზებული დაბალი ხელფასი.
In particular, in the course of filling up vacant positions for managers and service workers the main problems were caused by their incompetence and lack of experience, while in the course of filling up the vacancies for elementary workers - an offered low salary.
87273.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
რაც შეეხება საწარმოთა მიერ აპლიკანტთა არაკვალიფიციურობის თაობაზე დასახელებულ მიზეზებს ძირითადი პროფესიული ჯგუფების მიხედვით, როგორც კვლევამ გამოავლინა, დამსაქმებლებს აპლიკანტების შეფასებისას მენეჯერების მიმართ მოთხოვნა წაყენებული აქვთ პროფესიული უნარების ყველა ასპექტით (პროფესიული ცოდნის ნაკლებობა, ტექნიკური უნარ-ჩვევები, პრობლემის მოგვარების უნარი, მომსახურების უნარ-ჩვევები, კომუნიკაციის უნარები, უცხო ენები, ICT უნარები, გადაწყვეტილების მიღების უნარები, სამეწარმეო საქმიანობის არასათანადო გაგება და ცნობიერების ნაკლებობა, ახალი ინფორმაციის გაცნობის, გაანალიზებისა და გადმოცემის უნარი).
As for the reasons mentioned by enterprises in connection with incompetent applicants by the main professional groups, the survey has revealed that during the assessment of applicants the employers require from the applicants all aspects of professional skills (professional knowledge, technical skills, problem-solving skills, skills in providing services, communication skills, foreign languages, ICT skills, decision-making skills, improper understanding of entrepreneurial activities and lack of awareness, as well as the ability to acquire, analyze and convey new information).
87274.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
ხოლო სხვა პროფესიული ჯგუფების მიმართ აქცენტი კეთდება - პროფესიული ცოდნის, მომსახურების უნარ-ჩვევების, კომუნიკაციის უნარებისა და უცხო ენების ცოდნის ნაკლებობაზე.
While in case of other professional groups they focus on the lack of professional knowledge, skills in providing services, communication skills, and foreign languages.
87275.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
მაგალითად, მიმტანებს - უცხო ენები და მომსახურების უნარები; მზარეულებს - უცხო ენების და კომუნიკაციის უნარები; მოგზაურობის გიდებს - უცხო ენები და პროფესიული ცოდნა; დამლაგებლებსა და ნარჩენების გამტანებს - მომსახურებისა და კომუნიკაციის უნარები.
For example, for waiters – skills in foreign languages and services; for cooks - foreign languages and communication skills; for travel guides - foreign languages and professional knowledge; for cleaners and waste pickers - service and communication skills.
87276.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
კვლევის თანახმად, ბოლო 3 თვეში გამოცხადებული ვაკანსიებთან მიმართებით საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტი გამოცხადებული ვაკანსიებია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიულ ჯგუფში.
According to the survey, with regard to vacancies announced in the last 3 months it is worth mentioning that the most announced vacancies are observed in the professional group of people employed in the services and sales sector.
87277.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
ხოლო ვაკანსიების შეუვსებლობით გამოირჩევა სასტუმროების მენეჯერების, სასტუმროს მიმღების ოპერატორების, მოგზაურობის კონსულტანტების და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების პოზიციები.
While vacancies for hotel managers, hotel receptionists, travel consultants and car drivers are distinguished with failure.
87278.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
საწარმოთა მიერ ახალი კადრების მოძიების გამოყენებული წყაროების მხრივ, კვლევამ გამოავლინა, რომ ახალი კადრების მოძიების ძირითად წყაროს პირადი კონტაქტები წარმოადგენს.
On the basis of the sources used by the enterprises to find new staff, the study revealed that the main sources of finding new staff are personal contacts.
87279.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
მზარდია ინტერნეტისა და დასაქმების კერძო სააგენტოების როლი და საკმაოდ დაბალია საერთო ჯამში ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს პროგრამებისა და აქტივობების ხვედრითი წილი ახალი კადრების მოძიებაში.
The role of the Internet and private employment agencies is growing, while the overall share of the programmes and activities of the Ministry of Health and Labour in finding new staff is quire low.
87280.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
კვლევის თანახმად, ეკონომიკური სექტორების მიხედვით ახალი კადრების მოძიების წყაროები განსხვავებულ სურათს იძლევა.
According to the survey, the sources for finding new staff by economic sectors present a different picture.