მოიძებნა 668045 ჩანაწერი
89701.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, ბიბლიოგრაფია
წიგნს წინ უძღვის ავტორის წინასიტყვაობა, სადაც იგი გვესაუბრება გამომგონებელზე, ამერიკელ ა. ბელზე.
The book opens with the author's preface in which he tells of the American inventor A. Bell.
89702.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, ბიბლიოგრაფია
წიგნი დაყოფილია თავებად: გუბერნატორმა ტელეფონი გაიკვირვა; ილიასეული „ივერია“ დაინტერესდა; სად დაიდგა პირველი ტელეფონები?
The book is divided into the following chapters: "The Governor is Surprised at the Telephone"; "Ilia's "Iveria" Interested in Telephones"; "Where were the First Telephones Installed"?
89703.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, ბიბლიოგრაფია
წიგნში ჩართულია ილუსტრაციები, სადაც გამოსახულია პირველი სატელეფონო ქსელის ბოძები საქართველოში.
The book has illustrations showing the first telephone Doles in Georgia.
89704.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება საგანს არსებულად გულისხმობს და მისი სწრაფვა სწორედ რომ არსებული საგნისაკენ სწრაფვაა.
Need implies the existence of an object or thing and its drive is directed towards the existing object.
89705.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
საგნობრიობა ამ შემთხვევაში ისეთი კატეგორიაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ საგანს არ გულისხმობს, აქ იგულისხმება, მოთხოვნილების ინტენციის საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკურიც, სოციალურიც, ფსიქიკურიცა და სხვ.
In this case thingness is a category involving not only a physical thing but also an intentional object of need, which can be physical, social, mental, etc.
89706.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების სტრუქტურულ მთლიანობაში, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს „მოთხოვნილებითი მდგომარეობა“ და „საგნობრივი ვითარება“ (ინტენციონალური საგანი).
In the structural wholeness of need, we should distinguish "the state of need" and "the state of thingness" (intentional object).
89707.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება არის სწორედ „მოთხოვნილებითი მდგომარეობისა“ და „მოთხოვნილების საგნის“ სპეციფიკური ერთიანობა, საგნისაკენ სწრაფვის იმპულსით რომ არის აღნიშნული.
Need is a specific unity of "the state of need" and "state of thingness", marked by an impulse of striving for the object.
89708.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
„მოთხოვნილებითი მდგომარეობისა" და „მოთხოვნილების საგნის“ ურთიერთგათიშვა აბსტრაქციაა, სტრუქტურული მთლიანობის შემადგენელ მომენტებზე ხაზგასმაა.
Separation of "the state of need" and "state of thingness" is an abstraction, i. e. emphasis of the constituent parts of a structural unity.
89709.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების ფსიქიკური მდგომარეობა, პროცესი არაა მდგრადი მდგომარეობის განცდა.
The mental state of a need is not an experience of a state condition.
89710.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ის დაძაბულობის ვითარებაა, რომელსაც თან ახლავს უსიამოვნების გრძნობა და აქვს იმპულსი, ბიძგი ინტენციის ობიექტის „ხელში ჩაგდებისაკენ“.
It is a state of tension attended by a feeling of unpleasantness and has an impulse or stimulus to gain possession of the object of intention.
89711.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
როგორც კი მიზანი მიიღწევა, (წყლის მოთხოვნილება წყლით კმაყოფილდება), მოთხოვნილების ფსიქიკური მდგომარეობა აღიკვეთება.
As soon as a need is realized (the need of water is satisfied with water) the mental state of need comes to an end.
89712.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების მდგომარეობა, ამ ასპექტით, საპირისპიროა ტკბობის მდგომარეობისა, სადაც ტკბობის პროცესის დროში ხანგრძლივობა სწორედ რომ მისი ინტენციის საგნითაა განპირობებული.
In this aspect the state of need contrasts with that of delight in which the duration of the process of delight is determined by the object of intention.
89713.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ტკბობის საგანი და ტკბობის აქტი სიმულტანური პროცესებია.
The object of deilight and the act of delight are simultaneous processes.
89714.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების ფსიქიკური მდგომარეობა განსხვავებულია ნეტარებისაგან იმ კუთხით, რომ მოთხოვნილება თვითონ აქტიურობის განცდაა.
The mental state of need differs from bliss in that need is an experience of activity itself.
89715.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება შეკავებული აქტივობის სახით განიცდება.
Need is experienced as restrained activity.
89716.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამდენად, იგი აქტივობის საწყისი და ბიძგია.
Hence it is the source and impulse of activity.
89717.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება ქცევის აღმძვრელია, განსაზღვრული სფეროსაკენ მიმართული აქტივობის ტენდენციის შემცველია.
Need stimulates behaviour, containing a tendency to direct one's activity towards a definite sphere.
89718.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება ინდივიდის ისეთი, როგორც ამბობენ, „ნეგატიური მდგომარეობაა“, „უსიამოვნო დაძაბულობაა“, რომელიც გულისხმობს ინტენციის საგნის უქონლობას.
Need is believed to be an individual's negative state and "unpleasant tension", involving the lack of the object of intention.
89719.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამდენად, ის ინდივიდის ქცევას წარმართავს ე. წ. „ნეგატიური მდგომარეობის“ აღკვეთისაკენ.
Hence it directs the individual's behaviour towards ending the so-called "negative state".
89720.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ნეტარება უძრაობისა და არააქტიურობის მდგომარეობაა.
Bliss is a state of immobility and inactivity.