მოიძებნა 668045 ჩანაწერი
89761.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ასეთია არა მარტო მოთხოვნილება, არამედ ყველაფერი ის, რაც ცნობიერების მიერ შემეცნებული შინაარსი არ გამხდარა.
Such is not only need, but everything else that has not become a content recognized by consciousness.
89762.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
საჭიროებაა ყველაფერი ის, რაც ინდივიდის სტრუქტურული მთლიანობისათვის ობიექტურად აუცილებელია.
Want includes everything that is objectively necessary for an individual's structural wholeness.
89763.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
იგულისხმება, რომ ასევე არსებობს არასაჭირო მოთხოვნილებაც, ისეთი ფენომენი, რომელიც ინდივიდის სტრუქტურული მთლიანობის ფუნქციობისათვის კონსტიტუციურ შინაარსს არ წარმოადგენს.
By implication there also exists a phenomenon of unnecessary need, which cannot be regarded as a constitutive content for the functioning of an individual's structural wholeness.
89764.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ჩვენი გაგებით, მოთხოვნილება ფსიქიკური მდგომარეობაა.
We view need as a mental state.
89765.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
პირველი განცდაა, მეორე განცდა არაა, ფიზიოლოგიური დონეა აქტივობისა.
The former is an experience, while the latter is not, it is simply a physiological level of activity.
89766.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ფიზიოლოგიურ ორგანიზმსაც აქტივობისათვის სჭირდება საკვები.
Physiological organisms also require food for activity.
89767.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ეს აუცილებლობა საკვების მიღებისა საჭიროებაა, რაც ჯერ კიდევ არ გამოვლენილა ფსიქიკური შინაარსის სახით.
This necessity of taking food is a drive, which has not yet manifested itself in the form of mental content.
89768.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ცხოველმყოფელობის დონეზეა მიმდინარე პროცესია და არ საჭიროებს ფსიქიკას.
It is a process going on at the physiological level of organism and there is no need for the mind to get involved.
89769.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება ფსიქიკურ დონეზე მიმდინარე აქტივობაა.
Need is an activity going on at the mental level.
89770.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მიდრეკილება შესაძლებლობაა, ინდივიდში მთლიანობითი სტრუქტურის შენარჩუნებისათვის წარმოქმნას მოთხოვნილების ფუნქცია.
Drive is a possibility for creating and activating the function of need in an individual in order to maintain an integral structure.
89771.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოთხოვნილების ფენომენის მოხსნა არ ნიშნავს ამ მოთხოვნილების დისპოზიციას.
The removal of the phenomenon of need upon the gratification of an actual need does not mean the disposition of this need.
89772.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მიდრეკილება რჩება.
The inclination remains.
89773.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ჩვენი გაგებით, მოთხოვნილების ტერმინი გვაროვნული ცნების აღმნიშვნელია, რომელიც მოიცავს შემდეგ რომელობებს: ლტოლვა, წყურვილი, წადილი, მისწრაფება, ინტერესი, გატაცება, ნდომა, ნატვრა.
We believe that the term "need" denotes a generic concept involving the following qualities: craving, thirst, desire, aspiration, interest, passion, want, wish.
89774.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
როგორც უკვე აღინიშნა, მოთხოვნილება წარმოადგენს „მოთხოვნილებითი მდგომარეობისა“ და „მოთხოვნილების საგნის სპეციფიკურ ერთიანობას, რომელიც გვევლინება „შინაგანი დაძაბულობისა“ და საგნისაკენ სწრაფვის იმპულსის სახით.
As already noted need is a specific unity of the state of need' and "the object of ne", represented as a kind of "inner tension and "an impulse of striving for the object".
89775.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
როცა ვლაპარაკობთ გაცნობიერების დონეებზე, მხედველობაშია მიღებული არა მხოლოდ მოთხოვნილების პროცესი, არამედ მოთხოვნილების საგანიც.
Speaking about the levels of awareness account is taken not only of the process of need but the object of need as well.
89776.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამ ორი მომენტის გაცნობიერების განსხვავებული დონეები აუცილებლობით ერთმანეთის პარალელურად არ მიმდინარეობენ.
Awareness of the different levels of these two factors does not of necessity take a parallel course.
89777.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების მდგომარეობის მაღალ დონეს (ინტენსიურსა და რთულ განცდას) შეიძლება თან ახლდეს ინტენციონალური საგნის გაცნობიერების დაბალი დონე (მაგ. ლტოლვისა და წყურვილის შემთხვევაში) ან პირიქით.
A high level of the state of need (intensive and complex experience) may be accompanied by a low level of awareness of the intentional object (e. g. in the case of longing and craving), or it may be the other way round.
89778.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების პროცესი ჩროგორც წესი მჭიდროდ უკავშირდება ინტელექტუალურ-გრძნობით-ვოლიტურ ფენომენებს.
As a rule the process of need is closely connected with intellectual, sensational and volitive phenomena.
89779.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
სწრაფვა საგნისაკენ (კონატური მომენტი) აუცილებლობით გულისხმობს ობიექტის აღქმას (საგანი შეიძლება აზრიც იყოს და წარმოსახვაც).
Striving for an object (the connative moment) of necessity implies perception of the object (the object may be both an idea and an imagination).
89780.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ინტენციის საგნისაკენ სწრაფვას, მოთხოვნილების მიმდინარეობას და მის შედეგს (მოთხოვნილების მოხსნას), როგორც წესი, თან ახლავს გრძნობითი რომელობები.
As a rule, striving for an intentional object, the process of need and its result (removal of the need) are always attended by sensational qualities.